არქივი

PC ანუ ჩვენი განუყრელი მეგობარი

50133456b67c
ამ პოსტში გაიგებთ ამ ამოუცნობი ,,ყუთის” შესახებ

ჩვეულებრივ პერსონალური კომპიუტერი (PC) არის მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა apple კომპიუტერმა მოდელით  apple II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი აი ბი ემ-მა საკუთარი მოდელით

შემადგენლობა

7882328d02c0

პერსონალური კომპიუტერი შედგება სპეციალური კაბელებით დაკავშირებული რამდენიმე ბლოკისგან. ბლოკების ნომეკლატურა იცვლება, მაგრამ მინიმალური კომპლექტი შედგება სისტემური ბლოკის, მონიტორის და კლავიატურისგან. დამატებით მოწყობილობებს მიეკუთვნება პრინტერი, დამატებითი დამახსოვრების მოწყობილობა და სხვ.

სისტემური ბლოკი (ანუ ,,პროცესორი” ან ,,ტვინი” :D)

a6b1a86696e1

სტაციონალური პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოკი წარმოადგენს კარკასს, რომელშიც განლაგებულია პერსონალური კომპიუტერის კვანძები : ძირითადი(დედა) პლატა, ადაპტერი, კვების ბლოკი,დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა (CD-ROM), ვინჩესტერი, დინამიკი, მართვის ღილაკები, ტაქტური სიხშირის გადამრთველი, ოპერატიული მეხსიერების პლატა, ვიდეო პლატა, ქსელური პლატა,აუდიო პლატა, პროცესორი და სხვა. უკანა მხარეს ჩანს გამთიშველები კაბელების შესაერთებლად. კვების ბლოკის შიგნით აყენებენ ცენტრალურ პროცესორთან დამაკავშირებელ მოწყობილობებს და გაფართოების პლატებს. კარკასი იხურება სახურავით. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული სისტემური ბლოკის სამი ფორმა:

1. Tower (კოშკი)

592e5aec8c80

Tower-ის გაბარიტები დიდია და იგი საშუალებას იძლევა მასში მოთავსდეს დიდი რაოდენობის ბლოკები. ხშირ შემთხვევაში მას იატაკზე დებენ

2. Mini Tower (მინი კოშკი)

8269c92117d6

Mini Tower-ში ძირითადად პლატას ვერტიკალურად აყენებენ, ხოლო მასზე დამაგრებულ პლატებს ჰორიზონტალურად.

3. Desktop(ბრტყელი).

7568af6c59df

Desktop-ში სისტემური ბლოკი ყენდება გარკვეული კუთხით. ძირითადი პლატა ყენდება ჰორიზონტალურად, ხოლო მასში დასაყენებელი პლატები – ვერტიკალურად.

ძირითადი სისტემური პლატა

6d361eb16ae3

ძირითად პლატას უწოდებენ დიდ ნაბეჭდ პლატას. მასზე დაყენებულია პერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები: ცენტრალური მიკროპროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მხარდამჭერი მიკროსქემები, ცენტრალური მაგისტრალი, კონტროლერი და რამოდენიმე გამთიშველი.

მიკროპროცესორი ((ჩვენებურად) ანუ ,, ბირთვი” )

34cfe6700a13

მინიატურული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანაა რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამოდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები, აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები არსებობს.  მიკროპროცესორის მთავარი პარამეტრებია: შესასრულებელ ბრძანებათა ერთობლიობა, თანრიგიანობა და ტაქტიკური სიხშირე. მიკროპროცესორების მთავარი პარამერი ტაქტიკური სიხშირეა. იგი გვიჩვენებს წამში რამდენ ელემენტარულ ოპერაციას-ტაქტს ასრულებს მიკროპროცესორი. ტაქტიკური სიხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი უდრის 106 ჰერცს). თანრიგირნობა გვიჩვენებს, ერთ ტაქტში თუ რამდენ ორობითი თანრიგის დამუშავებას, ან გადაცემას ახორციელებს მიკროპროცესორი, ასევე რამდენი ორობითი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული მიკროპროცესორის ოპერატიული მეხსიერების დამისამართებისათვის. უნდა ავღნიშნოთ, რომ ტაქტიკური სიხშირეპროცესორი მწარმოებლურობის შეფარდებითი მახასიათებელია, იმიტომ რომ პროცესორის სქემური გადაწყვეტების გამო ზოგიერთი პროცესორი ერთ ტაქტში ასრულებს იმდენ ოპერაციას, რომლის შესრულებასაც სხვა პროცესორი ანდომებს რამოდენიმე ტაქტს. გარეგნულად მიკროპროცესორი ოთხკუთხედი პლასმასის ფირფიტაა – 5x5x05 სანტიმეტრის ზომის, 240-მდე ”ფეხებით”. მიკროპროცესორებს გასაციებლად აყენებენ პატარა ვენტილიატორებს, რათა იგი არ გადახურდეს

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ოპერატიული)

2acc6095826f

ინგლისურად RAM რეალუზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის, ან ჩაწერის დრო 60 ნანოწამია (60X10-9წმ). არსებობოს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე, ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ – ერთ მდგომარეობას 0, ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული, ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებასი ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა ავღნიშნოთ რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა გარდა თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეზსიერება). რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან. მაგალიტად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან.

არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64 და AMD -ს ახალ პროცესორებზე 128 KB), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. ძველი თაობის კომპიუტერებში იგი ყენდებოდა სისტემურ პლატაზე, უკვე შესაძლებელია მისი მიკროპროცესორში ჩაყენება

კვების ბლოკი (,,ბლოკ პიტანია” ანუ  ის რასაც ხელოსნები ყველაფერს აბრალებენ windows -ის შემდეგ :boz: )

კვების ბლოკი ცვლად დენს გარდაქმნის დაბალი ძაბვის (12,5ვ) მუდმივ დენად. კვების ბლოკის ელექტრული სქემა უზრუნვეყოფს ბლოკის გამოსავალზე ძაბვის სტაბილურობას ელექტრო ქსელში ძაბვის ცვლილების 180-220ვ ფარგლებში.

დამახსოვრების მოწყობილობები ( ანუ ,,ვინჩესტერი” ან მყარი დისკი)

2c5f9dedfeeb

დამახსოვრების მოწყობილობები გათვალისწინებულნი არიან დიდი მოცულობის ინფორმაციის შესანახად. ”დიდი ტევადობის” ქვეშ იგულისხმება დამახსოვრების მოწყობილობა, რომლის ტევადობა რამოდენიმე ასეულჯერ მეტია ოპერატიულ დამახსოვრების მოწყობილობაზე.

დამახსოვრების მოწყობილობა არის ინფორმაციის დამახსოვრების და დენგამტარების ერთობლიობა. არსებობს ორი სახის ინფორმაციის დამახსოვრების მოწყობილობა: მყარი და მოხსნადი. ამძრავი მოწყობილობა არის ჩაწერის და წაკითხვის მექანიზმის და ელექტრული სქემის ერთობლიობა. მისი კონსტრუქცია განპირობებულია ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლის ტიპით და მოქმედების პრინციპით.

ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი გარეგნულად შეიძლება იყოს დისკის, ან ლენტის(ეს მოწყობილობა აღარ გამოიყენება) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების პრინციპის მიხედვით ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლები იყოფიან მაგნიტურ, მაგნიტოოპტიკურ და ოპტიკურ მატარებლებად. ლენტურ დამახსოვრების მოწყობილობაში გამოიყენებოდა მაგნიტური დამახსოვრების პრინციპი, ხოლო დისკურში კი მაგნიტური, ან მაგნიტოოპტიკური, ან ოპტიკური. ინფორმაციის დისკური დამახსოვრების მატარებელი შეიძლება იყოს მყარი ან დრეკადი.

ინფორმაციის დრეკადი მატარებლის გამოშვება წარმოებს დუსკების, ან ფლოპი დისკების (ვისღა ახსოვს :aaaa: :aaaa:) სახით.ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი წარმოადგენს გარკვეული ზომის სპეციალურ ფირს. იგი დაფარულია სპეციალური ფერომაგნიტური ფენით და მოთავსებულია პლასტმასის კოლოფში.

ადაპტერი

მონაცემების და მმართველი სიგნალების წარმოდგენის ფორმა პერსონალური კომპიუტერის სხვადასხვა მოწყობილობებში განსხვავდებიან. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ცალკეული ფუნქციონალური ბლოკების პრინციპები განსხვავდება. მაგალითად, დისკებიდან წაკითხული ინფორმაცია ელექტრონული იმპულსების თანმიმდევრობაა. მასში ტითოეული იმპულსი ერთი ბიტის მატარებელია. იგივე მონაცემები სისტემურ სალტეზე წარმოდგენილია 32 ერთდროულად გადაცემული იმპულსების კომბინაციით. მოწყობილობის ურთიერთქმედების თავსებადობის უზრუნველყოფა ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით – ადაპტერებით. კონსტრუქციულად ადაპტერი ნაბეჭდი პლატაა, რომელსაც ერთის მხრივ აქვს სტანდარტული გამთიშველი, ხოლო მეორეს მხრივ შესაბამის მოწყობილობასტან დასაკავშირებელი სპეციფიური გამთიშველი. ნაბეჭდ პლატაზე არის მიკროსკოპული და სხვა ელემენტები. უკანასკნელ ხანს ადაპტერისადმი მოთხოვნა მცირდება, იმიტომ რომ ელექტრული სიგნალების გარდამქმნელ ფუნქციებს თვით მოწყობილობის ელექტრონული მართვის სქემები იღებენ თავის თავზე და თავსებადობის გარკვეულ ფუნქციებს სისტემურ პლატაზე დაყენებული მიკროსქემები აკეტებენ. აღნიშნულის მიუხედავად ამჟამად გამოყენებაშია ვიდეოადაპტერები (იგივე ვიდეოკარტები). შეტანა გამოტანის პორტების ადაპტერები, ქსელური ადაპტერები, ხმის ადაპტერები,მოდემები.

