კულტურა

აშშ ახალი ტიპის უპილოტო საფრენ აპარატზე მუშაობს

95503f659fc1

ამერიკული კომპანია Laser Motive ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის შექმნას აპირებს….

ამერიკული კომპანია Laser Motive ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის შექმნას აპირებს. აპარატი ელემენტების საშუალებით პირდაპირ ჰაერში აღიდგენს ენერგიას, – იტყობინება LENTA.ru.

უპილოტო აპარატის ენერგიით დატვირთვა სპეციალური ლაზერული აღჭურვილობით მოხდება. ლაზერი დედამიწიდან საფრენ აპარატამდე ენერგიის გამტარი საშუალება იქნება. მისი დახმარებით, საფრენ აპარატს საწვავის ასაღებად მიწაზე დაჯდომა აღარ მოუწევს.

ახალი ტიპის უპილოტო საფრენ აპარატზე დამონტაჟებული იქნება სპეციალური მზის ენერგიის ელემენტები. ისინი მზის ენერგიას ელექტრულად გარდაქმნიან.

უპილოტო თვითმფრინავი ლაზერულ კვების წყაროზე უშუალოდ მიბმული არ იქნება. მათ მხოლოდ დატენვის დროს მოუწევთ ლაზერის მოქმედების ზონაში ყოფნა. ამის გამო საჭირო გახდება ლაზერული მოწყობილობების ქსელის შექმნა, რათა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ყველგან შეძლოს ენერგიის აღდგენა.

ახალმა გამოგონებამ პირველ რიგში სამხედრო სტრუქტურები უნდა დააინტერესოს. ახალი ტიპის უპილოტო აპარატი უხმაუროა და კომპაქტური.

წყარო : ამბები.ჯი

FeL1X

me davibade Chuck Norris_is qveyanaShi

მსგავსი ამბები

Back to top button