არქივი

Bück Dich (18+)

d4cb670b777e

“Bück dich” (“დაიხარე,” “მოიღუნე”) არის გერმანულ ჯგუფ Rammstein-ის სიმღერა რომელიც პირველად გამოჩნდა მათ მეორე ალბომში “Sehnsucht”. სიმღერის ტექსტი უკავშირდება სოდომს. არასრულწლოვნებმა თავი შეიკავეთ პოსტის ნახვისა და ვიდეოს ყურებისგან

ლაივ შესრულება და დიდი კამათი

ეს სიმღერა სწორედ ლაივ შესრულების წყალობით გახდა ცნობილი. როდესაც ჯგუფი ამ სიმღერის ლაივს ასრულებს, ვოკალისტი ტილ ლინდერმანი (Till Lindemann) დილდოს საშუალებით განასახიერებს სოდომს ჯგუფის პიანისტთან კრისტიან  “ფლაკე” ლორენცთან (Christian “Flake” Lorenz). კრისტიან  “ფლაკე” ლორენცმა დაადასტურა რომ დილდო ასხავს პერნოდის (Pernod) ლიქიორის და წყლის ნარევს (Pernod ეს არის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ფრანგული კომპანია). ხოლო ჯგუფის წევრმა პოლ ლანდერსმა (Paul Landers) კი განაცხადა რომ ეს არის წყლის და ოუზოს (Ouzo) ნაზავი. სიმღერის ლაივ შესრულება არის ძალიან დიდი დავის საგანი, და ერთხელ ამის გამო ლინდერმანი და ლორენცი 1999 წლის 5 ივნისს პირდაპირ სიმღერის დროს დააპატიმრეს. ეს კონცერტი მიმდინარეობდა მასაჩუსეტსის (Massachusetts) ქალაქ ვორკესტერში (Worcester). მუსიკოსები დააჯარიმეს 200-200 დოლარით და მათ ერთი ღამე ციხეში გაატარეს. ამ სიმღერის გამო, რამშტაინის Live aus Berlinის 2 ვერსია გამოვიდა – ერთი VHS რომელიც შეიცავდა “Bück Dich”-ს ხოლო ცალკე კი VHS და DVD ამ სიმღრის გარეშე. ამის შემდეგ სიმღერა აღარ  შესრულებულა მაგრამ პოლმა განაცხადა რომ არ არის გამორიცხული რომ ჯგუფმა “Bück Dich” კიდევ იმღეროს

მნიშვნელობა

Bück Dich ნიშნავს “მოიკეცე” ზუსტი მნიშვნელობით კი “წაიკუზე”. გერმანულში Dich იხმარება როგორც Du-ს (შენ) აკუზატივი ფორმა.

წვრილმანი

ხაზი Bück dich, dein Gesicht ist mir egal (“წაიკუზე , შენი სახე ჩემთვის არაფერს ნიშნავს”) არის ფილმიდან Tokyo Decadence.

და ბოლოს კი თქვენ თვითონ იხილეთ ეს ვიდეო

წყარო: Wikipedia           P.S: თარგმნილია ჩემს მიერ და თუ რამე ინფორამცაი არასწორადაა მკაცრადაც ნუ განმსჯით  :)

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"

მსგავსი ამბები

Back to top button