არქივი

ხალხური საშუალებები მოწევის წინააღმდეგ

3ff53e7c7a61
ამბობენ, მოწევას თავს თუ დანებებთ, მინიმუმ, 8 წლით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლესო!

1. აიღეთ 2 კოვზ შვრია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, 2-ჯერ მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში, 3-4 კვირის განმავლობაში.

2. აიღეთ 1 ს.კ. ევკალიპტის ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. გლიცერინი.

მიიღეთ: 1/4 ჭიქა 5-7-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში.

3. გამოივლეთ პირში სასმელი სოდის წყალხსნარი (1 ს.კ. სოდას 1 ჭიქა წყალზე) რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ.

4. ჩაი -“ბალზამი” მწეველებისათვის.
აიღეთ 1 ჩ.კ. მშრალ ჩაი, 0,5 ჩ.კ. ვარდკაჭაჭა, 0,5 ჩ.კ. ჭინჭარი, 0,5 ჩ.კ. პიტნა და 1/4 ჩ.კ. ვალერიანი. შეინახეთ დახურულ ქილაში. როცა მოწევა მოგინდებათ, ამ ნარევიდან აიღეთ 1 ჩაის კოვზი, დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 8-10 წთ.

დალიეთ ჩაი საკაზმთან ერთად, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ს.კ. გახეხილ უმ ჭარხალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ქიშმიში, 1 ჩ.კ. თაფლი და 1/4 ლიმონი (წვრილად ჭრიან). აურიეთ ერთმანეთში და მიაყოლეთ ჩაის. ჩაი საკაზმით მაშინ მიიღეთ, როცა მოწევა მოგინდებათ.

მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მარილიანის, ხორცეულისა და შებოლილი პროდუქტების მიღება.

წყარო: წიგნი ხალხური მედიცინა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button