არქივი

დაპატიმრებულები: ციხეები ლათინო ამერიკულ ქვეყნებში

9732b5e972b2

ესპანურ ტელეარხ Lasexta-ზე დაიწყო გადაცემა სახელწოდებით ENCARCELADOS¨ (დაპატიმრებულები) გადაცემის წამყვანები Jalis De La Serna და Alejanra Andrade დადიან ციხეებში რომლებიც მდებარეობს ლათინო ამერიკულ ქვეყნებში და აშუქებენ ციხეებში არსებულ დრამატულ სიტუაციას

რა ხდება ციხეებში და როგორ სიტუაციაში ცხოვრობენ პატიმრები ამის შესახებ გავესაუბროთ გადაცემის წამყვანებს!

c9084912b3bc

Jalis De La Serna და Alejanra Andrade

თქვენ შეხვედით კამერებით ძალიან საშიშ ციხეებში, ეს არ უნდა ყოფილიყო მარტივი

Jalis De La Serna: რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან რთული , როდესაც დავიწყეთ გადაღებები გვეგონა რომ მხოლოდ 1 ციხეში გაკეთდებოდა გადაცემა მაგრამ ჩვენ ვიყავით 30 ადგილას რისთვისაც მადლობა მინდა მოვუხადო ჩვენს პროდიუსერებს, მარსელა მორალესს და ელენა პერეზს, რომლებმაც არაჩვეულებრივად იმუშავეს,ასევე მადლობა ყველა იმ ასოციაციებს და ოჯახებს ვინც ხელი შეგვიწყო დაგვეხმარნენ , მადლობა მათაც ვინც გაგვიღეს კარი და მოგვცეს პატიმრებთან ურთიერთობის საშუალება

მხოლოდ ლათინო ამერიკის ქვეყნებში იყავით? სხვა ქვეყნის ციხეებშიც ხომ არ ყოფილხართ?

Jalis De La Serna:
დიახ, პირველ სეზონში მხოლოდ ლათინო ამერიკულ ციხეებზე იქნება

Alejanra Andrade: სადაც ყველაზე მეტი ესპანელი პატიმარია ის ადგილები მოვიარეთ, მათი რიცხვი 1,500 აჭარბებს

რა იყო ყველაზე დრამატული რაც ნახეთ?

Jalis De La Serna: ციხეების უმრავლესობაში არ არის პოლიცია , ძალაუფლება აქვთ პატიმრებს, პატიმრები აკონტროლებენ ციხის რეჟიმს და ეს ხდებოდა ბოლივიაში

მძიმე სიტუაციაა, როგორია მდგომარეობა საკნებში, ვიწრო საკნებში ცხოვრობენ პატიმრები?

Alejanra Andrade: ისეც არის და ესეც, არის ციხეები სადაც არის ძალიან დიდი საკნები და არის ისეთებიც სადაც ძალიან პატარებია, მაგრამ რაოდენობა პატიმრების ჭარბადაა ყველგან

Jalis De La Serna: ჩვენ ვნახეთ თითქმის ყველანაირი ტიპის ციხე, ჩვენ ვიყავით ისეთ საპყრობილეებშიც სადაც იქაური რეჟიმი მოგვაგონებს იმ რეჟიმებს რომლებიც გვინახავს შეერთებულ შტატებში, სადაც აცვიათ ნარინჯისფერი უნიფორმები , მაგრამ ასევე ვნახეთ ძალიან მძიმე სიტუაციებიც, ბოლივიაში არის ციხის კარი გაკეთებული ხისგან, ამ ქვეყანაში არის მწირი რესურსი და მოსახლეობას არ აქვს ფული რომ მინიმალურად კარგად იგრძნონ თავი, ასე რომ წარმოიდგინე პატიმრები როგორ დღეში არიან საზოგადოების ყველაზე დაბალ საფეხურზე

რომელი ციხე იყო რომელმაც თქვენზე ყველაზე ძალიან იმოქმედა? ან ისტორია რომელც ყველაზე მეტად ამაღელვებელია?

Alejanra Andrade: ციხეებში რომლებიც ყველაზე მეტად გადატვირთულია ესენი იყო რამაც ყველაზე ძალიან იმოქმედა ჩემზე, ჩაკეტავენ კარს და ხალხი ამბობს: ¨ამის დედაც რა ჯანდაბაა ეს? ¨ მე ვიყავი დომინიკის რესპუბლიკაში ერთ ციხეში რომელიც განკუთვნილია 800 პატიმრისთვის მაგრამ იქ იმყოფება 8000 პატიმარი , ჩემზე ძალიან იმოქმედა როცა ვნახე როგორ იწვა მიწაზე ამდენი ადამიანი, იქ კლავენ ერთმანეთს 1 თეფში საჭმლის გამო, ბრაზილიაში კი ჩემზე იმოქმედა ძალიან ციხებმა რომლებიც მაქსიმალურად დაზღვეულია და მოქმედებს ამერიკული რეჟიმი, იქ მე მისმენდნენ ყურადღებით ის ესპანელები რომლებიც ამ ციხეებში იმყოფებიან და არიან ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები დადიან ბორკილებით დაბმულები, აშიშვლებენ საკნებში, უნდა იდგნენ სახით კედლისკენ, არ შეუძლიათ უყურონ ზედამხედველებს, არიან 23 საათის განმავლობაში ჩაკეტილები, აქვთ ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები, მაგრამ ფსიქოლოგიურად არიან წნეხის ქვეშ, ესეთ პირობებში არიან ადამიანები რომლებიც დაკავებულები არიან 450 გრამი კოკაინის გამო, იქ ასევე ცხოვრობენ ფსიქოპატები, მკვლელები, და სხვა საშიში დამნაშავეები.

იყავით ქალთა ციხეებშიც?

დიახ ვიყავით ქალთა ციხეებშიც ეს იყო პერუში, იქ არის საკნები ლამაზი თანმიმდევრობით , იქ იმ დროს გაანთავისუფლეს ერთი ესპანელი პატიმარი რომლებსაც ჩვენ ვაცნობეთ განთავისუფლების ამბავი და ჩავწერეთ განთავისუფლების მომენტი,

რომელიმე დანაშაული ან დამნაშავე იყო ისეთი რაც ყველაზე შიშისმომგვრელია? ჩვენ ჩავწერეთ პატიმარი რომელიც მართავს ციხეს , ეს არის კოლუმბიელი როგორც პაბლო ესკობარი, მას ეძახიან პოპეიეს, მას საკუთარი ხელით ყავს მოკლული 2,500 ადამიანი, ძალიან მძიმე სანახავია ამ რეპორტაჟის ნახვა რომელსაც მალე იხილავს მაყურებელი.

ამ ციხეებში ზოგ პატიმრებს უწევთ ფულის გადახდა იმისთვის რომ დაიძინონ, ჭამონ და იყვნენ დაცული

6dbfd7c3d593

b664facb4ada

ca842311179f

95ce3bc787a9

GIORG1O

george
Back to top button