TECH & მეცნიერებაგართობა

მთები მსოფლიოში

ca9ae067b8f6

მთები დედამიწაზე არათანაბრადაა განლაგებული.მათი უმრავლესობა წარმოდგენილია ორ უდიდეს მთათა სარტყელში:ალპურ-ჰიმალაიურსა და ანდებ-კორდილიერებისაში.
მსოფლიოში მთიან სარტყელებს შორის ფართობით უდიდესია ალპურ-ჰიმალაიური მთათა სარტყელი,რომელიც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდეა გადაჭიმულ.იგი არაერთი მთიანი ქვეყნისა და სისტემისაგან შედგება,რომელთაგან გამოირჩევა:ალპები,პირინეები,ატლასის მთები,კარპატები,ყირიმისა და პონტოს მთები,კაბკასიონი და მცირე კავკასიონი,ელბურსი ,ზაგროსის მთები,პამირი,ყარაყორუმი,ჰიმალაიები და სხვა.მსოფლიოში მასშტაბებით მეორე,ხოლო სიგრძით პირველი ანდებ-კორდილიერების მთათა სირტყელი ალასკიდან ცეცხლოვან მიწამდე 15 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული.იგი ალპურ-ჰიმალაიურ სარტყელს სიმაღლითაც ჩამორჩება.მთათა სარტყელი გრძელდება ანტარქტიდაშიც,რომლის უდიდესი ნაწილი დაძირული მძლავრი მყინვარული საფარის ქვეშ.ანდები ტროპიკულ და ეკვატორულ სარტყელებში ადამიანის საცხოვრებლად უფრო კომფორტულია,ვიდრე ამაზონის დაბლობის ტროპიკული ტყეები ან დასავლეთ ფერდობების წყნაროკეანური სანაპირო.

ჰიმალაი
f5e3e4a678f2

ჰიმალაი ოთხი სახელმწიფოს:ინდოეთის,ნეპალის,ჩინეთის და პაკისტანის ტერიტორიაზე წარმოდგენილი.იგი ფართობით თითქმის ათჯერ აღემატება საქართველოს ფართობს.ჰიმალაები ერთადერთი მთიანი სისტემაა მსოფლიოში,სადაც მდებარეობს 11 ისეთი მწვერვალი,რომელთა სიმაღლე არემატება 8 ათასს მეტრს.მათი დაპყრობის მცდელობა და ისტორია მე-19ს-ის ბოლოდან იწყება.ბევრი ცნობილი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა ჰიმალაის მწვერვალებზე მოწყობილმა ექსპედიციებმა.ჰიმალაებს,და შესაბამისად,მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი,ჯომოლუნგმაა(ევერესტი).
dc8ab9351cf3

მისი სიმაღლე ოფიციალურად 8.848მეტრია.ჯომოლუნგმა ტიბეტური სახელწოდებაა და ღმერთის დედას ნიშნავს.იგი1850წელს შემთხვევით აღმოაჩინეს ინდეთში მომუშავე ინგლისელმა ტოპოგრაფებმა,რომლებმაც მას,ოთხი წლის შემდეგ,თავიანთი უფროსის-ევერესტის სახელი უწოდეს.ჯომოლუნგმაზე პირველი ასვლა 1953 წლის 29 მაისს მოახერხა ახალზელანდიელმა ალპინისტმა ედმუნდ ჰილარიმ და ადგილობრივმა შერპა(ნეპალის ერთ-ერთი ტომი)ნორგეი თენსიგმა.მას შემდეგ,ჯმოლუნგმაზე ასვლა მსოფლიოს ასეულობით ალპინისტმა შეძლო.მათ შორის არიან ქართველი ალპინისტები:ბიძინა გუჯაბიძე,ბენო ქაშაკიშვილი,აფი გიგანი და ლევ სარქისოვი,რომლებმაც 1999წლის 12 მაისს პირველად შედგეს ფეხი ჯომოლუნგმაზე.

239a2f11db51

ალპები ევროპის მშვენებაა.იგი 1200კილომეტრზეა გადაჭიმული.მისი ძირითადი ნაწილი მდებარეობს საფრანგეთის,გერმანიის,შვეიცარიის,ავსტრიის და იტალიის ტერიტორიებზე.მე-19ს-ის შუა ხანებიდან ალპების მწვერვალებზე სისტემატურად ეწყობოდა ასვლები,იქმნებოდა მთასვლელთა კლუბები.ალპების უმაღლესი მწვერვალის მონბლანის(4808მ)დაპყრობის ისტორია იწყება 1786წლიდან,როცა შვეიცარიელი მიშელ პაკარი და მთებში მოგზაურთა გამცილებელი ჟაკ ბალმა პირველად ავიდნენ მასზე.მონბლანის ქვეშ გადის სამანქანო გვირაბი,რომელიც აერთიანებს საფრანგეთსა და იტალიას.მისი სიგრძე 12 კმ-ია.
5195a4a704d5

ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს საშუალო სიმაღლის მთიანი სისტემა,იგი დიდი წყალგამყოფი ქედის სახელწოდებითაა ცნობილი .მისი უმაღლესი მწვერვალია კოსციუშკო,რომელიც ზღ.დ.2230 მეტრს აღწევს. მიუხედავად შედარებით მცირე სიმაღლისა,ქედი მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის წყნარი ოკეანიდან მონაბერი ნოტიო ჰაერის მასებისთვის.ამის გამო,თუ ქედის აღმოსავლეთ კალთებზე მარადმწვანე ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეებია გავრცელებული,დასავლეტ კალდეებზე სიმშრალის მოყვარული მცენარეულობაა გაბატონებული.

bendela

12345

მსგავსი ამბები

Back to top button