არქივი

15 საინტერესო ფაქტი კომპიუტერული ვირუსების შესახებ, რომელთა ცოდნა თითოეული მომხმარებლისთვის სასარგებლოა

1f9912131517
რამდენიმე ათეული წლის წინ კომპიუტერული ვირუსები ითვლებოდა მითად, მაგრამ სიტუაცია რამდენიმე წელში ძირიანად შეიცვალა. კომპიუტერის ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, მცირე ბიზნესისთვის, მსხვილი კორპორაციებისთვის და მთავრობებისთვის ზიანის მომტანი პროგრამები დიდ თავსატეხად იქცა. მთელ მსოფლიოში არ არის ადამიანი, რომელსაც არ ჰქონია კიბერ-შეტევის შემთხვევა, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ძლიერი ანტივირუსული პროგრამა უყენია მას.

Creeper Virus
პირველი კომპიუტერული ვირუსი იყო Creeper Virus, რომელიც აღმოაჩინეს ARPANET-ის ქსელში, ინტერნეტის წინამორბედში, 1970-იანი წლების დასაწყისში. ეს იყო პირველი თვითწარმოებადი პროგრამა, რომელიც დაწერა ბობ ტომასმა BBN Technologies-დან 1971 წელს.

ვირუსები, ჭიები, ტროიანები
დღეს არსებობს ზიანის მომტანი პროგრამების სამი ტიპი: ვირუსები, ჭიები და ტროიანები. მიუხედავად მათი დანიშნულებისა და რა გზით ახდენენ ისინი კომპიუტერზე შეტევას, თითოეული მათგანი შექმნილია ერთიდაიგივე პრინციპით.

Melissa
ვირუსი Melissa(1999 წელი) იყო იმდენად ძლიერი, რომ მან აიძულა კომპანია Microsoft-ს და სხვა მსხვილ კომპანიებს გაეთიშათ თავიანთი ელექტრონული ფოსტის სისტემები. კორპორაციების საფოსტო სერვერები მანამდე არ მუშაობდნენ, სანამ ვირუსი ბოლომდე არ იქნა წაშლილი სისტემიდან.

პერსონალური კომპიუტერების ეპოქის განთიადი

მანამ სანამ კომპიუტერული ქსელები ფართო პოპულარობას ჰპოვებდნენ, ვირუსების უმეტესობა ვრცელდებოდა ინფორმაციის გადამტანი დისკეტებით. პერსონალური კომპიუტერების ეპოქის განთიადისას მომხმარებლები რეგულარულად ცვლიდნენ ინფორმაციას და პროგრამებს დისკეტებით.

კანონიერი ვირუსები
კომპიუტერული ვირუსის შექმნა არაკანონიერ აქტად არ ითვლება ამერიკაში. ბევრი სხვა ქვეყანა ღებულობს ახალ კანონებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ და ეს კანონები ამერიკის კანონებთან შედარებით უფრო მკაცრია. მაგალითად გერმანიაში ვირუსების გაცვლა, მიუხედავად მიზეზისა კანონის დარღვევაა, ხოლო ფინეთში კანონის დარღვევად ითვლება საერთოდ კომპიუტერული ვირუსის დაწერა.

კიბერდანაშაული
კომპიუტერული ვირუსებისა და ჰაკერების მზარდი რაოდენობის გამო ჩნდება კომპიუტერული დანაშაულებების ახალი სახეობები. დღევანდელობაში კიბერდანაშაული მშვიდობიანი სამყაროს ერთ-ერთი მთავარი მტერი, კიბერდანაშაულის გავრცელებული სახეებია კიბერ-ტერორიზმი, კიბერ-გამოძალვა და კიბერომები.

ზარალი – 38 მილიარდო დოლარი
ყველაზე ძვირადღირებული კომპიუტერული ვირუსი გახდა ჭია სახელად MyDoom, რომელიც გაშვებული იქნა 2004 წლის იანვარში. მან გამოიწვია 38 მილიარდი დოლარის ზარალი და დააინფიცირა მთლიანი ელექტრონული წერილების 25%.

Anonymous
ჰაკერების საერთაშორისო ქსელში – Anonymous-ში გაწევრიანება ძალზედ მარტივია, მაგრამ ამ ორგანიზაციიდან მხოლოდ რამდენიმე მათგანი არის ელიტური ჰაკერი, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერული თავდაცვის სისტემის უკმარისობით და დაწერონ ვირუსი.

აქტივაცია ბმულით
შეუძლებელია კომპიუტერი დაინფიცირდეს ვირუსით, თუკი თქვენ უბრალოდ კითხულობთ ელ-ფოსტას. ვირუსი აქტივირდება ბმულზე დაჭერით ან ინფიცირებული ფაილის გახსნით.

სახიფათო დინამიკა
1990 წელს ცნობილი კომპიუტერული ვირუსების რიცხვი შეადგენდა 50-ს. 1990-იანი წლების ბოლოს კი ვირუსების რაოდენობა გაიზრდება 48 000-მდე. დღეს ყოველ თვეში იქმნება 6 000 ახალი ვირუსი.

ფრთხილად, ბავშვებო!
ზოგიერთი ვირუსის ავტორები არიან ბავშვები, რომლებიც ქმნიან ვირუსს, რომ გაიგონ პროგრამირების მათი უნარი. მსოფლიოში ყველა კომპიუტერის 32%(ანუ ყოველი მესამე კომპიუტერი) დაინფიცირებულია რომელიღაც საზიანო პროგრამით.

ანტივირუსები უძლეველები არ არიან
კომპიუტერული უსაფრთხოების მკვლევარების და შემქმნელების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დღეს არსებულ ანტივირუსულ პროგრამებს არ შეუძლიათ კომპიუტერის დაცვა სხვადასხვა კომპიუტერული შეტევებისგან.

VBA Microsoft Office
ვირუსები შეიძლება დაიწეროს პროგრამირების სხვადასხვა ენებზე. ყველაზე პოპულარული არიან ასემბლერები, სცენარის ენები(Visual Basic ან Perl), C, Java და პროგრამირების მაკრო ენები, მაგალითად VBA Microsoft Office.

ხის ცხენი და ვირუსი
ტროიანები, რომლებიც არიან კომპიუტერული ვირუსების სამი ძირითადი ტიპიდან ერთ-ერთი, დაერქვათ ძველბერძნული ისტორიული მოვლენის საპატივცემულოდ. უფრო, რომ დავზუსტდეთ შემქმნელები გულისხმობდნენ ხის ცხენს, რომლითაც ბერძენი ჯარისკაცები ჩუმად შეიპარნენ ალყა-შემორტყმულ ტროაში.

ILOVEYOU
ფილიპინელი პროგრამისტების – რიონელ რამონესისა და ონელ დე გუზმანის მიერ 2000 წელს შექმნილი ვირუსი სახელად ILOVEYOU ან “ბედნიერების წერილი” გახდა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კომპიუტერული ვირუსი მთელ ისტორიაში. ვირუსმა დააინფიცირა მსოფლიოში ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერების 10%. პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლების ზარალმა გადააჭარბა 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს.

მსგავსი ამბები

Back to top button