არქივი

როგორ წავშალოთ ზედმეტი User-ების ჩამონათვალი Skype-ში

cbb604c49076

ალბათ თქვენი კომპიუტერიდან ბევრი ადამიანი შედის სკაიპიში (ასე ძირითადად ოფისებში ხდება), შესაბამისად Skype-ს ჩართვისას Skype Name ველში თუ ჩამოშლით აუარებელი ჩამონათვალი ჩდება იმ User-ებისა რომლებიც ოდესმე მაინც შესულან მოცემული კომპიუტერიდან სკაიპიში.არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია უაზროდ ჩაყრილი სხვადასხვა ნიკი, დაწყებული ა-დან დამთავრებული ჰ-თი…

როგორ შეიძლება მოვიშოროთ ზედმეტი სახელები ამ სიიდან? მას ხომ ვერ ჩაავლებთ და Delete-ს ვერ მისცემთ. მაგრამ საქმე არც ასეა, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მისცემთ!

უბრალოდ საჭიროა სხვა გზიდან მოვუაროთ რომელიც არც თუ ისე შორია.

მოკლედ დავიწყოთ:

გათიშეთ სკაიპი (ვიცი რომ ძალიან გიჭირთ თქვენს მეგობრებთან განშორება მაგრამ 5 წუთით მაინც მოასვენეთ ეგ პროგრამა), შემდეგ გახსენით Run ველი (თუ კიდე ვერ ისწავლეთ წინა პოსტის სურათზეა მოცემული ინსტრუქცია , თუ მაინც ვერ გაიგეთ მაშინ გახსენით My Computer-ი ან Internet Explorer-ი და იმის მისამართის ზოლში შეიყვანეთ მოცემული ბრძანება) და ჩაწერეთ შემდეგი: %AppData%\Skype\ დააჭირეთ დიდებულ ‎Enter-ს და გამოვა სკაიპის სპეციალური ფოლდერი რომელშიც ჩვენი საზიზღარი Skype Name-ბია ჩაყრილი. მოკლედ თითოეულ Skype Name-ს აქვს თავისი ფოლდერი ასე რომ რომელიც ზედმეტია (ან უბრალოდ არ “დაგევასებათ”) მხოლოდ მონიშნეთ და ჩვენებური Delete მიჰგვარეთ.

შემდეგ ისევ ჩართეთ სანატრელი Skype, ამიერიდან ჩვენი Drop Down List-ი სუფთაა ყოველგარი ზედმეტი ნიკებისაგან.

თუ ასე არ მოხდა ე.ი. Restart-ია საჭირო, ჩართვის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება.

სულ ესაა რაცაა..

წყარო: http://kblog.platforma.ge/?p=73

პ.ს.თუ ვერ გაიგეთ კითვხვებით ნუ “დამგრუზავთ”! :rules:

მსგავსი ამბები

Back to top button