არქივი

ცხოველები (1 ნაწილი)

d000ea8ab889

მე მინდა გიამბოთ უბრალოდ, ცხოველების შესახებ :)

მ ა ი მ უ ნ ი

მაიმუნები (Anthropoidea), ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა; აერთიანებს უმაღლესი ძუძუმწოვრების და ადამიანის ოჯახსაც. ბალნიანი საფარველი კარგადაა განვითარებული. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანი შეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფაფარი, ულვაშები, წვერი, ფუნჯები (ყურებსა და კუდზე). უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს. რიგ სახეობებს (პავიანებსა და სხვებს) აქვთ ძლიერ განვითარებული საჯდომი კორძები, რომლებიც მეტწილად მკვეთრი წითელია. მრავალი სახეობის მაიმუნებს (როზალია, ანთარი, მანდრილი, გვერეცა და სხვა) კაშკაშა შეფერილობა აქვს. ქალას ზომები (ტვინის ქალას და სახის ქალას ურთიერთშეფარდება) განსხვავებულია მაიმუნების ჯგიფების მიხედვით. ზოგს ქალაზე აქვს მაღალი ტროპები, რომლებსაც ემაგრება მძლავრი საღეჭი კუნთები. მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთებიც. კბილების რაოდენობა განსხვავებულია. კუჭი ჩვეულებრივ მარტივია, მხოლოდ თხელტანიანი მაიმუნების კუჭია რთული (ძირითადად მცენარეულობით კვებასთან დაკავშირებით). მარტივია მათი საშვილოსნოც. ბრმა ნაწლავი ყველას აქვს, ზოლო ჭიაყელა ნაწლავი – მხოლოდ ადამიანის მსგავს მაიმუნებს. მაიმუნებს დიდი თავის ტვინი აქვთ. განსაკუთრებით გამოირჩევა წინა ტვინი. გრძნობის ორგანოებიდან კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და სმენა. თათები სატაცია. ორივე წყვილ კიდურზე ცერი უპირისპირდება დანარჩენ თითებს. თითებზე აქვთ ფრჩხილები. გამონაკლისს წარმოადგენენ მოთამაშე მაიმუნები, რომლებსაც ნამდვილი ფრჩხილი მხოლოდ ცერზე აქვთ. მაიმუნებს მკერდზე აქვთ ერთი წყვილი ძუძუ. მაომუნების უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული. მაგოტი, პავიანები და სხვა მხოლოდ მიქაზე ბინადრობენ. უმრავლესობა ხროვებად ცხოვრობს, იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ფოთლებით,ნორჩი ყლორტებით, მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით, ფრინველების კვერცხითა და მართვებით, ჭამენ აგრეთვე პატარ-პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს. მაიმუნების მაკეობის ხანგრძლივობა განსხვავებულია: უმდაბლესი მაიმუნების მაკეობა გრძელდება 4-5 თვემდე, გიბონებისა – 7 თვემდე, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა – 275 დღემდე. ჩვეულებრივ შობენ თითო ნაშიერს. მოთამაშე მაიმუნები ხშირად შობენ 2-3 ნაშიერს. მაიმუნების უმრავლესობა სქესობრივად მწიფდება 3-5 წლისა, ადამიანის მსგავსი მაიმუნები – 7-10 წლისა. პატარა მაიმუნები 20-25 წლამდე ცოცხლობენ, დიდები – 40 წელს და მეტსაც. ტყვეობის (ზოოპარკის) პირობებში მაიმუნები ასე ხანგრძლივად იშვიათად ძლებენ. მაიმუნები ცნობილია პლეისტოცენიდან. მაიმუნების სისტემატიკის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაიმუნების ქვერიგში გაერთიანებულია 5 ოჯახი: მოთამაშე მაიმუნისებრნი, რომელთაგან აღსანიშნავია საგუინი, როზალია; კაპუცინისებრნი, რომელთაგან საყურადღებოა, რომელთაგან საყურადღებოა კაპუცინი, კოატა, ღრიალა მაიმუნები და სხვები. ორივე ოჯახის წარმომადგენლები გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ანთრისებრნი ბინადრობენ აფრიკაში, აზიასა და გიბრალტარზე, მათ შორის აღსანიშნავია ანთრები, პავიანები, მაკაკები. ადამიანის მსგავსი მაიმუნების ოჯახშია გიბონები, შიმპანზე, გორილა და ორანგუტანი; გავრცელებული არიან ტროპიკულ აზიაში. ამავე ქვერიგს ეკუთვნის ადამიანების ოჯახი.

კ ა ტ ა

კატა (Felis), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად პატარა (ტყის, ველის კატა) ან საშუალო და მოზრდილი (ფოცხვერი, პუმა) ცხოველებია. აქვთ ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. კატა აერთიანებს 29 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, ზოგჯერ თავს ესხმიან ირემსაც. ერთგვარ ზიანს აყენებენ სანადირო მეურნეობას და მესაქონლეობას. სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.

ჯ ი ქ ი

ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა – 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ.