ვიდეოადაპტერი (იგივე ,,ვიდეო კარტა” )

ff356aeb7fc6

ვიდეოადაპტერი ეკრანზე გამოსასახ ინფორმაციას გარდაქმნის ვიდეოსიგნალად. ვიდეოადაპტერი თავსდება სისტემურ ბლოკში. რაში მდგომარეობს გარდაქმნის არსი? ცნობილია, რომ მონიტორზე, ტელევიზორზე გამოსახულება წარმოადგენს წერტილების ერთობლიობას. წერტილების ფორმირება ელექტრული სხვით იქმნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური გაშლის წყალობით, სხივის ტრაექტორია რამდენიმე ასეულ ჰორიზონტალურ ხაზს ქმნის. ელექტრონული სხივის ინტენსივობის მართვით მიიღწევა წერტილის სიკაშკაშე. ამრიგად, ეკრანზე გამოსახულების მისაღებად საჭიროა შესაბამისი წესით განხორციელდეს ელექტრონული სხივის მოდელირება. ამ ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში დასამახსოვრებელ სიმბოლოთა შესაბამისი კოდების გარდაქმნა ვიდეო სიგნალებად.

აღსანიშნავია, რომ მონიტორის ეკრანზე გამოსახულების აღდგენა უნდა განხორციელდეს წამში 25-30 კადრის სიჩქარით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ამ პროცესმა რომ ხელი არ შეუშალოს ცენტრალური პროცესორის მუშაობას, ეკრანზე გამოსატანი ინფორმაცია ინახება სპეციალურ მეხსიერებაში – ვიდეომეხსიერებაში.

კონსტრუქციულად ეს რეალიზებულია ძირითად მეხსიერებასი გარკვეული უბნის გამოყოფით, ან მეხსიერებაში სპეციალური მიკროსქემის ჩართვით. ეკრანზე გამოსასახავი ფერების რაოდენობის და გარჩევადობის გაზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები ვიდეომეხსიერების მიმართ.

ამჟამად ვიდეომეხსიერების რამოდენიმე სტანდარტია. თანამედროვე პლატები თავსდება ადრე გამოშვებულ პლატებთან, ე.ი. ადაპტერს, რომელსაც შეუძლია იმუშავოს 1280×1024 რაოდენობის პიქსელებთან, შეუძლია აღადგინოს უფრო დაბალი გარჩევადობით ჩაწერილი ინფორმაციაც.

ქსელური პლატა ( იგივე ,,ქსელის კარტა”  კომპიუტერის მთავარი არტერია და მისი არსებობის აზრი :yes: :yes: )

004fcf10552a

ეს ადაპტერი გათვალისწინებულია პერსონალური კომპიუტერის დასაკავშირებლად მონაცემების გადაცემის ფიზიკურ არხებთან. მაგალითად, კოაქსიაურ კაბელებთან. იგი ახორციელებს მონაცემების გადაგზავნას ორივე მიმართულებით: პირველი: არხიდან სიგნალის მიღება, კომპიუტერის სალტეზე მისი გადაცემა; მეორე: მონაცემების მიღება კომპიუტერიდან და გადაცემა არხში. ამავე დროს ქსელური პლატა ახორციელებს გადაცემულ შეტყობინებების სტრუქტურის გარდაქმნას სტანდარტის მიხედვით.

მონიტორი (ერთადერთი სიტყვა რომელსაც არ ჭირდება ,, და “)

6f47f2a8ccb6

მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. არსებობს ფერადი და შავთეთრი(მონოქრონული) მონიტორები. მათ შეუძლიათ იმუშავონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში.

ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბებად(ხშირად 80 სიმბოლოს სიგრძის 25 სტრიქონად). ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნებიან ასოები, ციფრები და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთი და იგივე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა ”მონიტორის გარჩევადობაა 800×600” ნიშნავს რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი(პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოკარტაზე.

არსებობს ორი ტიპის მონიტორი: თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას.

უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ეს საშუალებას აძლევა მომხმარებელს დააყენოთ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისატვის საჭირო ელქტრული სქემებია.

თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ აპარალურული მეტოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობასი მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს – ჯერ ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის ე.წ. ”ლოდინის”(თვლემის, ძილის) რეჟიმში.

