TECH & მეცნიერებაგართობა

თორმეტი გამორჩეული ქალი მსოფლიოს ისტორიაში

bnk19
ალექსია სილკნერის, ცნობილი ავსტრიელი ფოტოგრაფის, ფოტო-სერია – “თორმეტი გამორჩეული ქალი მსოფლიოს ისტორიაში”…

ალექსია სილკნერი

ალექსია სილკნერი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მუშაობდა ე.წ. ნაციონალური ფოტოგრაფიის კუთხით. ქვემოთ გთავაზობთ მის ბოლო პროექტს.

1. ეკატერინე II –  იგივე სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი, რუსეთის იმპერატორი 1762 წლიდან 1796 წლამდე.

kynuu

2. ელეონორა აკვიტანელი – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ყველაზე გავლენიანი ქალი. აკვიტანიის გრაფინია 1137-52 წლებში ჯერ საფრანგეთის, 1154-89 წლებში კი ინგლისის დედოფალი გახლდათ.

ukbmy

3. მარია ანტუაეტა – იმპერატორი ფრანც I-ისა და მარია-ტერეზას უმცროსი ქალიშვილი. საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის მეუღლე, საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი.

bnk19

4. ელიზაბეტ ბატორი – იგივე სისხლიანი გრაფინია. უნგრელი გრაფინია, XVII საუკუნის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი. მისი გავლენა პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი იყო. 1614 წელს პატიმრობა, განსაკუთრებით მძიმე პირობებში, სერიოული მკვლელობების ბრალდებით. მას 600 ქალწულის სიკვდილს უყენებდნენ ბრალად. გავრცელებული მოსაზრებით,იგი, მოკლულთა სისხლისაგან აბაზანებს იღებდა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. თუმცაღა ასევე არსებობს უფრო ლოგიკური აზრი, რომ მის საზოგადოებისაგან იზოლირებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.

ube23

5.  აგრიპინა – იმპერატორ ავგუსტუსის შვილთაშვილი, იმპერატორ კალიგულას და, ძმიშვილი და მეოთხე ცოლი იმპერატორ კლაუდიუსისა და ნერონის დედა. მას ისტორიკოსები ახალიათებენ, როგორც უზომოდ მომხიბვლელ, ამბიციურ და გავლენიან ქალს.

in3dy

6. კრისტია – შოტლანდიის დედოფალი. 1632-54 წლებში მეფის ოფიციალური რეგენტი, ფაქტიურად კი სწორედ ის მართავდა ამ პერიოდში შოტლანდიას.

vg0nh

7. ელიზაბეტ I – ქალწული დედოფალი. მისი მმართველობის პერიოდს ინგლისში “ოქროს ხანას” უწოდებენ, ვინაიდან სწორედ ამ დროს მოხდა ქვეყნის კულტურული ასპექტით, მკვეთრი განვითარება, ასევე, ამავე პერიოდში ინგლისი პოლიტიკურ სარბიელზე ერთ-ერთი აგარიშგასაწევი ფიგურა გახდა.

nkkdm

8. იზაბელ I კასტილიელი –  კასტილიის დედოფალი. მისი მმართველობის პერიოდი დაკავშირებულია საკუთარი ქვეყნის აყვავებასთან. მან გააერთიანა სახელმწიფო და საფუძველი ჩაუყარა ესპანეთის იმპერიის შექმნას. სწორედ მისი მმართველობის დროს მოეწყო ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციები. თუმცაღა მისი მმართველობა ფანატიზმითაც გამოირჩეოდა, ქვეყნიდან გააძევა ებრაელები, მუსულმანებს, მათი ნების წინააღმდეგ, კათოლიციზმი მიაღებინა.

9.  ოლიმპია ეპირუსელი – ფილიპე II მაკედონელის ერთ-ერთი ცოლი, ალექსანდრე მაკედონელის დედა.

hqcb2

10. ალექსანდრა რომანოვა – რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის მეუღლე.

tbirs

11. ბოუდიკა – აღმოსავლეთ ინგლისში მცხოვრები იცენების ტომის დედოფალი ყიო. ახალი წელთაღრიცხვით 60 წელს იგი სათავეში ჩაუდგა რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ აჯანყებას, რომლის დროსაც მოკლეს 70 000 რომაელი. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, აჯანყებულები დამარცხდნენ და ბოუდიკამ თავი მოიკლა.
4u8hs

12. კლეოპატრა –  ეგვიპტის დედოფალი. კლეოპატრა VII ეგვიპტეს ძმებთან – პტოლემე XIII და პტოლემე XIV ერთად (ტრადიციის თანახმად, ისინი მის მეუღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი. სიცოცლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვე არ გამხდარიყო.
9q2qq

Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა
1173073225.2274.113839696

მსგავსი ამბები

Back to top button