კულტურა

Square Enix

599311095d19

გამომცემლობა Square Enix-მა გამოუშვა მეცამეტე ნაწილი თამაშისა Final Fantasy, რომელიც იაპონიაში 2009-წლის 17 დეკემბერს იქნება გასაყიდად. ეს ინფორმაცია კომპანიის პრეზიდენტმა Yoichi Wada-მა დაადასტურა ტოკიოში გამართულ თამაშისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე Premiere Party. ამ ფაქტიდან რამოდენიმე საათით ადრე ინტერნეტში ჟურნალისტებმა შემთხვევით აღმოაჩინეს სარეკლამო ფოტოსურათი, რომელზეც მითიტებული იყო თარიღი….

ამავე ღონისძიებაზე პროექტის დირექტორმა და პროდიუსერმა განაცხადეს, რომ FFXIII პროდუქტის ინგლისურ ენოვანი რელიზი შედგება მომოვალი წლის გაზაფხულზე. ხოლო როდის გამოჩნდება თამაში ამერიკასა და ევროპაში ეს ჯერ უცნობია.
Final Fantasy-ის ახალი ეპიზოდი შექმნილია PlayStation 3 და Xbox 360-თვის. აგვისტოში გამართულ გამოფენაზე Gamescom 2009 გახმაურდა ფაქტი, რომ თამაშის 90% აქვს მზად Sony-ს და Microsoft-ს დაახლოვებით 70%. იაპონიაში FFXIII გამოვა მხოლოდ PlayStation 3-ზე, ხოლო Xbox 360-ის ვერსია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზეა გათვლილი.

მსგავსი ამბები

Back to top button