არქივი

უდიდესი საიდუმლოებანი(4)

7964465dc9b7

დაკარგული ცივილიზაციები

ტროა


ტროა (ბერძნ. Τροία ან Τροάς, ასევე Ήλιον; ლათ. Troia, Ilium) — ლეგენდარული ქალაქი, აღწერილი ტროის ომის ციკლში, ილიადაში, ჰომეროსის ძველ ბერძნულ ეპოსში.
ტროა (Truva, Hissarlik 39°58′N 26°13′E) ასევე არქეოლოგიური მიდამოა ანატოლიაში, ჰომეროსის მიერ აღწერილ ადგილას ზღვის პირას დარდანელის სრუტის სამხრეთ დასავლეთში მთა იდას ქვეშ.
ახალი ქალაქი ილიუმი დაფუძნდა ლეგენდარული ილიონის (ტროა) ადგილას რომის იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით ქალაქი საკმაოდ მდიდარი იყო, თუმცა კონსტანტინეპოლის დაარსების შემდეგ, ბიზანტიის პერიოდში, ის თანდათან დაკნინდა.
1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ერთი მეორის შემდეგ აშენებული რამდენიმე ქალაქი . ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დასკვნა საკამოთოა, ამ ადგილის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ჰიტიტურ ტექსტებში ქალაქ ვილუსად; ილიონი (ანუ ვილიონი) ამ სახელის ბერძნული ვარიანტი უნდა ყოფილიყო.
1998 წელს ტროა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

96c6378ef303

4936a55ca8ae

57dba5c91d53

ტროას ომი
ტროის ომი, ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროის წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ელენეს შეურაცხყოფილმა მეუღლემ მენელაოსმა დახმარებისათვის მიმართა თავის ძმას მიკენის მბრძანებელ აგამემნონს და სხვა ბერძენ მეფეებს. მათ შორის იყვნენ ბრძენი ნესტორი, ცბიერი ოდისევსი და უბადლო მეომარი აქილევსი. აქაველთა გაერთიანებულ ლაშქარს აგამემნონი სარლობდა. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა – ჰომეროსის ილიადა და ოდისეა – მოაღწია. ილიადაში აღწერილია ომის გვიანდელი პერიოდი, ხოლო ოდისეა აღწერს ერთ-ერთი ბერძენი ლიდერის ოდისევსის შინ დაბრუნების თავგადასავალს. ამ ისტორიის დანარჩენი ნაწილი, სხვადასხვა ვერსიაში, აღწერეს გვიანდელმა ბერძენმა პოეტებმა და რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა მის ენეიდაში.

ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიაა. ამჟამად ეს ომიც და თავად ქალაქიც მითოლოგიურად მიიჩნევა. თუმცა 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის არსებობას დაასაბუთებდა.

be1e411e2c06

f53930c9aba6

 

ინფორმაციის წყარო : ka.wikipedia.org

temo kuchuashvili

I am boss I like ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button