გართობა

ტანგო-ცეკვის პოეზია

d5c238bae447

ტანგო-ცეკვის პოეზია

ადრე იდო პოსტი ტანგოზე – ბმული, ახლა უფრო მეტი სურათებითა და ვიდეოებით დავტკბეთ

კეფიდან მაყოლებ მზერას,
ზურგიდან გიფეთქავს გული.
სხვის თეძოს მიარხევ მტევნით,
ტანგოს მე მირითმავ პულსით.
საკინძე შემიხსნა ძგერამ
მუხლებში ჩამლღვალი გულის.
კაბის ქვეშ ვაგროვებ ღელვას,
ვერთვი ლიბერტანგოს სულის.
ღაწვები აეწვათ კრძალვებს.
გული ჩაეტმასნა წვივებს,
ტერფებს ვაშეშებ და ვებრძვი
ტანგოს, სხვის კაბას რომ იცმევს.
თეძოდან სხვა თეძოზე ხელი…
სხვა შიფონმოსხმული ტანგო…
ჩვენ კი ვაგრძელებთ მზერით
ცეკვას ერთად და მარტოდ…

c5df03fa3c67

8b4f51dec9e3

9d10609a142a

0e0151044db0

f4cbc05e964b

e490de806717

f5c8863b01a7

9663d5d0ef02

78896585e909

სულ ეს იყო...

მსგავსი ამბები

Back to top button