ხსენება წმინდა ანდრია პირველწოდებულისა!
დღეს გახლავთ 12 მაისი, დღე, როდესაც ქართული ქრისტიანულ-მართმადიდებლური ეკლესია წმინდა ანდრია პრიველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს…
წმინდა ანდრია მოციქულმა პირველმა იქადაგა ღვთის სიტყვა საქართველოში. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ხატი. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა მის წილხვედრ ქვეყანაში.
მოგვიანებით, წმინდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში წმინდა მოციქულებთან: სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ ჩამოვიდა. უფლის სიტყვა მათ ქართლში, ტაოში, სამეგრელოში, სვანეთსა და აფხაზეთში იქადაგეს.
წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.
მსურს საიტის ადმინისტრაციის სახელით მოგილოცოთ ეს წმინდა დღე და გისურვოთ ძლიერ, ერთიან, ქრისტიანულ საქართველოში ცხოვრება. გისურვებთ ლოცვას, ლოცვას და რწმენას, რომელსაც შეუძლია საქართველოს გადარჩენა…