გასართობისაკითხავისასარგებლო

მამაკაცები და მათთან ბრძოლის ხერხები

458d9a86d455

მორიგი სტატია,ეხება მარტოხელა მამაკაცებს. თუ გინდა, რომ კარგად გაიცნო ისინი და თანაც დაიპყრო მათი გულები, მაშინ აუცილებლად წაიკითხე.

“გჯეროდეს წარმატების! თუ ქალი, ინიციატივას იჩენს, ურთიერთობების 20% მენდელსონის ვალსის ხმით მთავრდება”

ნამდვილი მარტოხელა მამაკაცი ყოველთვის..ხაზს უსვამს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ არის მარტოხელა. გიჟებიც იძახიან, რომ არ არიან გიჟები..იცის საჭმელების კეთება, შეუძლია შეაფასოს კარგად გაკეთებული საჭმელი და ზუსტად იცის, სად მოიპოვოს ის.თვლის, რომ გარშემომყოფებს – ქალებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს – სურთ ჩამოართვან “მარტოხელას” სტატუსი და ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ.

ნამდვილი მარტოხელა მამაკაცი, არასოდეს..

არ იძლევა დაპირებებს და არ საუბრობს სიყვარულზე. ეს ძალიან დიდ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული.. ხომ გესმით..

არ სთავაზობს არავის, პირველივე ღამის შემდეგ მასთან გადასვლას. თან ამას არ აკეთებს არც მეხუთე, მეოცე და მეასე ღამის შემდეგაც. პანიკურად ეშინია მის სახლში დარჩენილი ნივთების: სავარცხლის, პომადის და ჩვეულებრივი თმის ლაქის.

არ აცნობს მშობლებს თავის გოგონას, სანამ გოგონა არ მოითხოვს ამას. მაგრამ შეიძლება არც ამის შემდეგაც გააცნოს.

ვერ აიტანს თუ გოგონა სახლს დაულაგებს, მტვერს გადაუწმენდს ან სკამს გადააადგილებს მაგალითად ფანჯრისკენ. ამის უფლება ვინ მისცა???

და მაინც.. რატომ არ მოჰყავს ცოლი???

ჰგონია რომ ვერ გაუმკლავდება სიტუაციას. ბევრი მარტოხელა მამაკაცი, ჰიპერაქტიური ადამიანები არიან. თანხმდებიან ქორწინებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ადვილია განქორწინება. “სიტუაციასთან გამკლავება” არ ნიშნავს კითხვის მატერიალურ მხარეს. ხშირად ეს შიში ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ეტლი – გოგრად გადაიქცეს, მზეთუნახავი – ურჩხულად, თვითონ კი იმედგაცრუებული დარჩეს.

რა უნდა ვქნათ? -აჩვენეთ თავი სახლის ფორმაში – ნამძინარავები, ბუნებრივი, მაკიაჟის გარეშე.

ცხოვრობს ილუზიებით. ანუ ეძებს თავის “საოცნებო გოგონას”, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამიტომაც არ სურს სერიოზილი ურთიერთობების დაწყება, იქნებ შეხვდეს საოცნებო თუ არა, მიმსგავსებული მაინც.. თქვენზე რაღაცით მეტი.. დაგაწყნარებთ და გეტყვით, რომ ის მიმსგავსებულს მაინც თუ იპოვის, მაინც გააგრძელებს ძებნას და მასაც არ მოიყვანს ცოლად.

რა უნდა ვქნათ? – უნდა მოძებნოთ სხვა, ან კარგი ფსიქოლოგი საკუთარი თავისთვის და მისთვის.

ეშინია ცვლილებების

არ სჯერა, რომ ძიძლება არსებობდეს ბედნიერი ქორწინება. მაგალითად მოჰყავს თავისი ოჯახის, მეგობრების და ნაცნობების მაგალითები. აქვთ საყვარელი გამონათქვამი: “რა საჭიროა ცვლილებები, თუ ისედაც ყველაფერი კარგადაა”.

რა უნდა ვქნათ? შესთავაზეთ ცდა. მეცნიერული მიღწევების უმეტესობა ხომ ცდების შედეგია!

