არქივი

ამერიკის ინდიელები

c757a3d685ae

ამერიკა არ მიეკუთვნება დედამიწის იმ ტერიტორიათა რიცხვს, სადაც წარმოიშვა კაცობრიობა. პირველად ადამიანები აქ მოვიდნენ 25-30 ათასი წლის წინ. მაშინ ბერინგის სრუტის ადგილას ხმელეთი იყო, რომელიც აერთებდა აზიას ამერიკასთან. ასეთი სახმელეთო გზით გადავიდა აზიიდან ხალხი ამერიკაში.

იქ, სადაც ტუნდრა ესაზღვრება ტყეს, იწყება ინდიელთა სამფლობელოები. ატაპასკებს ეკავათ ჩრდილოეთის ტყეების დასავლეთი ნაწილი, ალგონკინებს კი აღმოსავლეთი. ერთიც და მეორეც იყოფოდა მრავალრიცხოვან ტომებად. ისინი თავს ირჩენდნენ ნადირობით, ფრინველთა რეწვით, მეთევზეობით და საკვებად ვარგისი მცენარეების კრეფით. ჩრდილო ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ ზაიდები, ტლინკები, რომლებმაც შექმნეს მაღალეფექტური თევქჭერის მეურნეობა.

აშშ-ს დღევანდელი ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობდნენ იროკეზები და სხვა ტომები, რომელთა მეურნეობაში ძირითადი იყო მიწათმოქმედება.

დღევანდელი მექსიკის, გვატემალის, ჰონდურასის და სალვადორის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ ის ინდიელები, რომლებიც საკვები მცენარეულობის მოყვანას მისდევდნენ. ინდიელებმა თავისი სახელმწიფოები შექმნეს. ყველაზე ცნობილი იყო მაიას ტომის და აცტეკების სახელმწიფოები. ისინი აშენებდნენ ქალაქებს, ჰქონდათ თავისებური დამწერლობა და მიწათმოქმედების მაღალი კულტურა.

ჩრდილო ამერიკის ინდიელთა ტომების რიცხვი ძალზე შემცირდა. მათი ნაწილი დღემდე იძულებულია რეზერვაციებში იცხოვროს, ზოგი ქალაქში გადასახლდა.

ბევრი მცენარე – კარტოფილი, სიმინდი, კაკაო – ამერიკიდან გატანილი და მთელ მსოფლიოში იქნა გავრცელებული. ამჟამად მექსიკის და ამერიკის სხვა ქვეყნების არქიტექტურაში იგრძნობა ინდიელთა გავლენა. ინდიელთა ხალხი შეადგენს მექსიკის, გვატემალის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

წყარო: viqtorina.ge

მსგავსი ამბები

Back to top button