საკითხავისასარგებლო

გამარჯვების დღე

3c01b5e4bafd
დღეს გამარჯვების დღეა

1945 წლის აპრილში საბჭოთა წითელი არმია ბერლინის მისადგომებშია.გერმანიის არმია დაქსაქსულია და ბერლინი სრულმა ქაოსმა მოიცვა.აპრილის შუა რიცხვებში წითელმა არმიამ გაარღვია გერმანელთა თავდაცვითი ზღუდეები და ბერლინში შეიჭრა.
29 აპრილს იმართება ბრძოლა რაიხსტაგის შენობის მიდამოებში,შენობას ათასამდე გერმანელი სამხედრო იცავდა თუმცა მათ ვერაფერი მოახერხეს და დათმეს რაიხსტაგი.

1945 წლის 1 მაისს ბერლინში ახლად შექმნილ საბჭოთა სამმართველო პუნქტში მიიყვანეს გერმანელი გენერალი კრებსი,ის მოითხოვდა მოლაპარაკების დაწყებას,თუმცა სტალინმა მხოლოდ ერთი ბრძანება გასცა-გერმანიის უპირობო კაპიტულაცია.კრებს გადასცეს შემდეგი პირობა-თუ 10 საათამდე არ იქნებოდა შესრულებული სტალინის მოთხოვნა,საბჭოთა არმია პირწმინდად გაანადგურებდა გერმანიის ისეც განადგურებულ არმიას.
გავიდა რამდენიმე სათი,ულტიმატუმის პირობები კი არ შესრულდა.წითელმა არმიამ ბოლო შეტევა დაიწყო ბერლინის კანცელარიის შენობასთან გამაგრებული ვერმახტის ნაწილების წინააღმდეგ.2 მაისისათვის ბერლინის კანცელარიის შენობა დაიკავეს საბჭოთა ჯარისკაცებმა.

2 მაისს 1:50 სთ_ზე გერმანიის პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის(1945 წლის 1 მაისს 22 საათზე გებელსმა და მისმა მეუღლემ ჯერ შვილებს დაალევინეს საწამლავი ციანიდის მჟავა და შემდეგ თავიც მოიკლეს) მოადგილე ფრიჩემ საბჭოთა ბერლინის შტაბს მოსთხოვა,რომ მისთვის ნება მიეცათ რადიოთი გამოსვლის,ის აპირებდა დარჩენილი ვერმახტის წევრებისთვის მოეწოდებინა იარაღის დაყრა.
მას ნება დართეს და შედეგიც მალევე მიიღეს,ბერლინის გარნიზონის 134 ათასმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა და საბჭოთა ხელისუფლებას ჩაბარდა.

7 მაისს 2:14 წუთზე რეიმსში ხელი მოეწერა გერმანიის უპირობო კაპიტულაციას.კაპიტულაციის დოკუმენტს გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა გენერალმა იოდლმა,საბჭოთა მხრიდან კი ივან სუსლოპაროვმა.ასევე მსგავს დოკუმენტს ხელი მოსკოვშიც მოეწერა 9 მაისს.

კაპიტულაცია

46ad3b2a7ed9

25bc657b31e3

61959832e0cf

მინაწერები რაიხსტაგის კედლებზე

185cedd6fea4

კაპიტულაციის ტექსტი საბჭოტა კავშირის ცენტრალური რადიო საშუალებით წაიკითხა ცნობილმა საბჭოთა კორესპონდენტმა იური ლევიტანმა და ხალხს აუწყა ომის დამთავრების შესახებ.

http://www.youtube.com/watch?v=R8Sqr1mjhbU&feature=related

ბერლინის ოპერაციაში სულ მონაწილეობდა 2 მილიონი ოფიცერი და ჯარისკაცი,6 250 ტანკი და თვითმავალი მანქანა,41 600 ერთეული საარტილერიო დანადგარი,7500 თვითმფრინავი.
საბჭოთა მხრიდან ამ ოპერაციაში დაიღუპა 80 000მდე ადამიანი.

1945 წლის 24 ივნისს მოსკოვში წითელ მოედანზე ჩატარდა აღლუმი.აღლუმი ჩაიბარა ცნობილმა საბჭოთა მარშალმა გიორგი ჟუკოვმა.ესწრებოდნენ სტალინი და ყველა საბჭოთა მაღალჩინოსანი,ასევე ანტიჰიტლერული კოალიციიას სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც.

http://www.youtube.com/watch?v=MD9fqcFijUA&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=VGXPt0vT8Us&feature=related

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 9 მაისი აღიარებულია ფაშისზმზე გამარჯვების დღედ.ევროპის უმეტეს ქვეყნებში კი 8 მაისს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების ოფიციალურ თარიღად კი ითვლება იაპონიის კაპიტულაციის დღე 1945 წლის 2 სექტემბერი.

d19692860301

c8913b82dbf0

9576b1fc3d9c

რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის მთავარ “შემოქმედ” ადოლფ ჰიტლერს,მან თავი მოიკლა 1945 წლის 30 აპრილს.აი ჩემს მიერ შექმნილი კარიკატურა ჰიტლერზე

27e2cdfb6487

რამდენიმე ცნობილი კომპოზიცია:

http://www.youtube.com/watch?v=yy8mxh0P63M&feature=related

P.S. კომენტარებში ქილიკი და ირონია არ დაიწყოს ზოგიერთმა რა.და პატივი ეცით იმ 400 ათასამდე ქართველს ამ ომს რომ შეეწირა.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button