არქივი

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

http://www.picz.ge/img/s1/1501/4/1/1472b748edfd.jpg

ძვ.წ 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება, რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისტვის სპეციალურად აგებულ ტაძარში უნდა დაესვენათ. სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა, ე-ი დღევანდელ ოთხსართულიან სახლზე მაღალი იყო. ქანდაკება მრავალ ძვრიფას მასალას შეიცავდა , მათ შორის , ერთ ტონა სპილოს ძვალს და ტოანზე მეტ ოქროს. ყველა მნახველს აოცებდა როგორც ქანდაკების სიდიდე, ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა , ვიდრე ქანდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. ზევსი ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეშინოდა, თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდნენ. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს, გადმოცემის თანახმად ქანდაკების ნაწილები ახ.წ 394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში ( დღევანდელი სტამბოლი) გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა

http://www.picz.ge/img/s2/1501/4/f/fc796d182d82.jpg

ქანდაკების მარჯვენა ზემო თავში იყო სილამაზის სამი ქალღმერთი , სამი და აგლაია, თალია და ეფროსინე. ზევისა და ქალღმერთ ევრინომეს შვილები. ისინი იღბლიან ადამიანებს სილამაზითა და მომხიბვლელობით აჯილდოებდნენ. ზევს თავზე ემოსა ზეთისხლის გვირგვინი, რომელიც ოქროსგან იყო დამზადებული და ის ოლიმპიელ ათლეტებთან ზევის კავშირზე მიგვანშნებს. რადგან ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებსაც მსგავს გვირგვინს ადგამდნენ. ზევს მარჯვენა ხელზე ესვა ანგელოზი ნიკე, გამარჯვების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში, ის ზევის განუყოფელი თანამგზავრი იყო. სფინქზი , რომელიც გამოსახულია სკამის შუა ნაწილში ზღაპრული ურჩხული იყო, რომელსაც ქალის თავი, ლომის ტანი და გველის კუდთან ერთად ფრინველის ფრთებიც გააჩნდა. ზევის მანტია ოქროს ფურცლებისგან იყო გამოჭედილი. ფიდიასის სახელოსნოში არქეოლოგებმა თიხის ყალიბები აღმოაჩინეს , რომელთა მეშვეობითაც ზევსის სამოსს შესაბამის ფორმას აძლევდნენ. ზევს ფეხზე ოქროს სანდლები ეცვა, მწერალ პავსანიასის თანახმად, სანდლების ქვეშ ამოტვიფრული იყო სიტყვები, ** მე შემქმნა ფიდიას ატანელმა ქარმიდასის ვაჟმა ** . ტახი , რომელზედაც ზევის ქანდაკება იჯდა , ყვავილების , მათ შორის , შროშანის ფორმის ჩუქურთმებით იყო გაფორმებული. ზევის ორივე ფეხთან ქვის ლომები ისხდნენ. ქანდაკების წინ იყო ცეცხლის დიდი კერა , ათლეტებს ამ საკურთხეველთან ძღვენი მიჰქონდათ და ზევს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას სთხოვდნენ. ლეგენდის თანახმად, ბრინჯაოს ურნა , რომელშიც ათლეტების მიერ მორთმეულ ძღვენს დებდნენ , იმ ადგილას იგა , სადაც ზევსმა მეხდი დასცა, რათა ფიდიასისთვის ეჩვენებინა, რომ ქანდაკება მოეწონა. თავდაპირველად ფიდიასმა ქანდაკებისთვის ხის ყალიბი ააგო, შემდეგ იქ სადაც სხეული უნდა ყოფილიყო, ხე სპილოს ძვლით დაფარეს და სადაც სამოსი უნდა ყოფილიყო ოქროთი მოაპირკეთეს. წმინდა ქანდაკებასტან მიახლოება მხოლოდ ტაძრის მსახურებს შეეძლოდ, უბრალო სტუმრებს ზევსს შორიდან აყურებიებდნენ, თანაც მხოლოდ მცირე ხნით , როდესაც ტაძრის მსახური ფარდას გადასწევდა.

http://www.picz.ge/img/s2/1501/4/a/a93f26fbdee5.jpg

ქანდაკების აგებას ფიადოსმა რვა წელი მოანდომა, როგორც ისტორიკსმა სტრაბონმა გამოთვალა , ზევს რომ ადგომა შეძლებოდა , თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა, ქანდაკებისათვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს, სინესტისა და ზაფხულის ხვატისგან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს. თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით , ქანდაკება 6 მილიონ გირვანქად სტერლინგად შეფასდებოდა. ლეგენდის თანახმად რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გააქცია.

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button