ის არასწორად აღზრდის მსხვერპლია. ძალიან ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანი არიან ოჯახზე დამოკიდებულნი, ყველაზე ხშირად კი – დედაზე, რომელიც ხელს უშლის გახრდაში და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

რა უნდა ვქნათ? უნდა დავიცადოთ სანამ საყვარელი ადამიანი გაიზრდება (და შეიძლება ეს არც არასდროს მოხდეს). ყველაზე კარგი ვარიანტი კი ფსიქოლოგთან წაყვანაა.
“არასოდესზე” ბრძოლა

არასოდეს იყოთ დაღლილი – არაჯანმრთელი და დეპრესიული ქალები არ მოსწონთ კაცებს, იმიტომ ,რომ როდესაც გვარის გამგრძელებელზე მიდგება საქმე, მაშინვე მამაკაცის ქვეცნობიერება ირთვება.

ნუ იქნებით უკარება – გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეს აშინებს მამაკაცების 70%-ს, რადგან ეშინიათ უარის მიღების და ტკივილის.

ნუ გაუკეთებთ საჭმელს – თუ ამას თვითონ არ გთხოვთ. შეიძლება მას ის სულაც არ უყვარდეს, რაც თქვენ. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ მამაკაცების 30% ქალზე უკეთ ამზადებს საჭმელს.

ნუ მისცემთ ეჭვიანობის საბაბს. თუ ეჭვიანია: ყოველთვის გქონდეთ გასამართლებელი საბუთი, ნუ დაიგვიანებთ და ყოველთვის გქონდეთ მობილურის აკუმულატორი დატვირთული. ხშირად შეეხეთ, რაც ნიშნავს – შენ ჩემი ხარ!

ნუ მოითხოვთ საჩუქრებს – ხუმრობითაც კი.. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ბევრ მამაკაცს ცოლი არ მოჰყავს იმის გამო, რომ ეშინიათ ცოლების მატერიალური მადის.

არ უთვალთვალოთ და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. 9-დან მხოლოდ 1 სიყვარულია ორმხრივი. მამაკაცებს ჭირდებათ დრო, იმისათვის რომ გაერკვიონ გრძნობებში.

არ მოატყუოთ. ყველაზე სწორი გზაა – ნდობის მოპოვება.

იდეალური საცოლე – როგორი უნდა იყო, რომ მოხიბლო მარტოხელა მამაკაცი?

უსაზღვროდ მომთმენი. ყოველი პირველი მამაკაცი – ინტიმოფობია, ანუ ძალიან ეშინია ქალთან სულიერი სიახლოვის. მიგიწევთ მისი მკურნალობა… ფსიქოლოგები გვარიგებენ: ყოველთვის როცა რამე კარგს აკეთებს, უნდა გააჩერო და უთხრა, რომ ის ძალიან საყვარელია და შენ მისით აღფრთოვანებული ხარ.

ჭკვიანი და კეთილი და მხოლოდ ამის შემდეგ – ლამაზი. მამაკაცების მხოლოდ 30% აქცევს სილამაზეს ყურადღებას, ხოლო ყველა დანარჩენს სურს ყოველ დილით აღმოაჩინოს მის გვერდში “ღრმა შინაგანი სამყარო”.

მისი ასლი. ყველაზე ხშირად სურთ ჰყავდეთ თავისი თავის აპდეით ვერსია. სამწუხარო ისაა, რომ ეს ძალიან შორსაა რეალობისგან. თქვენ გაქვთ დავალება: გაიგოთ როგორია თქვენი რჩეული, თავის თავს როგორ ადამიანად ხედავს – მას ხომ სურს რომ ზუსტად ისეთად გხედავდეთ თქვენ..

დამოუკიდებელი და პრაქტიკული. თუ მას არ შეუძლია ფულის გამომუშავება, მაშინ თქვენ მოგიწევთ ხარჯვა. უნდა გამოიცნო მისი სურვილებიდა მომენტალურად აუსრულო.

გახსნილი და გაგებული. მოგიწევს შენი თავის ჩვენება და რაც მთავარია თავიდანვე არ ატყუო. ამ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე ნიღბის ტარება მოგიწევს ან ტყუილში გამოგიჭერენ და მაშინვე მიგატოვებენ.

მხიარული. მხიარული ქალბატონები იზიდავენ მამაკაცებს, იმიტომ რომ იგრძნონ სიცოცხლე, ინტელექტი და ოპტიმალური განწყობა. ზუსტად ესაა მხიარულება..

მოგეწონა??? არ დაგავიწყდეს კომენტარის დატოვება. მე თქვენ კიდევ ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ :D

წყარო: meloholica.wordpress.com

D1to

Loading...

მსგავსი ამბები

Back to top button