ახალი ამბებიგასართობიუცნაური

კაცმა კატა ცოლად მოიყვანა

28a65402c7ec

39 წლის ამანათების დამტარებელმა, უვე მიტცშერლიხმა ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო. მისი რჩეული 15 წლის კატა სესილიაა, – იტყობინება German Herald. :ukanali:

უვე და სესილია ერთმანეთს ბალტიის ზღვის კურორტ სასნიცზე შეხვდნენ. “ჩვენ მას შემდეგ ერთად გვძინავს. მთელი ღამე ჩვენი გულები მღელვარედ ფეთქავს. მე უამრავი წყვილი ვიცი, ვისაც ასეთი სიახლოვე ვერ ექნებათ”- განაცხადა სასიძომ.

გერმანიის კანონმდებლობა ცხოველებზე ქორწინებას კრძალავს. ამიტომ უვიმ საქორწინო ცერემონიის ჩასატარებლად გერმანული სერიალების მსახიობი ქრისტინ-მარია ლორი დაიქირავა. მოწმედ კი თავისი ძმა წაიყვანა.

“თავიდან მხოლოდ ხუმრობა მეგონა, მაგრამ ღმერთო ჩემო, მას ცრემლებიც კი მოადგა თვალზე, როცა წარმოსთქვა “თანახმა ვარ”, კატამ კი პასუხად ოდნავ ამოიკნავლა”, – განაცხადა მსახიობმა.

ამის შემდეგ წყვილმა ოჯახურ გარემოში ივახშმა: შამპანური და თევზი ნეფისთვის, მწვანილი და ზღვის პროდუქტები – ასთმით დაავადებული პატარძლისთვის.

“ჩვენს ერთად ყოფნას დიდი დღე არ უწერია. სესილია მძიმედ არის ავად. თუმცა ის გათხოვილ კატად მაინც მოკვდება”- განაცხადა უვე მიტცშერლიხმა.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button