უცნაური

ადამიანები დაუჯერებელი ფიზიკური და სამედიცინო მონაცემებით

ImageShack

უცნაური ადამიანები ალბათ ყველას გვყავს გარშემო, ხშირად ეს ადამიანები სავსებით ნორმალურები არიან უბრალოდ ჩვენ მივაკრავთ ხოლმე მათ უცნაური ადამიანების იარლიყს, იმიტომ, რომ ისინი ჩვენნაირად არ იქნცევიან, მაგალითად მე მიმაჩნია, რომ ჩემი მეზობელი, რომელიც ყოველ დღე დილის 5:30 წუთზე იღვიძებს და ვარჯიშობს უცნაურია, მაგრამ სინამდვილეში იგი ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევს, თუმცა ჩემთვის სავსებით არაჯანსაღია დილის ექვსის ნახევარზე ადგომა და განტელებით ვარჯიში, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ალბათ ვარჯიშის მეორე დილას გული შეფერხებით დაიწყებს მუშაობას და მოვკვდები, ან უბრალოდ ვარჯიშის მერე იმის, მაგივრად რომ სამსახურში წავიდე ხალისით და ენერგიით სავსე დავწვები და მეორე დილამდე მეძინება, მოკლედ ასეა თუ ისე მე ჩემი მეზობელი მიმაჩნია, უცნაურად და ის კი ალბათ თვლის, რომ მე ვარ უცნაური, ან უფრო სწორედ არაჯანსაღი ტიპი, მაგრამ მე თქვენ ახლა გიამბობთ ადამიანებზე, რომლებიც, ნამდვილად უცნაურები არიან, არა როგორც მე ჩემი მეზობლისთვის ან ჩემი მეზობელი ჩემთვის, არა რეალურად უცნაურები მოკლედ დავიწყოთ.

10542340vz9

ქალი, რომელიც ყოველ დღე 200 ორგაზმს განიცდის

მოკლედ ჩემო, მეგობრებო, 24 წლის სარა კარმენი დიდი ბრიტანეთიდან დღეში, არც მეტი არც ნაკლები 200 ორგაზმს განიცდის. სამედიცინო ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ დაავადებას, რომელიც სარას ჭირს ინგლისურად ეწოდება (PSAS) ანუ Permanent Sexual Arousal Syndrome, ქართულად კი ეს დაახლოებით ასე ჟღერს ხშირი სექსუალური აღგზნების სინდრომი, ალბათ ბევრმა თქვენგანმ ინატრა ასეთი ქალი, მაგრამ მოდით სანამ, რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ დაწვრილებით მოუსმინოთ ამ გოგოს, რას გვეუბნება. სარა თვლის, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობა, აბების დამსახურებაა, რომელსაც ის იღებდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, აბებმა გამოიწვია ის, რომ სარას, სისხლი ჩვეულებრივი ადამიანეისაგან განსხვავებით, უფრო მეტი რაოდენობით მიეწოდება, სასქესო ორგანოებს რაც მის სექსუალურ ადვილად აღგზნებას იწვევს. საცოდავი სარა ამბობს:

”ზოგჯერ საკუთარი თავის დასაწყნარებლად იმდენი სექსი მაქვს, ხოლმე, რომ თვითონვე მბეზრდება, კაცებს კი, რომლებიც ჩემთან წვანან, არ სჭირდებათ ბევრი ენერგიის დახარჯვა იმაზე, რომ მე ორგაზმს მივაღწიო. ”

საწყალ სარას ბოიფრენდმა ვერ გაუძლო და მიატოვა, ისე პრინციპში ძნელი იქნებოდა ამ გოგოს გაძლება ნახეთ რას წერს.

”სექსის შემდეგ, როდესაც ჩემს ბოიფრენდს ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა სულ რამოდენიმე წამში, მახსენდებოდა, ის თუ რა გავაკეთეთ ლოგინში და ორგაზმი თავიდან მეწყებოდა. მინდა, რომ ჩემი თავი დავცალო და ამოვწურო იქნებ ამის შემდეგ, მაინცმოვიპოვო სიმშვიდე.”

45165124hn1

კაცი, რომელიც ვერ სუქდება

გთავაზობთ ადამიანს, რომელიც ვერ სუქდება, ბატონი პერი 59 წლის არის, ესეიგი, ჩემო ძვირფასებო, ამ კაცს შეუძლია ჭამოს რამდენიც უნდა, რაც უნდა და როცა უნდა ხოლო მისი წონდა მაინც უცვლელი დარჩება. როგორც ბატონი პერი იხსენებს ის მსუქანა ბავშვი იყო, ხოლო 12 წლის ასაკში ზუსტად ერთ ღამეში, დაკარგა არანორმალური რაოდენობის წონა, ბევრი გამოკვლევების და ექიმებთან ხშირი სიარულის შემდეგ, რამაც დაახლოვებით რამდენიმე წელი წაიღო ექიმებმა, ბატონ პერის დაავადება სახელად ლიპოდისტროფია დაუმტკიცეს, ამ დაავადებას ექიმები ხუმრობით სიგამხდრის მოყვარულთა ოცნებასაც ეძახიან, საქმე ის არის, რომ ჩვენი ბატონი პერის ორგანიზმი დღის განმავლობაში, არანორმალური რაოდენობით ცხიმს წვავს, უფრო ზუსტად, რომ აგიხსნათ 6-ჯერ უფრო მეტ ცხიმს ვიდრე ჩვენი ორგანიზმი. მოკლედ სასწაული კაცია.

