უცნაური პროცედურები და კოსმეტიკური საშუალებები
ალბათ გაგიგიათ ფრაზა “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”, ამ პოსტში დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც ასეა
1. გველის მასაჟები
ჩრდილოეთ ისრაელში ადა ბარაკს მეტად უცნაური სპა-სალონი აქვს გახსნილი. ის კლიენტებს სთავაზობს არაჩვეულებრივ მასაჟს, რომელსაც 6 უწყინარი გველით აკეთებს. გველებს ადამიანს აწყობს ზურგზე, რომლებიც სრიალს იწყებენ და ადას თქმით, ადამიანს სხეულიდან სტრესს აშორებენ. თავიდან რა თქმა უნდა ყველა კლიენტი შეშინებულია, მაგრამ შემდეგ შედეგს ხედავენ და ამ სპა სალონის ხშირი სტუმრები ხდებიან.
2. რძის საპონი
ალბათ სათაურის შემხედვარე ყველამ წარმოიდგინა ჩვეულებრივი რძისგან გაკეთებული საპონი, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის რძეზეა საუბარი. ყველა ქალს შეუძლია გააკეთოს საპონი თავისივე რძისგან, რომელიც ხალხის თქმით, ძალიან სასარგებლოა კანისთვის. ეს საპნები მაღაზიებშიც იყიდება, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ ისინი ადამიანის რძისგან იქნება გაკეთებული
3. ლოკოკინის ლორწო
დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ეცოდინება, რომ ლოკოკინის ლორწო სასარგებლოა კანისთვის. ვინც არ იცის, შეგახსენებთ, რომ ლოკოკინის ლორწოს იყენებენ კოსმეტიკაში. ყველა ლოკოკინა არ გამოდგება კანისთვის, მხოლოდ ჩილეს ლოკოკინების ლორწოა სასარგებლო. ამ ლორწოზე დამზადებული კრემების საშუალებით თქვენი კანი სინაზეს და ტენიანობას შეინარჩუნებს. ზოგიერთი ადამიანი ლოკოკინებს პირდაპირ სახეზე ისვამს.
4. ხარის ძვლის ტვინის შამპუნი
როგორც იქნა გამოჩნდა შამპუნი, რომელიც გპირდებათ თმის ისეთ სიძლიერეს, როგორიც ხარია. ეს არის ბრაზილიური შამპუნი “Tutannol”, ხარის ძვლის ტვინი არის ამ შამპუნის ძირითადი ინგრედიენტი. “Tutannol” თმას ყველა საჭირო ვიტამინით ამარაგებს და აძლიერებს. ბრაზილიაში ამ შამპუნს ძალიან ბევრი მყიდველი ჰყავს, რომელთა უმეტესობასაც ძალიან მოსწონს მისი ეფექტი თმაზე.
5. ოქროს ნიღბები
ოქროს ნიღბები საუკეთესო საშუალებაა სახის მასაჟისა და კანის მოვლისთვის. ბევრს ეშინია და ვერ რისკავს ამ ნიღბების გაკეთებას, რადგან შეიძლება კანი ალერგიული იყოს, მას ჰაერი სჭირდება, ამ პროცედურის დროს კი სახე ოქროთია დაფარული. სინამდვილეში არანაირი ცუდი შედეგი არ მოაქვს ოქროს ნიღბებს, რადგან არ იყენებენ ყალბ ოქროს. სახეზე იდება 24 კარატიანი სუფთა ოქროს თხელი ფილები.
6. კრემი გველის შხამისგან
2006 წელს ჯეიმ პრესლიმ აღმოაჩინა,რომ გველის შხამისგან შეიძლებოდა მეტად სასარგებლო კრემის გაკეთება. მან მოიწვია კოსმეტოლოგები და გააცნო თავისი „რეცეპტი“. ეს კრემი აჩერებს სახეზე კუნთების შეკუმშვას და კანს უფრო ჯანმრთელს ხდის, აძლევს ახალგაზრდულ იერს, ებრძვის ნაოჭებს და ა.შ. გამოშვების დღიდან ძალიან პოპულარული გახდა, რადგან ეფექტი მართლაც აქვს.