არქივი

უცნაური ობობები

ecb8f6e90ddb

წარმოგიდგენთ უცნაური გარეგნობის მქონე 10 ობობას :lol2:

Bird dung crab spider

004586ea62ee

ამ ობობას კამუფლაჟის საოცარი უნარი აქვს. მისი სხეული დაფარულია ლაქებით და მეჭეჭებით, რომელიც მას ფრინველების ექსკრემენტის შესახედაობას აძლევს. ამ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს მაშინ, როცა თეთრი აბლაბუდის ძაფს იხვევს გარშემო. ამას ემატება ის ფაქტი, რომ სუნიც ექსკრემენტის აქვს. შედეგად, ეს ობობა ნაკლებ მიმზიდველია მტაცებლებისთვის და პირველი მტერია ექსკრემენტის მოყვარული მწერებისთვის. ბინადრობს აზიაში, ინდოეთიდან იაპონიამდე.

Argyrodes colubrinus

341a8a014d63

ცნობილი როგორც “მათრახი-ობობა”, ბინადრობს ავსტრალიაში. მას აქვს გრძელი და წვრილი მუცლის ღრუ, რომელიც გველს მიუგავს. შორიდან ობობის ქსელზე ჩამოკიდებულ ტოტს მიაგავს, ამიტომ მტაცებელი ჩიტებისთვის უინტერესოა, ხოლო მსხვერპლისთვის ერთი შეხედვით ნაკლებად საშიში რამ. “მათრახი-ობობა” იგივე ოჯახს ეკუთვნის, რომელსაც “შავი ქვრივი”. უცნობია, რამდენად საშიშია მისი შხამი, თუმცა ეს სახეობა უვნებლადაა მიჩნეული მშვიდი ბუნებისა და პატარა ეშვების გამო.

Scorpion-tailed spider

b434e8c959b3

ეს სახელი იმიტომ ეწოდათ, რომ მდედრებს გრძელი მუცლის ღრუ აქვთ და შორიდან მორიელის კუდს მიაგავს. მამრები კი უკუდონი არიან, ზომაშიც პატარები და უფრო მეტად ჰგვანან ტრადიციულ ობობებს. ბინადრობენ ავსტრალიაში და ადამიანისთვის უხიფათო არსებებად მიიჩნევიან. თითოეულ მდედრ ობობას თავისი ქსელი აქვს და სხვა მდედრის ქსელში არასდროს გადადის.

Bagheera kiplingi

ecb8f6e90ddb

Bagheera ეწოდა რედიარდ კიპლინგის “ჯუნგლების წიგნის” პერსონაჟის, შავი ავაზას სახელის (ბაგირა) მიხედვით, kiplingi კი თავად ავტორის პატივსაცემად. მას გარეგნობა მართლაც მიუგავს ავაზას, რაც ხტუნია ობობებისთვის დამახასიათებელია. თუმცა სხვა ხტუნია ობობებისგან განსხვავებით, ბაგირა კიპლინგი ვეგეტარიანელია – მისი ძირითადი საკვები აკაციის კვირტები და წვენია. ის მხოლოდ მაშინ დახტუნავს, როცა აკაციის მცველი აგრესიული ჭიანჭველებისგან თავის დაცვა და გაქცევა უწევს. იშვიათად, ეს ობობები უარს არ ამბობენ ჭიანჭველების მატლებზე, ხოლო თუ ძალიან შიათ, თანამოძმეებზეც.

Assassin spider

af7ae350c37f

ბინადრობენ მადაგასკარში, ასევე აფრიკისა და ავსტრალიის ტერიტორიაზე. აქვთ გრძელი კისერი, რომელიც მათ უზარმაზარ ყბებს იჭერს. სახელიდან გამომდინარე, ისინი სხვა ობობებით იკვებებიან. საშიში გარეგნობის და აგრესიული ქცევის მიუხედავად, ადამიანს არაფერს ვნებენ. საინტერესო ფაქტია, რომ ეს არსებები დინოზავრების პერიოდიდან მოდიან.

Argyroneta aquatica

dbd96d75827f

ასევე ცნობილი როგორ წყლის ობობა. ის არის ერთადერთი ობობა, რომელიც მთელ ცხოვრებას წყალში ატარებს. ბინადრობს ევროპაში, აზიაში, დიდი ბრიტანეთიდან ციმბირამდე. ცხოვრობს ტბებსა და გუბურებში. იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ წყლიდან ჟანგბადს ვერ იღებს, წყლის ობობა აკეთებს ბუდეს, რომელსაც ავსებს მის ბუსუსებზე არსებული ჰაერის ბუშტებით. ძირითად დროს სწორედ ამ ბუდეში ატარებს და მაშინ გამოდის გარეთ, როცა ჰაერი ილევა. იკვებება წყლის პატარა არსებებით, იშვიათად თავკომბალებითა და პატარა თევზებით.

Spiny Orb Weaver

8098ff4f2964

ეს რქიანი ობობები ბინადრობენ დედამიწის ყველა კუთხეში და საოცრად უხიფათონი არიან. ძირითადად ბაღებში და სახლების სიახლოვეს იკეთებენ ბუდეს. რქები და ამობურცული ადგილები ზურგზე ფრინველების დასაბნევადაა. ქსელის კუთხეებში პატარა “დროშებს” აკეთებენ, რათა ჩიტებმა შორიდანვე შენიშნონ და გვერდი აუქციონ.

Maratus volans

fbbcf7520e78

კიდევ ერთი ავსტრალიური სახეობა. ასევე ცნობილი როგორც “ფარშევანგი ობობა”, რაც მამრების ჭრელი ზურგიდან გამომდინარე შეარქვეს. ფარშევანგების მსგავსად ეს ობობებიც ფერადი ზურგის თამაშით იქცევენ პარტნიორების ყურადღებას (ამ სახეობის ობობებს საკმაოდ მახვილი მზერა აქვთ). თუ ეს არ ჭრის, უკანა ფეხების ვიბრაციასაც იწყებენ.

Myrmarachne plataleoides

a0d897972370

ეს არსება საოცარი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს გარეგნობა მტაცებლისგან თავის ასარიდებლად. ამ შემთხვევაში, ხტუნია ობობა ჭიანჭველას ემსგავსება. მისი ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია, რადგან ორი სახის შხამს გამოიმუშავებს და კბენისას ორივეს უშვებს ჭრილობაში. ნაკბენის ეფექტი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. მას ერიდება ბევრი ფრინველი, რეპტილია და ამფიბიებიც კი. გაგიკვირდებათ და ჩვეულებრივ ეს ობობები მორცხვები არიან. სხეულის წინა მხარე თითქმის ზუსტი ასლია ჭიანჭველის სახისა და გულ-მკერდისა. ორი შავი ლაქა თვალების ილუზიას ქმნის. წინა ორი ფეხი ისეა, თითქოს თავიდან გამოზრდილი ანტენებია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ 6 ფეხი აქვს. ბინადრობს ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

Happy face spider

b74faba155e9

ეს ობობა რეალურად არსებობს და “შავი ქვრივის” ახლო ნათესავია. ბინადრობს ჰავაიზე, სადაც “nananana makaki’i”-ს ეძახიან. ადამიანისთვის საერთოდ არაა საშიში. სხეულის უკანა ნაწილი ხშირად მომღიმარ სახეს გავს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ჩაფიქრებულ, მოღუშულ ან მყვირალა სახეს ჩამოგავს. მისი გავრცელების არეალი თანდათანობით იკლებს, რის გამოც ამ არსებას გადაშენების საფრთხე ემუქრება.

მსგავსი ამბები

Back to top button