საკითხავისასარგებლო

უბრალოდ საინტერესო

7bb893fd89be

ხოდა დღეს მოვინდომე პოსტის დადებ რადგან კარგი დღეა,მზიანი ამინდია და კარგ ხასიათზე ვარ :) უბრალოდ საინტერესო კითხვებზე გიპასუხებთ.

7d0ca6aec78e
1.რომელია ყველაზე დიდი რიცხვი?
საინტერესოა,მაგრამ ყველაზე დიდი რიცხვი არ არსებობს..ის ადამიანს არასდროს დასჭირვებია და ალბათ ამიტომ..შესადარებლად მილოინში- 6 ნულია,მილიარდში- 9,ტრილიონში- 12,კვადრილიონში-15,სექსტილიონში- 21 ნული,სეპტილიონში- 24,ვიგინტილლიონში- 63.თუმცა არსებობს კიდევ ერთი გიგანტი- გუგოლი 100 ნულით!!გუგოლი ყველაზე დიდ რიცხვად ითვლება,მაგრამ მხოლოდ აშშ-ში,რუსეთში,კანადაში და საფრანგეთში..ხოლო დიდ ბრიტანეთში,გერმანიაში და ესპანეთში ყველაზე დიდი რიცხვი- ვიგინტილიონია რომელიც 120 ნულს შეიცავს…აი ასეა საქმე :)

05b7fd097208
2.ვინ არიან ვეგეტარიანელები?
ვეგეტარიანელები- ეს ხალხია,რომელიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევს.ეს დიეტა არ გეგონოთ,ეს მათი ცხოვრების წესია!!!მათი აზრით,გამყინვარების პერიოდმა აიძულა ადამიანი რათა ეჭამა ხორცი და თევზი,რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ-მთელი მცენარეულობა დაიღუპა.ისინი ხორცზე და თევზზე უარს ორი მიზეზით ამბობენ- პირველი,ისინი ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და მეორე,ეს მათი საკუთარი ეთიკური წარმოდგენებია.საინტერესოა რომ 60 მილიონიან დიდ ბრიტანეთში ყოველი მე16-ე ვეგეტარიანელია.ვინ იცის,იქნებ ვეგეტარიანებელი მომავალში უფრო მომრავლდებიან და ეს მათი ცხოვრების წესიც კი გახდება.

f2db16d3bbcd
3.რომელია დედამიწაზე ყველა მშრალი ადგილი?
უდაბნო “ატამაკა”-ჩილეში,ეს ყველაზე მშრალი ადგილია მთელ დედამიწაზე.ამ უდაბნოს ზოგიერთ ადგილას 400 წელია არ უწვიმია.ზოგიერთ უდაბნოში მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 25 სმ. ნალექი გადმოდის.დედამიწის ზედაპირის თითქმის 20% ეს უდაბნოებია.ასეთ პირობებს მიეჩვია ზოგიერთი მცენარე,მაგალითად კაკტუსი,რომელიც თავის სქელ ღეროში დიდი ხნით ინახავს წყალს.ყველა დიდი უდაბნო დედამიწაზე ეს საჰარაა,მისი ფართობი 9 მილიონი კვ.კილომეტრია.ყველაზე ცხელი ადგილი კი- ლიბიის უდაბნოშია,იქ ტემპერატურა 58 გრადუსამდეც კი ადის.

84f292d370b5
4.რომელია ზღვის ყველაზე დიდი უფსკრული?
როგორც ხმელეთი,ასევე ზღვის ზედაპირიც უსწორმასწოროა.წყლის ქვეშ დამალულია ნამვილი მთები და უზარმაზარი უფსკრულები.ყველა დიდი წყალქვეშა უფსკრული-მარიანის კუნძულების გვერდითაა.მისი სიღრმე-11022 მეტრია.შედარებისთვის ყველაზე დიდი მწვერვალი-ევერესტი 8848 მეტრია.

af4570152f14

5.რომელია ყველაზე დიდი ზოოპარკი?

