კულტურა
84 წლის ”დამნაშავე” გინესის რეკორდსმენის სტატუსს ითხოვს
დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები 84 წლის გიორგი მჭედლიშვილი გინესის რეკორდსმენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, სასამართლომ გიორგი მჭედლიშვილი 2007 წელს 5 ტონიანი ავზის ქურდობაზე გაასამართლა და დამნაშავედ სცნო.
იმ მიზეზით, რომ მოხუცი არ დაეპატიმრებინათ, დამცველის რჩევით, მან დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, აღიარა. სასამართლომ კი, მას 2 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. განაჩენის მიხედვით, მოხუცმა 5 ტონიანი ავზი მარტომ მოიპარა. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოხუცი პრეტენზიას გინესის რეკორდსმენობაზე აცხადებს.
წყარო: www.presa.ge