74982253pm3

ადამიანი, რომლიც სიცივეს ვერ გრძნობს.

აბა ზამთარი მოდის ეხლა და რუსეთიც ძალიან განაწყენებულია, ხოდა მოემზადეთ და ამ კაცზე მოიძიეთ ინფორმაცია, გაარკვით ვინ არის რა არის, როგორ არის და ისწავლეთ ამ ტიპისგან, რაღაცეებს მეც გეტყვით და გაგანდობთ. ჰოლანდილეი ვიმ ჰოფი კაცი ლეგენდა, კაცი რეკორდსმენი, კაცი რომელმაც გაცურა გაყინულ ოკეანეში ყინულის ქვეშ, კაცი რომელიც ყინულით სავსე ყუთში ჩაიკეტა, კაცი, რომელიც მყინვარზე შორტებით ავიდა, კაცს რომელსაც მადლიერმა შთამომავლობამ ყინულის კაცი უწოდა. მეცნიერები ნაღადად ვერ ხსნიან იმას, თუ როგორ ახერხებს ეს 48 წლის ჰოლანდიელი ასეთი სიტუაციების ატანას, როცა ნებისმიერი ადამიანი ასეთ ვითარებაში აუცილებლად მოკვდებოდა. მე კიდე ზამთარში უჯეპროთ აივანზე ვერ გავდივარ.

25580596dk5

იჭი რომელიც ვერ იძინებსრეთ ლამბი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი 3 წლის ბავშვია, მაგრამ ეს ბავშვი გაოცდებით და იმყოფება ისეთ სამედიცინო კონდინციაში, სადაც იგი ერთ წამსაც კი ვერ იძინებს, ანუ ბევრი რომ არ აგირიოთ თავ გზა მოკლედ გეტყვით, ბავშვს არ ძინავს… საერთოდ არ ძინავს. შეწუხებულ მშობლებს, ძალიან დიდხანს უტარებიათ რეთი ექიმებთან, მოკლედ საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ბავშვს სჭირს, მეტად უცნაური და იშვიათი დაავადება, რეთის ექიმი ამბობს: ”ტვინი პირდაპირი მნიშვნელობით, შეზრდილია, ზუგრის ტვინთან, რაწ იწვევს კომპრესიას და მაღალ წნევას ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხსისმგებელია ძილზე, მეტყველებაზე და ნერვულ სისტემაზე.”

96131640ek3გოგო რომელიც ალერგიულია წყალზე

კიდევ ერთი საოცარი ადამიანი, ღმერთმა ყვეა დაგვიფაროს ასეთი რამისგან და მოკლედ 19 წლის ეშლი მორისს ალერგია აქვს წყალზე, ყველაფერი ამ გოგოს ცხოვრებაში ისე ცუდად არის, რომ არათუ ბასეინში ცურვა ან ცხელი აბაზანის მიღება არ შეიძლება მისთვის, არამედე, გაოფლიანების შემტხვევაშიც კი მას აუტანელი ქავილი ეწყება ტანზე. ამ ავსტრალიელი გოგოს დაავადები რომლიტაც იქი 14 წლიდან იტანჯება და რაც გულისხმობს საშინელ ალერგიას, ყველანაერ წყალზე, ტემპერატურის და შემედგენლობის მიუხედავად, იმდენად იშვიათია, რომ ექიმებს მისი მკურნალობის გამოცდილებაც არ აქვთ.
72115289np5

გოგო რომელიც მხოლოდ ტიკ-ტაკებით იკვებება

გაიცანით 17 წლიდ ნატალი კუპერი, რომელსაც აქვს უცნაური და ამოუხნსელი დაავაება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას მხოლოდ ტიკ-ტაკეის ჭამა შეუძლია, ყველა დანარჩენი საკვები მას საშინელ ალერგიას აძლევს, პრინციპში ოჯახისთვის მაგარი ადვილი შესანახი იქნება ეს გოგო, წარმოდგინეთ, დღეში მხოლოდ 50 თეთრი თუ რაც ღირს ტიკ-ტაკი არ მახსოვს.

მსგავსი ამბები

Back to top button