ზოოლოგიური პარკი- ეს ადგილია სადაც ჰყავთ ცხოველები,მაგრამ ძირითადად ეს ბევრი ადამიანის გასართობი საშუალებაა,ამიტომაც ცხოველები გალიებში იმყოფებიან.ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საინტერესო ზოოპარკი მსოფლიოში,არის პარიზთან,ვენსენ-ნეში.იქ თითქმის ყველანაირი სახეობის ცხოველია.მაგრამ მათი შენახვა არც თუ ისე იაფია. :)

1710b25fa5fa
6.რომელი გვირაბია ყველაზე გრძელი?
გვირაბი-ეს არის მიწისქვეშა გადასასვლელი რომელიც ორ ადგილს აერთიანებს.ევროპაში ძალიან ცოტაა ასეთი გვირაბი.ერთ-ერთი ყველაზ გრძელია მსოფლიოში არის-სიმპლონური(მგონი სწორედ დავწერე).იგი აკავშირებს შვეიცარიას და იტალიას.მისი სიგრძე 19,8 კილომეტრია.ხოლო,მონ-სენის გვირაბი,რომელსაც მივყავართ იტალიიდან საფრანგეთსი,14 კილომეტრი სიგრძისაა.

9836480b3ca5
7.ვისი ტვინი იწონის უფრო მეტს?
ყველა ნორმალური ადამიანის ტვინი დაახლოებით 1020-1970 გრამია.მამაკაცების ტვინი 100-150 გრამით მეტს იწონის(ცუდია რომ არც იყენებენ ამას :)) აფრიკელი ზანგების ტვინის საშუალო სიმძიმზე- 1316გრამია,ევროპელების- 1361.მათ რიცხვში გერმანელების- 1291გრამი,შვეიცარიელების-1327,იაპონელების- 1374 :)

4383da7cc634
8.რისგან აკეთებენ საპონს?
წყალს არ შეუძლია ცხიმის გახსნა,რომელიც ძალიან ბევრია ჩვენს კანზე,ამიტომაც საპნით ვბანაობთ.ის პატარა ნაწილაკებად შლის ცხიმს,რომელიც შემდგომ წყლით ჩამოიბანება.ცხიმის ჩამობანა მხოლოდ საპნითაა შესაძლებელი.საპონს აკეთებენ მცენარეული ან ცხოველური ცხიმის დამატებით,რომელსაც კაუსტიკთან(მგონი ასეა სწორი?) ხარშავენ.

c65882ee0704
9.როდიდან დაიწყეს ყურების გახვრეტა?
ეს ტრადიცია დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა.საყურეები ოდითგანვე დიდ ძვირფასეულობას წარმოადგენდა.მაგალითად,ბერძნები აკეთებდნენ ძვირფას საყურეებს,თვლებით მორთულს და მათ ღვთაებებს სჩუქნიდნენ.იმ დროს კაცებიც ატარებდნენ საყურეებს რომში,მაგრამ შემდეგ იმპერატორმა გასცა ბრძანება,რათა მამაკაცებს აღარ ჰქონოდათ უფლება საყურეების ტარების.ამჟამად ძნელად თუ მოიპოვება კაცი(საქართველოში) რომელიც საყურეებს ატარებს,ახლა ეს ქალებშია უფრო გავრცელებული.

84f14484d368

10.რატომ არ გრძელდება ზაფხული მთელი წელი?
ძალიან მაგარი იქნებოდა,შენ რომ მოგეწია ეკვატორზე ცხოვრება!იქ ხომ მთელი წლის განმავლობაში ზაფხულია.მაგრამ,სადაც მე და შენ ვცხოვრობთ,იქ წელიწადის 4 დრო ენაცვლება ერთმანეთს.რატომ ხდება ეს?დედამიწა წარმოსახვითი ღერძის გარშემო ბრუნავს,ის ერთ მთლიან ბრუნს აკეთებს 24 საათში.ხოლო მზის გარშემო 1 წლიწადში.ამიტომაც მზე თანაბრად ვერ ანათებს დედამიწაზე,ამიტომაც ენაცვლება ერთმანეთს წელიწადის დროები.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close