საკითხავისასარგებლოუცნაური

ლევიტაცია

Levitation

ლევიტაცია – ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ობიექტი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადადის გრავიტაციის საწინააღმდეგო მდგომარეობაში, ზედმეტი ფიზიკური მოქმედებების გარეშე.

არსებობს რამოდენიმე განსხვავებული მეთოდი  ლევიტაციის  მისაღწევად.  ესენია :  აეროდინამიური,  მაგნიტური,  აკუსტიკური,  ელეკტრო-მაგნიტური,  ელექტრო-სტატიკური  და  ოპტიკური  ლევიტაციის  მეთოდები.

მრავალ ინდურ ღმერთს, აგრეთვე იოგებს, ბრაჰმანებს, წმინდანებსა და ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ ჰაერში აწევა. ლევიტაცია არ არის რაიმე განსაკუთრებული სასწაული, იგი რელიგიური რიტუალის მოხერხებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.

ინდუსების გარდა, ჰაერში აფრენა ტიბეტელ ბერებსაც შეუძლიათ. არსებობს ისტორია, რომლის მიხედვითაც, შაოლინის ტაძარში მისულმა ძენ-ბუდიზმის მიმდევარმა ბოდხიდხარმა ბერებს სხეულის ენერგიის მართვა და ჰაერში აწევა ასწავლა. ინდოეთსა და ტიბეთში ლევიტაციას დღესაც მიმართავენ. მრავალი მკვლევარი-აღმოსავლეთმცოდნე აღწერს “მფრინავ ლამათა” ფენომენს.

ლევიტაცია ევროპაშიც ოდითგანვე გავრცელებული იყო, მაგრამ მას სპეციალურად არ სწავლობდნენ – ჰაერში რელიგიური ექსტაზის დროს აიწეოდნენ ხოლმე. ერთხელ წმინდა ტერეზას ლევიტაციას 230 კათოლიკე მღვდელი ადევნებდა თვალს. საკუთარი “ნიჭი” წმინდანმა ავტობიოგრაფიაშიც აღწერა.

Levitation

ყველაზე “მფრინავი” ადამიანი იტალიელი იოსეფ დეზა (1603-1663) იყო. ერთხელ ის ჰაერში პაპ ურბან VIII-ის თანდასწრებითაც აიწია. მის ლევიტაციას მაშინდელი მეცნიერები იკვლევდნენ.

XIX საუკუნეში სახელი გაითქვა დენიელ დუგლს ჰიუმ, რომელსაც ჰაერში ნავარდი საკუთარი სურვილისამებრ შეეძლო. მის ლევიტაციას მარკ ტვენი, ნაპოლეონ III, მედიკოსები და მეცნიერები აკვირდებოდნენ.

უფრო ხშირად, ლევიტაციას იოგები მიმართავენ. თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი იოგი – მახარაშ მახეში ამბობდა: ლევიტაცია თითოეულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მთავარია, მისი გამოყენება ისწავლოო. მახარაშმა 1971 წელს, ფილადელფიაში საკუთარი უნივერსიტეტი გახსნა, სადაც სხვადასხვა აღმოსავლურ საგანთან ერთად ლევიტაციაც ისწავლებოდა. 1986 წელს ვაშინგტონში “მფრინავი იოგების” შეჯიბრება მოეწყო, ხოლო 1993 წელს მსგავსი შეჯიბრება ჰააგაშიც ჩატარდა. მაშინ გამარჯვებულად დასახელდა სუბხა ჩანდრა, რომელიც მიწას 90 სმ-ით მოსწყდა, ჰორიზონტალურად 187 სმ-ით გადაადგილდა და ჰაერში 3-4 წუთი გაჩერდა.

daniel dunglas home levitation

მეცნიერებს ლევიტაცია ადამიანების ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1991 წელს სამეცნიერო ჟურნალ “ნეიჩერში” ლევიტაციაზე სენსაციური ფოტო და სტატია დაიბეჭდა, მათ აზრი შეიცვალეს და ახლა მის ამოხსნას ცდილობენ.

წყარო: მე და ambebi.ge

პ.ს.  ჩემი პირველი პოსტია და აქვე ვისარგებლებ და გამოვთქვამ დიდ პატივისცემას უცნაურის მიმართ.   მიყვარს ეს საიტი !

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close