რეკორდებისასარგებლო

გინესის რეკორდები (I ნაწილი)

5e03585f0af8

ამ პოსტში გაეცნობით გინესის რამოდენიმე რეკორდს…  :)

d8410f740fc2

1) ამ სურათზე 27 წლის ჯოელ უოლი დგას რეზინის ბურთზე, რომელიც მან გააკეთა სხვადასხვა ზომისა და ფორმის რეზინებით… ჯოელი მუშაობს ტანსაცმლის მაღაზიაში, უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ის აგროვებდა ამ რეზინებს და ბოლოს გააკეთა ეს ბურთი. გინესის რეკორდების წიგნმა ის აღიარა მსოფლიოში ყველაზე დიდ ბურთად 2008 წელს. (აშშ, ფლორიდა, 2009 წლის 23 ოქტომბერი)

6aa3f4fa736a

2) ამ სურათზე დიანა ტეილორი სეირნობს ოუშენ ბიჩზე თავის ძაღლთან, ტიტანთან ერთად. 2009 წლის 12 ნოემბერს გინესის რეკორდების წიგნმა ოფიციალურად აღიარა 4 წლის ტიტანი მსოფლიოში ყველაზე დიდ ძაღლად. მისი პატრონი, დიანა ამბობს რომ ტიტანი არის ყრუ, უსინათლო და ეპილეფსიით დაავადებული. ამ ძაღლის სიმაღლე 107 სანტიმეტრია, ხოლო წონა 86 კგ.

fb5b096976fb

3) მცხობელები აერთებენ თაფლაკვერების (ე.წ. “პრიანიკების”) პორციებს, რათა დაამყარონ მსოფლიო რეკორდი. ამ კილომეტრიანი და 7 ტონიანი თაფლაკვერის დამზადებას დასჭირდა 1700 კგ თაფლი, 1700 კგ ფქვილი, 1000 კგ კაკალი, 900 კგ თხილი, 550 ლიტრი რძე და 158 ლიტრი შნაპსი. ( გერმანია, ლუდვიგსბურგი, 2009 წლის 18 დეკემბერი)

846a8a6ed94e

4) ამ სურათზე ერთ-ერთი “ჯამპერი” ზურგით ხტება ცათამბჯენ კუალა-ლუმპურიდან. ბეის-ჯამპერების ჯგუფი შეეცადა დაემყარებინა მსოფლიო რეკორდი – 24 “ჯამპერი” დღე-ღამის განმავლობაში, ყოველ საათში ერთხელ ხტებოდა 278 მეტრიანი შენობიდან, კუალა-ლუმპურიდან… (მალაიზია, 2009 წლის 28 ოქტომბერი)

85dd39b75e31

5) ამ სურათზე ინვალიდები მონაწილეობას ღებულობენ მსხვილ ღონისძიებაში – ინვალიდების საერთაშორისო დღეს, ისინი თითებით ხატავენ ტილოზე(30х42). ორასზე მეტმა ინვალიდმა მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რათა შესულიყვნენ გინესის რეკორდების წიგნში.

6ebc9e136e0b

6) ამ სურათზე ქუჩის მსახიობი,  ჩეინ ჰალტგრენი, სიდნეის საოპერო სახლის ფონზე ცდილობს მოხვდეს გინესის რეკორდების წიგნში – მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი , როდესაც ერთდროულად პირში 18 ცალი ხმალი ჩაიდო, ზომებით 50,8х1,3 სმ.

1ce0fc3aa91c

7) ლიზა კორტნი წევს თავის სათამაშოების კოლექციაზე – სათამაშოების კოლექციაზე , ანიმაციური სერიალიდან “პოკემონი”. მის კოლექციაში 12 113 სათამაშოა.

4c58582a9b4c

8) ამ სურათზე, ინდოეთში დაბადებული, 59 წლის ბრიტანელი მანჯიტ სინგჰი ცდილობს თმებით გასწიოს ცნობილი ინგლისური, ორსართულიანი ავტობუსი. სინგჰმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი – მან ეს ავტობუსი 21,2 მეტრზე გასწია თმებით.

e4ed460140fb

9)  ფილიპინელი შეფ-პოვრები და სტუდენტები ცდილობენ დაამყარონ მსოფლიო  რეკორდი, “ყველაზე დიდი რაოდენობით კერძი ერთ დღეში და ერთ ადგილზე”.   ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ შევლენ გინესის რეკორდების წიგნი. ამ  “გამოფენაზე” 5000 კერძია , თითოეულში ფიგურირებს – ყველი.  წინა რეკორდი იყო დამყარებული ინდოეთში – იქ იყო 4668 კერძი.

665393158234

10)  ამ სურათზე – 104 წლის ტყუპები Сао Дацяо (უფროსი, მარჯვნივ) და Сао Сяоцяо.  ეს ტყუპები, 1905 დაბადებულნი ითვლებიან ყველაზე დიდ ტყუპებად მსოფლიოში და რათქმაუნდა შესულნი არიან

გინესის რეკორდების წიგნში.

c6547beb5795

11)  ამ სურათზე ამერიკელი ბრაიან ბერგი პოზირებს თავის  შექმნილ მინი შედევრთან – ვენეციური სასტუმროს,  «Macao-Resort-Hotel» -ის გარშემო…  ბრაიანმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი – კარტისგან შექმნილი ყველაზე დიდი შენობა.  ამ  “ქმნილებაში” გამოყენებულია 218 792 კარტი და შექმნას დასჭირდა 44 დღე.  ამ მინი სასტუმროს სიმაღლე 10 მეტრია, სიგრძე 3 მეტრი და წონა 272 კგ…

199844f4fac7

12)  ამ სურათზე ისრაელელი მოსწავლე თამაშობს  დიდ ისრაელის დროშაზე,  სტადიონზე “ტედი”.  ეს დროშა გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე დიდი დროშა მსოფლიოში.  დროშის ფართობია  44 404 კვადრატული მეტრი…

მსგავსი ამბები

Back to top button