არქივი

საინტერესო ფაქტები

0ab6632f7fba

საინტერესო ფაქტები სრულიადში

1. ერთხელ მარკ ტვენმა ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა – “ღორი” ეწერა. “ანონიმურ წერილებს მე საერთოდ ხელმოწერის გარეშე ვიღებ” – პრესის საშუალებით უპასუხა ანონიმს მწერალმა – “მაგრამ გუშინ, ჩემდა გასაკვირად, მხოლოდ ხელმოწერით მივიღე”

2. “ტაქტი – ეს არის ხელოვნება, აფიქრებინო სხვებს, რომ მათ თქვენზე მეტი იციან” – ამბობდა რეიმონდ მორტიმერი

3. ერთმა დამწყებმა ავტორმა ო’ჰენრის თავისი მოთხრობა გაუგზავნა. მოთხრობას თან ერთვოდა მინაწერი: “მისი შექმნით მე დავიბადე, როგორც მწერალი”. “მისი წაკითხვით კი მე გარდავიცვალე, როგორც მწერალი” – წერილითვე უპასუხა ო’ჰენრიმ

4. “შენი ხელის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი ცხვირი იწყება” – ამბობდა ვოლტერი

5. მიუხედავად 26 წლიანი საპარლამენტო კარიერისა, ისააკ ნიუტონმა მხოლოდ ერთხელ ითხოვა სიტყვა. “ბატონებო” – მიმართა მან შეკრებილ ლორდებს – “გთხოვთ დახუროთ ფანჯარა, გამჭოლი ქარია და მეშინია არ გავცივდე”

6. “რა თანხას ინატრებდით, რომ ბედნიერად გეგრძნოთ თავი?” – ჰკითხეს ერთხელ ბერნარდ შოუს. “ზუსტად იმდენს, რამდენსაც ჩემი მეზობლების ვარაუდით ვშოულობ…” – უპასუხა დრამატურგმა

7. რემბრანდტმა ერთხელ საკუთარი გარდაცვალების შესახებ ხმა გაავრცელა, რათა მისი ნახატები უფრო ძვირად გაყიდულიყო.

8. ჰენრი ფორდს ძალიან უყვარდა ანეგდოტი ერთი ფერმერის შესახებ, რომელმაც ანდერძად დაიბარა: “სიკვდილის შემდეგ ავტომობილ “ფორდში” ჩამსვით და ისე დამასაფლავეთ. ამ მანქანას მე ყველა ორმოდან ამოვყავდიო”

9. ერთმა დეპრესიით შეპყრობილმა პაციენტმა დახმარებისათვის ექიმს მიმართა. “ყოველ დილით მიხაილ ზოშჩენკოს თითო მოთხრობა წაიკითხეთ” – ურჩია ექიმმა. ამის გაგონებაზე პაციენტი უფრო დანაღვლიანდა, რადგან ის თავად იყო მიხაილ ზოშჩენკო.

10. “ქალს მხოლოდ ერთი საიდუმლოს შენახვა შეუძლია და ეს არის ასაკი” – ამბობდა ვოლტერი

11. ვეტერანი ალპინისტი ჟერარ ომელი, რომელიც ევერესტზე ექვსჯერ ავიდა, სახლში ნათურის გამოცვლისას კიბიდან ჩამოვარდა, თავი ფანჯრის რაფას ჩამოარტყა და გარდაიცვალა.

12. ერთი გოგოს თვითმკვლელობის საყურებლად ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის ხიდზე უამრავმა ცნობისმოყვარემ მოიყარა თავი. ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. გოგონა გადარჩა, მაგრამ ცხრა კაცი დაიხრჩო.

13. “ნურასოდეს დაგეგმავთ თვითმკვლელობას ცუდ ამინდში” – ხუმრობენ ნიუ-იორკელები მას შემდეგ, რაც მათი ერთ-ერთი თანამოქალაქე თავის მოსაკლავად “EMPIRE STATE BUILDING”-ის 86-ე სართულიდან გადმოხტა, მაგრამ ძლიერმა ქარმა ისევ უკან, 83-ე სართულის ღია ფანჯარაში შეაგდო.

14. იმის გასაგებად, თუ როგორ მიიღო მკითხველმა მისი ნაწარმოები, ვიქტორ ჰიუგომ რედაქტორს მოკლე წერილი: “?” გაუგზავნა. რედაქტორმა ასევე ლაკონურად უპასუხა: “!”

15. 1994 წლის 16 აპრილს ბელფასტში, ჩრდილოირლანდიელმა ქალმა ანალიზ რეიმ 121,7 დეციბალის სიმძლავრის ყვირილი გამოსცა. საინტერესოა, რომ სიტყვა, რომელიც მან იყვირა, იყო “სიჩუმე”

წყარო: DOIN.GE

მსგავსი ამბები

Back to top button