გართობაკულტურა

Toshiba, Nintendo, Dell

a4cf20a54f2a

კომპანია Dell-მა წარმოადგინა პორტატული კომპიუტერი Alienware M14x.

სათამაშო ნოუთბუქს გააჩნია Intel-ის Core i7-ის სერიის პროცესორი, მოდელი 2820QM ტაქტური სიხშირით 2,3 გჰც.

ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; შესაძლებელია მყარი დისკის დაყენება მოცულობით 750 გბ-მდე.

14-დიუმიან დისპლეის აქვს 1366×768 ან 1600×900 პიქსელი გარჩევადობა მოდიფიკაციის შესაბამისად.

ვიდეოსისტემა ბაზირდება GeForce GT 555M-ის დისკრეტულ გრაფიკულ ამაჩქარებელბზე 1,5 ან 3 გბ მეხსიერებით. გათვალისწინებულია D-Sub, HDMI და Mini DisplayPort შესაერთებლები გამოსახულების მონიტორზე ან ტელევიზორზე გადმოსაცემად.

სიახლის არსენალში შედის: 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, Wi-Fi ადაპტერი, შესაძლებელია WirelessHD მოდულის დაყენება, Bluetooth 3.0, 3G ან 4G (LTE ან WiMAX). ნოუთბუქის ზომები — 337×258×38 მმ, წონა— 2,92 გ. ავტომატური მუშაობის დრო აღწევს ექვს საათამდე.

Windows 7-ის ოპერაციულ სისტემასთან ერთად კომპიუტერის ღირებულა შეადგენს 1 200

2a6f4b4e6532

ივლისის მიწურულს, კორპორაცია Toshiba იწყებს პორტატული კომპიუტერის Dynabook Qosmio T851/D8CR-ის გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

სიახლე გახდა მსოფლიოში პირველი ნოუთბუქი, რომელზეც შესაძლებელია 3D-გამოსახულების ყურება სპეციალური სათვალეების გარეშე 2D-სურათთან ერთად ( სხვადასხვა ფანჯარაში).

ლეპტოპის სხვა განსაკუთრებულობა — ჩაშენებული მიკროპროცესორი SpursEngine, რომელიც არის ოთხ ბირთვიან Synergistic Processing Element-ის (SPE) ბაზაზე . ეს ჩიპი უზრუნველყოფს რეალურ დროში ორგანზომილებიანი გამოსახულების გარდაქმნას სტერეოსკოპურ რეჟიმში.

ნოუთბუქს გააჩნია პროცესორი Core i5-2410M ტაქტური სიხშირით 2,3 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა — 750 გბ. მოწყობილობას აქვს Blu-ray გამშვები, ქსელის კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n), Bluetooth 3.0, TV-ტუნერი, USB 3.0 პორტი და ასევე HDMI ინტერფეისი.

15,6-დიუმიანი დისპლეი აღჭურვილია შუქდიოდური გაელვებით და Full HD გარჩევადობით (1920×1080 პიქსელი); გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს 1 გბ-ანი GeForce GT 540M-ის ამაჩქარებელი. ოპერაციული სისტემა — Windows 7 Home Premium.

მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

051eb6061c6b

ვებ–წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nintendo–მ, შესაძლოა, E3 2011–ის (7–9 ივნისი, ლოს–ანჯელესი, ა.შ.შ) ჩვენებაზე ახალ სათამაშო კონსოლს წარმოადგენს, რომელიც Wii–ს ჩაანაცვლებს.

როგორც ცნობილი გახდა, სიახლის მწარმოებლობა გაუტოლდება ან შესაძლოა გაასწოროს კიდევაც კონსოლ Xbox 360–სა და PlayStation 3–ს. გავრცელებული ჭორის თანახმად, მომავალ Nintendo-კონსოლს ექნება 1080р–ს (1920×1080 პიქსელი) მხარდაჭერა და მიიღებს HDMI–ს ციფრულ ინტერფეისს.

ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიახლეს ექნება 3D–კონტენტის მხარდაჭერა.

Nintendo–ს ახალი თაობის კონსოლების რელიზი, სავარაუდოდ, 2012–წლის მეორე ნახევარში შედგება.

თუ გინდათ კიდევ დავდებ ხოლმე ტექნიკურ სიახლეებს ;)

წყაროhi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button