არქივი

Coca-Cola & Fanta

CocaCola

კოკა-კოლა – პოპულარული გაზიანი გამაგრილებელი სასმელი მსოფლიოს 200-ზემეტ ქვეყანაში იყიდება. მისი მწარმოებელია „The Coca-Cola Company”. აღნიშნული კომპანია ასევე აწარმოებს Coca-Cola Light-ს, Sprite-ს, Fanta-ს, Bonaqua-ს და სხვ. კოკა-კოლა არა მხოლოდ გამაგრილებელი, არამედ მატონიზირებელი სასმელიცაა. შეიძლება ითქვას, რომ კოკა-კოლა აშშ-ს სიმბოლოა. ბოლო დროს ექიმები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სასმელი ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

კოკა-კოლა ატლანტაში (ჯორჯიის შტატი) 1886 წელს გამოიგონეს. მისი შემქმნელი ფარმაცევტი ჯონ სტიტ პემბერტონია. სახელწოდება მისმა ბუღალტერმა ფრენ რობინსონმა მოუგონა. მან სიტყვა Coca-Cola ლამაზი ასოებით დაწერა, რაც დღემდე რჩება სასმელის ლოგოტიპად.

კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტები იყო: 3 წილი კოკის ფოთლები (რომლისგანაც ასევე მიიღებოდა კოკაინი) 1 წილ კოლას ხის კაკალზე. მიღებული სასმელი დააპატენტეს როგორც „ნებისმიერი ნერვული დაავადების“ სამკურნალო საშუალება. კოკა-კოლას გაყიდვა ავტომატის საშუალებით, ატლანტაში, ჯეკობის აფთიაქში დაიწყო. პემბერტონი ამტკიცებდა, რომ კოკა-კოლას გამოყენება მორფზე დამოკიდებულებისგან განსაკურნადაც შეიძლებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს კოკაინი არ იყო აკრძალული ნივთიერება და ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა ზიანი მოჰქონდა მას ჯანმრთელობისათვის.

თვადპირველად კოკა-კოლას დღეში 9 ადამიანი ყიდულობდა. პირველი წლის მოეგბამ მხოლოდ 50 დოლარი შეადგიანა. მთლიანად წარმოებაში 70 დოლარი იყო ჩადებული, ანუ პირველ წელს პემბერტონის ბიზნესი წამგებიანი გამოდგა. მაგრამ სასმელის პოპულარობა თანდათან იზრდებოდა, იზრდებოდა მოგებაც. 1888 წელს პემბერტონმა კოკა-კოლას წარმოებაზე უფლება გაყიდა.

1892 წელს კოკა-კოლას ახალმა მფობელმა ასა გრიგს კენდელერმა დააარსა „The Coca-Cola Company”, რომელიც დღემდე აწარმოებს სასმელს.

1902 წელს, 120 ათასიანი წლიური ბრუნვით, კოკა-კოლა ყველაზე ცნობილი სასმელი გახდა აშშ-ში.

1890-იან წლებში საზოგადოებრივი აზრი კოკაინის  წინააღმდეგ შეტრიალდა. 1903 წელს კი New York Tribune-ში გამოაქვეყნებულ სტატიაში კოკა-კოლას ბრალი ედებოდა, რომ მისი დალევის შემდეგ შავკანიანი მოსახლეობა თავს ესხმოდა თეთრკანიანებს. ამის შემდეგ სასმელში კოკის ახლადმოწყვეტილი ფოთლების ნაცვლად კოკაინისგან დაცლილი გამხმარი ფოთლების დამატება დაიწყეს. სასმელის პოპულარობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. გამოგონებიდან უკვე 50 წლის შემდეგ კოკა-კოლა ამერიკელებისთვის თითქმის ეროვნული სიმბოლო გახდა.

1894 წლიდან დაიწყო კოკა-კოლას ბოთლებში გაყიდვა, ხოლო 1955 წლიდან – ქილებში.
1915 წელს დიზაინერმა Terry Ot-დან შექმნა ახალი 6,5 უნციიანი ბოთლი. შემდგომი წლების მანძილზე 6 მილირდზე მეტი ასეთი ბოთლი გამოუშვეს.

Fanta 1941წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში შეიქმნა. სიროფის მიწოდების შეფერხების გამო ესსენის ქარხანაში კოკა-კოლას წარმოება  შეწყდა, რასაც ალტერნატიული სასმელის, ფანტას გამოგონება მოჰყვა. მასში შემავალი ინგრედიენტები კომპანიისთვის უფრო ხელმისწავდომი აღმოჩნდა.

სასმელი გერმანელმა ქიმიკოსმა შტელიკმა შექმნა, სახელწოდება ფანტა კი კოლექტივის კრებაზე შეარჩიეს (გერმანული სიტყვიდან fantasie)

1955 წ. ფანტა იტალიაში, 1958წ. – იაპონიაში, 1960 წელს კი აშშ-ში გამოჩნდა.

მსგავსი ამბები

Back to top button