ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

სატურნის თანამგზავრზე ოკეანეა

91acaf80380a

სატურნის უდიდეს თანამგზავრ ტიტანზე ოკეანეა, რომელიც წყლისა და ამიაკისგან შედგება

მეცნიერები რომლებიც საერთაშორისო ზონდ „კასინით“ ტიტანის ბრუნვას აკვირდებოდნენ განაცხადეს რომ: „სატურნის უდიდეს თანამგზავრ ტიტანზე ოკეანეა, რომელიც წყლისა და ამიაკისგან შედგება“. ვარაუდობენ რომ წყლის უზარმაზარი მარგი ყინულის სქელი ფენითაა დაფარული და ტიტანის ნახევარი გაყინული წყალია. ამ ვარაუდის დამტკიცებით გამოდის რომ ტიტანზე სიცოცხლის ორი რეალური ნიშანია: წყალი და ორგანული ნივთიერება. ასევე ვარაუდობს ზოგიერთი მეცნიერი ენერგიის წყაროს არსებობასაც. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით ტიტანზე ნახშირწყალბადური ნედლეულის მარაგი ასჯერ აღემატება დედამიწაზე არსებულ გაზისა და ნავთობის მარაგს. ასევე ხშირია ნახშირწყალბადური წვიმები. ასევე ზონდმა 2007 წელს მეთანის ტბაც აღმოაჩინა. ტიტანის ზედაპირი ბევრად ჰგავს დედამიწის ზედაპირს თავისი ტბებით, არხებით, დიუნებითა და მთებით. მეცნიერები ცდილობენ რომ სატურნზე აღმოაჩენენ ქიმიურ კომპონენტებს, რომლის საშუალებითაც სიცოცხლის წარმოშობა იქნება შესაძლებელი, თუმცა მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამ აზრს სკეპტიკურად უყურებს და მათი აზრით ამაიკით გაჯერებულ ოკეანეებში შეუძლებელია სიცოცხლის ჩასახვა. „ნასას“ მეცნიერებმა კი ჩრდილოეთ პოლუსზე ორი ტბა დააფიქსირეს.

წყარო tnews.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close