არქივი

მაისი

d7aef00adb3a
წლის ერთ-ერთი ულამაზესი თვე მაისი- არის თვე ყვავილების, გაზახულის და ულამაზესი მზის გამოჩენის. მოდი ვნახოთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მაისის შესახებ

რომაელები ადრე აღნიშნავდნენ მაისს, როგორც მესამე თვეს, მაგრამ როცა ახალი წლის აღნიშვნა დაიწყეს პირველ იანვარს მაისი გახდა მეხუთე თვე.. სახელი მაისი წარმოიშვა გაზაფხულის მითოლოგიური ქალღმერთის მაიასგან; მაგრამ რომაელი პოეტი ოვიდი თვლის, რომ სახელი მაისი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან “majores”, რომელიც ნიშნავდა “უფროსებს”.

19786503c733

მაისი არის 7 თვიდან ერთ-ერთი, რომელიც 31 დღიანია.
მაისის თვის ქვა გახლავთ ზურმუხტი. რამოდენიმე საინტერესო რამ ზურმუხტის შესახებ:
55-ე წლისთავს ქორწინებიდან უწოდებენ ზურმუხტის ქორწინებას.
კოლუმბიური ზურმუხტი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მსოფლიოში. სხვა ქვეყნები, რომლებსაც გააცნიათ კარგი ზურმუხტი, გახლავთ: ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ავღანეთი, რუსეთი, პაკისტანი და ზიმბაბვე.
ეგვიპტელებმა ზურმუხტის გამოყენება დაიწყეს 4000 წლის წინ და მუმიებს აკლდამებში ამ ძვირფას ქვასთან ერთად კრძალავდნენ.

ცრურწმენის თანახმად მაისი არასასურველი თვეა ქორწინებისთვის და ამ თვეში დაბადებული ბავშვი კი ავადმყოფი იბადება:-)
ლეგენდის თანახმად კი ყველაზე არაბედნიერი რიცხვები ყოფილა-3, 6, 7, 13, 15 და 20.

მაისში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
* Empire State Building გაიხსნა 1931 წლის 1 მაისს;
*ყველაზე დიდი კომპანია და პირველი მეგა კორპორაცია Hudson’s Bay Company დაარსდა 1670 წლის 2 მაისს;
*პირველი სამედიცინო სკოლა ა.შ.შ.-ში გაიხსნა 1765 წლის 3 მაისს;
*პირველი საფოსტო მარკა გამოიცა 1840 წლის 6 მაისს;
*ისრაელი დამოუკიდებელი გახდა 1948 წლის 14 მაისს;
*შეერთებულმა შტატებმა დაიწყო რეგულარული საჰაერო პოსტის სერვისი 15 მაისს, 1915 წელს;
*ბრუკლინის ხიდი გაიხსნა მოძრაობისთვის 1883 წლის 24 მაისს;
*საკონსტიტუციო ყრილობა გაიმართა 1787 წლის 25 მაისს, რის შედეგადაც არჩევნებში გაიმარჯვა ჯორჯ ვაშინგტონმა და გახდა ამერიკის პირველი პრეზიდენტი;
*The American Red Cross დაიწყო 1881 წლის 21 მაისს;
*პირველი ინგლისური დასახლება დაარსდა ამერიკაში 1607 წლის 24 მაისს.

2fe0493b3ea3

მაისში დაიბადნენ..
~პრინცის ავტორი ნიკოლო მაკიაველი დაიბადა 1469 წლის 3 მაისს;
~რობერტ პერი, დიდი არქტიკის მკვლევარი დაიბადა 1856 წლის 6 მაისს;
~რევოლუციონერი კარლ მარქსი დაიბადა 5 მაისს, 1818 წელს;
~ამერიკის ორი პრეზიდენტი დაიბადა მაისში, კერძოდ: ჯონ კენედი-1917 წლის 29 მაისს და ჰარი ტრუმანი-1884 წლის 8 მაისს;
~სვედეთის მეფე გუსტავ | დაიბადა 1496 წლის 12 მაისს;
~გაბრიელ ფარენგეიტი, გერმანელი ფიზიკოსი, დაიბადა 1686 წლის 14 მაისს;
~ჯონ ჰოპკინსი, ამერიკელი ფილანტროპი, დაიბადა 1795 წლის 19 მაისს;
~შერლოკ ჰოლმსის ავტორი სერ არტურ კონან დოილი დაიბადა 22 მაისს 1859 წელს;

მსგავსი ამბები

Back to top button