საკითხავისურათები

მსოფლიოს გასაოცარი, ბუნებრივი ფენომენები

ბუნება საოცარი სისტემა, რომელიც არასდროს ვიცით რას გვიმზადებს. მსოფლიოში არსებობს ბუნების იმ ფენომენთა სია, რომლიც რამოდენიმეჯერ განმეორდა. ზოგს მოეძებნა ახსნა, ზოგსაც კი ვერა. მე კი გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს

Sinkholes

ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ბუნებრივი ფენომენი. დროის განმავლობაში, მიწისქვეშა წყალები “ჭამს” ნიადაგს და უეცრად, სრულიად მოულოდნელად, მიწის ნაწილი წყდება და ეშვება სიღრმეში. დასახლებული პონქტის ტერიტორიაზე გაჩენილმა ასეთმა “ღრმულებმა” დიდი საფრთხე შეუქმნეს მოსახლეობას. მათ თან ჩაიტანეს სახლებისა და ტროტუარის ნაწილები, მოსახლეობას რათქმაუნდა ხელი ეშლება გადაადგილებაში და ისინი მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან.

Penitentes

ეს ადგილი მექსიკაშია. ეს არის ყინულის, ბასრ წვერიანი სვეტები. იქ მზე იშვათად აღწევს, ამიტომ მათ დადნობის საფრთხე არ ემუქრებათ. ყინულის სვეტები არიან ადამიანის სიმაღლეზე უფრო მაღალნი და დაკავებული აქვთ დაახლოებით მოზრდილი მინდვრის ფართობი.

Lenticular Clouds

ეს არის ღრუბლის მასები ძლიერ შინაგან წნევასთან ერთად. მისი წნევის სიმძლავრე შეიძლება შევადაროთ თვითმფრინავის ძრავის სიმძლავრეს. მათი უცნაური ფორმის გამო ხშირად უცხოპლანეტელების ხომალდსაც ამსგავსებენ. ჩვეულებრივ ისინი წრიულად, თავზე ევლებიან მთის მწვერვალს, ან ხმელეთის რომელიმე ნაწილს.

Light Pillars

სინათლის სვეტები ჩნდებიან ცაზე ისე, რომ მათი გამომწვევი ხილული წყარო არ ჩანს. სინათლის სვეტებს ძლიერი ნათება ახასიათებთ. ისინი ჩნდებიან მაშინ, როცა ყინული ირეკლავს თითოეულ მზის სხივს და აქცევს სინათლედ.

Sundogs

სინათლის სვეტების მსგავსად, ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზიც მზის სხივები და ყინულის კრისტალებია. სპეციფიკური ფორმის, მიმართულებისა და ნათების გამო, მისმა მოულოდნელმა ნახვამ შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ. ის ძირითადად მრგვალი ფორმისაა, გვერდებზე აქვს წაგრძელებული სხივები და ასევე შეუძლია შეიცვალოს ფერი ან სხვა და სხვა ფერის ნათება ერთდროულად გამოსცეს.

Fire Whirls

მბრუნავი ცეცხლი (ასევე ცნობილია, როგორც ცეცხლოვანი ეშმაკი ან ტორნადო) ბუნების იშვიათი ფენომენია. იგი შეიძლება ისეთივე ხშირ მოვლენად იქცეს, როგორიც მიწისძვრა და ჭექა-ქუხილია. მბრუნავი ცეცხლი ძალიან საშიშია, რადგან იგი სწრაფად ედება ტერიტორიას და ანადგურებს ყველაფერს რაც გზაზე შეხვდება. რათქმაუნდა საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესაც. მისი სიმაღლე 10 მეტრიდან 50 მეტრამდეც კი ადის და საშუალო გავრცელების ფართობი 100-120 კმ-ია, ამას კი მხოლოდ და მხოლოდ 15-20 წუთს ანდომებს.

Orange Moons

ბოლოსთვის კი შემოვინახე ბუნების ისეთი ფენომენი, რომლის ხილვის საშუალება ადამიანს არც თუ ისე ხშირად ეძლევა. ეს არის ულამაზესი ნარინჯისფერი მთვარე. მაგრამ რა არის იმის მიზეზი და რატომ გვეჩვენება მთვარე ფერადად? საქმე იმაშია, რომ როდესაც მთვარე ატმოსფეროსთან მაქსიმალურად ახლოსაა, მისი სინათლე უფრო იკვეთება, ვიდრე მაშინ როცა ის მოშორებულია ატმოსფეროს. ამ დროს მთვარის ნათება აღწევს ჩვენს თვალებს, ცისფერი, მწვანე და მეწამული ფერები უჩინარდება და იფანტება ჰაერის მოლეკულებში. ესაა მიზეზი იმისა, რომ ამ დროს ჩვენ მხოლოდ ყვითელ და ნარინჯისფერ ფერებს აღვიქვამთ. მთვარეს ამგვარი შეფერილობა წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან 2-ჯერ შეიძლება ქონდეს. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close