კლავიატურა (ანუ ბლოგერის როიალი :D)

cce49e9943fe

კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.

კლავიატურა სტანდარტიზებულია: იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან (ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამოდენიმე ჯგუფებად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშსნულებაა-ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით. ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.

მანიპულატორები (ანუ “თაგვები”)

d6bf20a8c0aa

კომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმარტულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასტან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით ”თაგვი” (Mouse) და ”ტრეკბოლი”. ტრეკბოლი ნაკებადაა გავრცელებული. თაგვი წარმოადგენს პლასმასის პატარა კოლოფს. თაგვის მდებარეობა ეკრანზე პატარა ისრითაა აღნისნული. ისრის გადასაადგილებლად საკმარისია გადავაადგილოტ თაგვი სიბრტყეზე.

თაგვს ორი ღილაკი აქვს(ემატება მულტიმედია თაგვების ღილაკები). ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერს მიეცემა ბრძანებები. თაგვი მანქანას უერთდება კაბელით, COM1 გამთიშველით, ან COM2 შეტანა – გამოტანის ადაპტერით (COm თაგვები უკვე მოძველდა, ახლა უკვე ხმარებასია ლაზერული, და ოპტიკური თაგვები).

არსებობს თაგვის ორი სახეობა: ბურთულიანიდა ოპტიკური.

კომპაქტ დისკების მოწყობილობები (CD, DVD)

b156c2747e04

1996 წლიდან ფართო გავრცელება პოვეს კომპაქტური დისკებმა (CD-ROM). დისკის ტევადობა 700 მეგაბაიტია. მასზე ჩაწერილი ინფორმაცია იკითხება დიდი სიჩქარით. ისინი მოხერხებულნი არიან დიდი ინფორმაციის გასავრცელებლად.ბაზარზე გავრცელებულია შემდეგი ტიპისი კომპაქტური დისკები და მისი წამკითხველები : CD-R,CD-RW,DVD-R,DVD-RW.
CD-R მოწყობილება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მისი მრავალჯერ წაკითხვა, ასევე ეს მოწყობილობა კითხულობს, RW დისკებსაც. R დისკზე შესაძლებელია ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ ჩაწერა.
CR-RW მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს ჩავწერით და წავიკითხოთ R და RW დისკებიდან. RW დისკზე ინფორმაციის მრავალჯერ ჩაწერა წაშლაა შესაძლებელი.
DVD-R – CD-R-ის ანალოგიურია მხოლოდ ერთი განსვავებით რომ DVD დისკებზე ეტევა გაცილებით მეტი ინფორმაცია ვიდრე R დისკებზე, მასზე R დისკის ანალოგიურად მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი ინფორმაციის ჩაწერა. DVD დისკების 2 სტანდარტი არსებობს DVD-R და DVD+R. DVD დისკზე ეტევა 4.5 გბ ინფორმაცია, DVD დისკები შესაძლოა იყოს ორშრიანი, ორმხრიანი (როგორც ძველი ფირფიტები) და ორმხრიან ორშრიანი. შესავამისად ორშრიანზე ან ორმხრიანზე ეტევა ორჯერ მეტი იბნფორმაცია ვიდრე ჩოულებრივ დისკზე, ანუ 9 გბ-მდე. ხოლო ორშრიან ორმხრიანზე 17გბ.
DVD-RW (ან DVD+RW) – CD-RW-ს ანალოგიურად მრავალჯერადი ჩაწერის DVD დისკებია.

უწყვეტი კვების ბლოკი(ანუ UPS)

b156c2747e04

გარე მოწყობილობას მიეკუთვნება უწყვეტი კვების ბლოკი (UPS). მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს პერსონალური კომპიუტერის კვება ელექტროენერგიის შეფერხებისას. უწყვეტი კვების ბლოკში შედის აკუმულატორი. იგი უზრუნველყოფს ქსელში ელექტროენერგიის გამოთიშვისას კომპიუტერის კვებას გარკვეული დროის განმავლობაში.

უწყვეტი კვების ბლოკის ერთერთი ძირითადი ფუნქციაა, მიუხედავად ცვლილებისა შემავალი ძაბვის ისე რეგულირება, რომ გამომავალი ძაბვა იყოს მუდმივად 220 ვ და ასევე გამომავალი სიხშირე იყოს 50 ჰც. მართვის სხვადასხვა ავტომატიზაციის დონით ზოგიერთი უწყვეტი ბლოკი იძლევა სიგნალს კვების შეწყვეტის შესახებ, რომლის საფუძველზე კომპიუტერსი გაეშვება პროგრამა. პროგრამა ავტომატურად წყვეტს მანქანის მუშაობას და თიშავს მას.

_______________________________________THE_____END________________________________________

ხო მართლა ეს ჩემი პირველი პოსტია და ძაან ნუ გამასამართლებთ

წყარო: wikipedia და google

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button