არქივი

კონტრაბანდის წარმოუდგენელი მცდელობები

c7134d6abf6e
1. ფლორიდის ციხის თანამშრომლებმა გააკეთეს საოცარი აღმოჩენა: გამოიკვლიეს პატიმრის ნილა ლანსინგის სწორი ნაწლავი. იქ აღმოჩნდა ოქსიკოდონის 17 ტაბლეტი, 1 სიგარეტი, 6 ასანთი, 1 კანქვეშ შეშხაპუნების შპრიცი ნემსით, კრემნიუმის სანთებელა , ტუჩსაცხი, 1 პრეზერვატივი.

2. მექსიკის პოლიციამ დააკავა 19 წლის ქალბატონი, რომელიც ცდილობდა მექსიკის ციხიდან ჩემოდანით გადაეტანა თავისი მეუღლე-ხუანა რამირესა ტიხერინი
1c6a0dfd552e
3. ტეხასის ციხეში 230 კილოიანმა პატიმარმა მოახერხა გადაეტანა მცველების თანდასწრებით 9-მილიმეტრიანი რევოლვერი. პატიმარმა ჯორჯ ვერამ გამოიყენა თავისი სიმსუქნე და დამალა პისტოლეტი თავის ცხიმოვან ნაკეცებში.
c58ca2084052
4. პატიმართა მექსიკელმა ბანდა ხანგრძლივად სარგებლობდა მობილური ტელეფონებით ციხეში. მას შემდეგ, რაც ერთერთი პატიმარის დედამ უჩივლა მთელ ციხეს, რომ მისი შვილის ტელეფონი ცუდად იჭერს შემავალ სიგნალს, იმწუთშივე შეამოწმეს პატიმრების კამერები. და რომ ვერ აღმოაჩინეს რაიმე საეჭვო, მაშინ მთელი ჯგუფი გაუშვეს რენტგენზე, სადაც მიაგნეს საინტერესო აღმოჩენას- პატიმრებს ქონდათ მობილურები ნაწლავებში. გასაკვირიც არაა, რომ იქ იქნებოდა ცუდი სიგნალი.

6d1be23fa82a
5. სამი პატიმარი და მათი შეყვარებულები ცდილობდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანას ნიუ-ჯერსის ციხეში. ისინი პრეპარატს, სახელწოდებით სუბოზონს- წინასწარ ხსნიდნენ წყალში და გადაჰქონდათ საბავშვო გასაფერადებელ წიგნებში.
f861c6622abd
6. კოლუმბიის ციხის პატიმრები და მათი თანამზრახველები იყენებდნენ სპეციალურად გაწვრთნილ მტრედებს ნარკოტიკებისა და მობილური ტელეფონების ნაწილების გადატანაში. გეგმა ჩავარდა მხოლოდ პატიმრების გაუმაძღრობის გამო, რომლებმაც საცოდავი ფრინველები გადატვირთეს „საქონლით“,მტრედები ციხესთან ახლოს, ერთ-ერთ კვარტალში იპოვეს
2569a8bbb3c4
7. მდიდარმა ნარკო-ლორდებმა , მაიამის ფედერალურ ციხეში მოიფიქრეს თუ როგორ შეეკვეთათ სტრიპტიზის მოცეკვავეები თავიანთ კამერებში. ნარკო-ლორდების ადვოკატებმა დაიქირავეს სტრიპტიზის მოცეკვავეები და შემდეგ წარადგინეს ისინი, როგორც თავიანთი ასისტენტები.
0a75ad179779
8. ლოს-ანჟელესის შერიფის მოადგილე- 27 წლის ჰენრი მარინე ცდილობდა შეეტანა ციხეში ბურიტო, ჰეროინის შიგთავსით. თუმცა „ჩაავლეს“

8d87e8f46070
9. ჩრდილოეთ კაროლინაში დააკავეს მაიკლ ლეონ უორდი. მან შეძლო რევოლვერის დამალვა თავის სწორ ნაწლავში. პოლიციის მონაცემებით, იარაღი დაკავებულის საგულდაგულო დათვალიერების შემდეგ იპოვეს
6c1bd3c730a4
10. მამა-შვილმა მოიფიქრეს ჰეროინის კონტრაბანდის გადატანის გეგმა. მათ უნდა გამოეყენებინათ ქალი-თანამონაწილე, რომელიც კოცნისას გადასცემდა პატიმარს ჰეროინს. თუმცა, უბანში რომ ვერ იპოვეს სუფთა რეპუტაციის მქონე ქალი, რომელსაც შეუშვებდნენ ციხეში, 56 წლის დონალდ დენიმ გადაწყვიტა თვითონვე ეთამაშა ასეთი ქალის როლი . საბედნიეროდ, კოცნამდე საქმე ჯერ არ მისულა, რადგან , კოლორადოს პოლიციამ ფარულად მოისმინა მამა-შვილის სატელეფონო საუბარი და უიღბლო მამა დააკავეს მანამდე, სანამ ის მივიდოდა შვილთან

15a9436bb5e1

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button