არქივი

“სექსი სიყვარულისთვის საბაბი არ არის”- სკარლეტ იოჰანსონი (ნაწილი2)

214c2d5e1b0f

გადავწყვიტე პოსტი დამედო ჰოლივუდის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონზე, რადგანაც მომწონს, როგორც მსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ზოგჯერ რეჟისორებს მისთვის როლის მიცემაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთქვამთ, რომ ზედმეტად სექსუალურია… იმედია არ დაიზარებთ , წაიკითხავთ და თქვენი იდეალიც გახდება… ნაწილი მეორე

სკარლეტს დაუსვეს შეკითხვა :- სიბერის გეშინიათ?
– არა, არ მეშინია, ეს ის არ არის, რაზეც ჩემს ასაკში ფიქრობენ. თუმცა, მე თავს ყოველთვის ვუვლი, ვცდილობ, დიდხანს არ ვიყო მზეზე და კანს ყოველთვის ვატენიანებ.

სკარლეტ იოჰანსონი – მგრძნობიარე ქალური სილამაზისა და ბუნებრივი სექსუალურობის ნამდვილი შერწყმაა, რომელმაც მსოფლიოს მამაკაცები მოხიბლა. შეუძლებელი იყო, მისი შარმი, დახვეწილი გემოვნება მსოფლიო მოდისა და სილამაზის სამყაროს მიერ უყურადღებოდ დარჩენილიყო, სწორედ ამიტომაც ცნობილი მოდის სახლები სკარლეტს ირჩევდნენ თავიანთი პროდუქციის სახედ და ეს კიდევ ფულია და ფული ..

ეხლა რაც შეეხება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს:
სკარლეტს მოსწონდა ასაკოვანი, ნაოჭებით დაღარული მამაკაცები – მათი გარეგნობა აღაგზნებდა და როგორც კი ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ჰოლივუდის მთელი გადაღძუებული დონ-ჟუანები მისი გულის და, რაც მთავარია, სხეულის დასაპყრობად დაიძრნენ…

სკარლეტს მათი დანახვა უკვე გულს ურევდა, შეიძულა ლოს-ანჟელესი, თუმცა სამუშაოს გამო იძულებული იყო, ნიუ-იორკიდან აქეთ გადმოსახლებულიყო. მზით განათებულ ქუჩებში ულამაზესი მანქანებით დასეირნობდნენ ზღაპრულად ლამაზი, მაგრამ „ false“ ყალბი ადამიანები. აქ მნიშვნელობა ენიჭებოდა მხოლოდ საჭირო კავშირებს და იმას, თუ რა სარგებლობას მოუტანს ვიღაცას შენთან ურთიერთობა. როდესაც სკარლეტი ამას მიხვდა, ქათინაურებიც აღიზიანებდა და მის ირგვლივ მყოფი მამაკაცებიც, წამიერ რომანებსაც აღარ მოჰქონდა მისთვის შვება…

…მორიგ საქმიან სადილზე წასვლა არ უნდოდა, ფეხს ითრევდა. მართალია, შემოტავაზებული ფილმი – დეტექტიური ბესტ-სელერის „შავი გეორგინის“ ეკრანიზაცია საინტერესოდ ესახებოდა (ეჩვენებოდა), მაგრამ ისიც იცოდა, რომ წიგნის ავტორი მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იყო და ისიც კი უთქვამს, ამ ცხვირმოუხოცავ ღლაპს ასეთ სერიოზულ ვერ ვანდობო. „ურჩხული“ მწერალი ბანკეტს არ დასწრებია, პროდიუსერის გვერდით ძალიან სიმპათიური, თითქმის მისი თანატოლი მამაკაცი იჯდა. „ ნეტა, ვინ არის ის ყმაწვილი?“ – ჰკითხა სკარლეტმა ტავის აგენტს. ყმაწვილი თვალს არ აშორებდა და შორიდან უღიმოდა. „ჯოშ ჰარტნერია, ამ ფილმში ითამაშებს…“ — „გემუდარები, დამეხმარე, რომ მეც მიმიწვიონ“, – სთხოვა აგენტს სკარლეტმა. ჯოში მოკრძალებულად იქცეოდა. სკარლეტმა მოსვენება დაკარგა, ყმაწვილს უღიმოდა, თვალებს უჟუჟუნებდა , ..მერე კი 3 თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს…

f77f4bfb700a

მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების ათეულში, სკარლეტმა მე-8 ადგილი დაიკავა. ამერიკელმა მსახიობმა პოპულარობა ფილმით The Hourse Whisperer და კრიტიკოსების ქება დაიმსახურა როლებისთვის ფილმებში Ghost World (აჩრდილების სამყარო), Girl wirh Pearl Earring (გოგონა მარგალიტის საყურით) და The Bleack Dahlia (შავი გეორგინი).

