ახალი ამბებიგასართობისასარგებლო
Microsoft-მა საკუთარი მობილური ტელეფონი გამოუშვა
კომპანია Microsoft-მა საკუთარი მობილური ტელეფონი, სახელწოდებით Kin, ოფიციალურად წარადგინა.
მისი მიზნობრივი აუდიტორია ახალგაზრდები არიან, რომლებიც სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ.
Microsoft-ისთვის ტელეფონებს კომპანია Sharp გამოუშვებს. აშშ-ში ტელეფონები გაყიდვაში მიმდინარე წლის მაისში გამოვა.
ტელეფონის ტექნიკურ თავისებურებათა შორისაა – სენსორული ეკრანი, შლეიფიანი კლავიატურა და მაღალი გარჩევადობის კამერა.
ამ სიახლით კომპიუტერული მრეწველობის გიგანტი აპირებს აქტიური კონკურენცია გაუწიოს კომპანიებს Apple, Google და Blackberry, რომლებსაც უკვე გააჩნიათ ანალოგიური პროდუქტი.
წყარო: ამბები.ჯი