გართობაუცნაური

ყინულქვეშა დაივინგი

ca83958f9a38
ადრენალინის “გამოთავისუფლება” ბევრი გზით მიიღწევა.ერთ-ერთი ასეთი გზაა ექსტრიმი.ამ სტატიაში სწორედ ერთ სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ გატაცებაზე იქნება საუბარი.

გაყინული ტბები,მდინარეები ყოველთვის იქცევდა მყვინთავების(დაივერების) განსაკუთრებულ ყურადღებას.მათ უჩნდებოდათ სურვილი მოყინულ წყლებში “ჩაძირვისა” თუმცა მათი აკვალანგები და სხვა აღჭურვილობა არ იძლეობდა ამის შესაძლებლობას.ეს იყო მეოცე საუკუნის შუა ხანებში.
მეოცე საუკუნის 60-70 იან წლებში გარკვეული წინსვლა შეინიშნება,შედარებით დაიხვეწა ყვინთვის(დაივინგის) მოწყობილობები.სწორედ ამ წლებში მოეწყო პირველი ყინულქვეშა ყვინთვა და ამ მცდელობამ წარმატებით ჩაიარა.
მიუხედავად წარმატებისა მაინც გამოაშკარავდა საშიშროება,რომელიც შეიძლება საბოლოოდ მყვინთავის სიკვდილით დასრულებულიყო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე გეტყვით რომ ეს ექსტრემალური გატაცება ცნობილია აის დაივინგის ანუ ყინულქვესა ყვინთვის სახელით.

აის დაივინგის პიონერები

bd253b24e28e

dbae6e401d4b

ეხლა გადავხედოთ თუ რა სიძნელეებს აწყდებიან მყვინთავები ამ დროს და რა დამცავი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული.

სიძნელეები

-დაბალი ტემპერატურა (-1 დან -5 გრადუსამდე);
-შეზღუდული ხედვა;
-სწრაფი მანევრირების შეუძლებლობა;
-სწრაფი გამოფიტვა.

აუცილებელი აღჭურვილობა

-თერმორეგულატორები,რომელიც სხეულს უნარჩუნებს ჩვეულებრივ ტემპერატურას;
-სპეციალური კოსტუმები,რომელიც ასევე იცავს სხეულს;
-სხვადასხვა დამცავი ჩაფხუტები და ნიღბები;
-ასევე ჩვეულებრივი ან სპეციალიზებული ჟანგბადის ბალონი და სხვა აღჭურვილობა.

სანამ მყვინთავი წყალს მიაშურებს,მანამდე სპეციალურად იჭრება ყინულის ზედაპირი და კეთდება ყვინთვისათვის საწყისი პოზიცია.აუცილებელია მყვინთავებს ჰყავდეთ მომზადებული გუნდი,გუნდის ერთი წევრი ყოველთვის ზედაპირზე რჩება და მუდმივი კონტაქტი აქვს მყვინთან და რაიმე ფორს-მაჟორის დროს მან აუცილებლად უნდა გააკეთოს ყველაფერი უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
ყვინთვას ახორციელებს ნებისმიერი რაოდენობის დაივერი,თუმცა ზედაპირზე ერთი ადამიანი ყოველთვის რჩება.

აის დაივინგი არა მხოლოდ უბრალო გატაცებაა,არამედ გამოიყენება ასევე სამეცნიერო მიზნებისათვის.აის დაივერების დახმარებით არაერთი გაყინული ტბის შესწავლა მოხერხდა.

5f2bd5d14457

90d337eeff7f

130bbac947cb

46aca0392eba

508db4a19085

b7c5f693a2c2

86ef4e3902a3

2dc01b714f7c

7edfc539ee4f

d09d643b395e

7ab226e401a6

b684966b9848

b93574342599

f9d72c4d3439

Don Mindia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button