სენსაციური ამბავი სკარლეტის ირგვლივ: სკარლეტ იოჰანსონის ინტიმური ფოტოების მოპარვის გამო ჰაკერს 60-წლიანი სასჯელი ელის ფლორიდის მცხოვრებმა ქრისტოფერ ჩეინმა სახელი კრისტინა აგილერასა და სკარლეტ იოჰანსონის მოპარული ფოტოების ინტერნეტში გამოქვეყნებით გაითქვა. იოჰანსონი ხშირად იღებდა საკუთარი აპარატით ინტიმურ ფოტოებს, რომლებიც ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ლოს-ანჟელესის ფედერალურმა სასამართლომ ჰაკერი დამნაშავედ ცნო და 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

cba187388821

სკარლეტ იოჰანსონი და ბრედლი კუპერი- ახალი წვილია, როგორც ჩანს ჰოლივუდში ახალი რომანი იწყება ! კომედია „Hangover“-ის ვარსკვლავი ბრედლი კალიფორნიის რესტორან Bel Air-ში ჰოლივუდის მსახიობ სკარლეტთან ერთად შენიშნეს, რომელიც ადრე რაიან რეინოლდსის ცოლი გახლდათ. დასავლური პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავების რომანზე ალაპარაკდა. ვახშამმა წითელი ღვინის თანხლებით ჩაიარა, მათ ქცევებში კი ფლირტის ელემენტები აშკარად იგრძნობოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქერატმიანი ლამაზმანის სილამაზით დატყვევებულ ბრედლის ღვინოც კი არ დაულევია, ხოლო აღფრთოვანებული სკარლეტი ზედმეტად კეკლუცობდა და საკუთარ უზადო გარეგნობას უკეთებდა დემონსტრირებას. ამბობენ, რომ რესტორნიდან უახლოეს ბარში გადაინაცვლეს, რათა დარჩენილი დრო იქ გაეტარებინათ და მერე … ბრედლი კუპერი სამთვიანი რომანის შემდეგ დაშორდა მსახიობს ზოი სალდანას; ბრედლი კუპერს მანამდე რენე ზელვეგერთან ჰქონდა რომანი, რომელთან დაშორების შემდეგაც, ბრედლის ჯენიფერ ლოპესთან და ოლივია უაილდთან ურთიერთობას მიაწერდნენ.

ბრედლი კუპერი არ არის პირველი კანდიდატი სკარლეტ იოჰანსონის შეყვარებულის პოზიციაზე. ყვითლ პრესაში მსახობთან სასიყვარულო ურთიერთობებს ჯოზეფ გორდონ- ლევიტსა და შონ პენსაც მიაწერდნენ. ამიტომ, ჯერ უცნობია, მართლა ეკუთვნის თუ არა სკარლეტის გული ბრედლი კუპერს. ფაქტი ისაა, რომ ჰოლივუდურ კულვარებში მათ რომანტიულ ურთიერთობებზე უკვე ალაპარაკდნენ.

ვარსკვლავები ყველაფერზე მიდიან თავიანთი გარეგნობის საფასურზე, პლასტიკურ ოპერაციაზეც კი,უმეტესობას კი ეს ოპერეაცია ცხვირზე აქვს ჩატარებული,სკარლეტ იოჰანსონმაც სექს სიმბოლო-ანჯელინა ჯოლისთან ერთად გაიკეთა ცხვირზე ოპერაცია… ნახეთ ფოტოები:

სკარლეტ იოჰანსონი
6f763b2d3e08

2cf87181559d

ანჯელინა ჯოლი

b3b61c825ce7

ჰოლივუდის ვარსკვლავი, სკარლეტ იოჰანსონი ამერიკული „სექს-შოპის“ სარეკლამო სახე გახდა, თუმცა ამის სესახებ თავად მსახიობმა არაფერი იცოდა. კალიფორნიის ერთერთმა „სექს-შოპმა“ სავიზიტო ბარატები გამოუშვა, რომლებსაც სკარლეტი ამშვენებს; თუმცა თავად მაღაზიის მენეჯერებს წარმოდგენაც არა აქვთ, ვინ არის ეს ქერათმიანი ლამაზმანი.

27 წლის მსახიობმა და მომღერალმა სკარლეტ იოიჰანსონმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში: ”In Good Company”-სადაც მსახიობი გაშიშვლდა. ინტერვიუში მან განაცხადა რომ არ აქვს არც Facebook-ი და არც Twitter-ი და ეს მისთვის მიუღებელია.

ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალის სახელი ხანგრძლივი დროით დაიმკვიდრა სკარლეტმა. „The New York Post“-ის ინფორმაციით, ვარსკვლავს „The Avengers“-ის სიკველში მონაწილეობისთვის რეკორდული ჰონორარი, 20 მილიონი დოლარი შესთავაზეს, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სკარლეტმა გაუსწრო ანჯელინა ჯოლის , რომელსაც ერთ ფილმში შესტავაზეს მხოლოდ 19 მილიონი დოლარი.

პაპარაციებმა დააფიქსირეს მსახიობი მომხიბვლელ, ათლეტური აღნაგობის მამაკაცთან ერთად ტაორმინში . უცხოური პრესა მამაკაცის ვინაობით დაინტერესდა და სკარლეტის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ “იგი მისი პირადი მცველია”.

5301ffc417ad

როგორც ჩანს, სკარლეტ იოჰანსონი აღარ მალავს თავის ახალ მეგობარ მამაკაცს, ვინმე ნეიტ ნეილორს. ჰავაის პლაჟზე ერთად ნახეს… სექსუალური 27 წლის მსახიობი თავის ქალურ აღნაგობას ფირუზისფერი საცურაო კოსტიუმით წარმოაჩენდა და ვნებიან თვალებს მზის სათვალის ქვეშ მალავდა.

cea7b0a5c5aa

სკარლეტისა და შონ პენის მოულოდნელი რომანის 3 თვის თავზე, სკარლეტი საცხოვრებლად გადავიდა შონ პენის 3 მილიონ 800 ათასი დოლარის ღირებულების მალიბუს სახლში..

26 წლის სკარლეტი ახლახანს გაეყარა ქმარს (რაიან რეინოლდსს), განქორწინების შემდეგ სრულად გადაბარგდა პენის სახლში და ახლა სკარლეტი და შონი, რომელიც 50 წლისაა ერთად ცხოვრობენ და აღარ უწევთ დამალვა ჰოლივუდის ცხელ-ცხელ ადგილებში, მექსიკაში და სხვაგან. მათი საყვარელი საქმიანობის სახლში ჯდომის გარდა რესტორნებში სიარული და პენის შვილებთან ერთად დროის ტარება წარმოადგენს. პენის შვილები სკარლეტის თანატოლები არიან. გოგო 20 -ის , ხოლო ბიჭი 17 წლის.

0f93c4082e38

სკარლეტ იოჰანსონის კბილებმა ხალხი გააოგნა… ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი, სკარლეტ იოჰანსონი, მიწვეული იყო ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, სადაც მან თავისი გარეგნობით ყველა შოკში ჩააგდო. საკმარისი იყო გაეცინა სკარლეტს, რომ მან დემონსტრირება გაუკეთა თავის დაბრეცილ კბილებს და ნუ არც თეთრი ფერით გამოირჩეოდა ჰოლივუდის ვარსკვლავის კბილები. არანაირი ჰოლივუდის ღიმილი, რომლითაც ასე ამაყობენ ვარსკვლავები. როგორც ჩანს ასეთ პოპულარულ ხალხსაც აქვთ თავისი ნაკლოვანებები. და კიდევ მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი მკერდის დაპატარავებაზე ოცნებობს.

პორტალმა Dailymail -მა სენსაციური სიახლე გამოაქვეყნა: ამერიკის პირველმა ლედიმ, 48 წლის მიშელ ობამამ შეადგინა “შავი სია”, რომელშიც იმ ლამაზმანთა სახელები შევიდა, რომლებმაც გაბედეს და ქალის სათაყვანებელ მეუღლეს ბარაკ ობამას გაეპრანჭნენ. ესენი არიან: ჰოლივუდის მსახიობები სკარლეტ იოჰანსონი და კერი ვაშინგტონი. ახლა გოგონები ვერც კი იოცნებებენ თეთრ სახლში მეჯლისზე მიწვევაზე.

და ბოლოს მინდა დავამთავრო …

ცნობილ დიდების ხეივანზე ახალი ვარსკვლავი გაიხსნა. ამჯერად ჰოლივუდის ბულვარზე სკარლეტ იოჰანსონის სახელი უკვდავყვეს. ამ დღეს მსახიობს მხარს უჭერდნენ დედა, ბებია, პატარა დაიკო და მისი პარტნიორი ფილმში “შურისმაძიებლები” – 41 წლის ჯერემი რენერი, რომელსაც იოჰანსონი დაუფარავად ეხვეოდა და კოცნიდა. არავინ იცის, იქნებ სულ მალე ახალი ჰოლივუდური წყვილიც გამოცხვეს? სკარლეტის ყოფილი ქმარი, რაიან რეინოლდსი ცერემონიაზე არ მისულა.

4faccf148be9

ტრადიციისამებრ, მსახიობი არა მარტო შეეხო მარმარილოს ვარსკვლავს, არამედ, პრაქტიკულად, გაწვა ზედ. მსახიობმა რიგით 2470-ე ვარსკვლავი გახსნა – ცუდი არ არის გოგონასთვის, რომელმაც 9 წლის ასაკში დაიწყო კინოში გადაღება ვარსკვლავის გახსნა მისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ის ამ სფეროში უკვე მეოცე წელია მოღვაწეობს და მოხარულია, რომ, როგორც იქნა, ეს პატივი წილად მასაც ხვდა.

ჯერემი რენერი

9600c326dab8

blogerlady

age: 14
Back to top button