ქვესახეობები :

აფრიკული ჯიქი (Panthera pardus pardus), აფრიკა

ინდოჩინური ჯიქი (Panthera pardus delacouri), ინდოჩინეთი

იავის ჯიქი (Panthera pardus melas), იავა

ინდური ჯიქი (Pantherapardus fusca), ინდოეთი, სამხრეთ პაკისტანი, ნეპალი

ცეილონური ჯიქი (Panthera pardus kotiya), ცეილონი

ჩრდილოჩინური ჯიქი (Panthera pardus japonensis), ჩინეთი

შორი აღმოსავლური ჯიქი (Panthera pardus orientalis), რუსეთის შორი აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ ჩინეთი, კორეა

სპარსული ჯიქი (Panthera pardus saxicolor), წინა აზია

არაბული ჯიქი (Panthera pardus nimr), არაბეთის ნახევარკუნძული; ხშირად აერთიანებენ სპარსულ ჯიქთან (Panthera pardus saxicolor).

პ უ მ ა

პუმა, მთის ლომი ანუ პანტერა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამ ძუძუმწოვარს ერთ-ერთი ყველაზე ფართო გავრცელების არელი აქვს, იუკონიდან სამხრეთ ანდებამდე. იგი მეოთხე ყველაზე მძიმე კატაა ვეფხვის, ლომის და იაგუარის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე კატებს ენათესავება.

პუმა ნადირობს როგორც გარეულ, ისე შინაურ ცხოველებზე. მისი კვების რაციონში ზოგჯერ მწერებიც კი ხვდებიან. პუმა, დიდი კატების უმრავლესობის მსავსად, საზღვრავს მის ტერიტორიას და იცავს მას. მიუხედავად იმისა, რომ პუმა საკმაოდ დიდი მტაცებელია, იგი ყოველთვის დონიმანტად არ ითვლება: მას კონკურენცია უწევს სხვა ხორცისმჭამელებთან, მაგალითად მგლებთან, გრიზლისთან, და იაგუართან.

პუმა თავს არიდებს ადამიანებთან კონტაქტს. ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები იშვიათია, მაგრამ ბოლო ხანებში მათმა რიცხვმა იმატა.

ამერიკის კოლონიზაციამ და ქალაქების გაფართოებამ ხელი შეუწყო პუმების შევიწროებას. მათ დატოვეს ძველი საცხოვრებელი ადგილები, თუმცა კონტინენტის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ რჩება მათი გავრცელების ზონად. პუმა კარგად ცნობილი იყო ინდიელებისთვისაც. იგი ხშირად გვხვდება მათ კულტურაში.

პუმა ყველაზე დიდია მცირე კატების ქვეჯგუფიდან. ვარაუდობენ, რომ ეს ქვეჯგუფი წარმოიშვა აზიაში 11 მილიონი წლის წინ. ამ სფროში ცოდნის უმეტესი ნაწილი ეყრდნობა ნამარხებზე და მიტოქონდრიულ დნმ-ზე ჩატარებულ გამოკვლევებს.

უახლესმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თანამედროვე ვეფხვისებრი კატების, ფოცხვერის, და პუმას წინაპრები ბერინგის ხიდის (რომელიც გამყინვარების პერიოდში ციმბირსა და ალასკას აერთებდა) საშუალებით ამერიკაში მოხვდნენ დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ. მეცნიერების აზრით თანამედროვე პუმა და იაგუარუნდი ენათესავებიან აზიურ და აფრიკულ ავაზებს, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე გაურკვევლად რჩება. ერთი ვერსიის მიხედვით ავაზების ხაზი გამოეყო პუმებს ამერიკაში და თვითონ დაბრუნდა აზიასა და აფრიკაში. მეორე ვერსია კი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ამერიკაში მიგრაციამდე ავაზები ცალკე გვარს წარმოადგენდნენ.საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩრდილოამერიკულ პუმებს ერთმანეთთან ძლიერი გენეტიკური მსგავსება ახასიათებთ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბოლო გამყინვარების ხანის განმავლობაში პუმების რიცხვი მკვეთრად შემცირდა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი ხელახლა აითვისა სამხრეთიდან გადმოსული პუმების მცირე ჯგუფმა. თანამედროვე ჩრდილოამერიკული პუმები მათი შთამომავლები arian.

ფიზიკური მახასიათებლები :პუმა საკმაოდ მასიური და მოქნილი კატაა. ზრდასრული ინდივიდების სიმაღლე მხრებამდე 60-70 სმ-ს აღწევს, ხოლო საშუალო სიგრძე ცხვირიდან კუდის ბოლომდე კი 2.4 მ, თუმცა შეიძლება 1.5-2.7 მეტრს შორის მერყეობდეს. მამრების საშუალო წონა 53-72 კილოგრამია, მდედრებში ეს მაჩვენებელი 34-38 კგ-მდე მცირდება. ყველაზე პატარა პუმები ეკვატორის სიახლოვეს გვხვდებიან, ყველაზე დიდები კი პოლუსებისკენ.

პუმას თავი მრგვალია, ყურები – წვეტიანი. მისი ძლიერი კისერი და ყბები ხელს უწყობს დიდი ნადავლის დაჭერასა და შეკავებას. განვითარებული ბრჭყალები და წინა ფეხები მორგებულია პუმას ნადირობის პრინციპს.

პუმა თითქმის იაგუარის ზომისაა, მაგრამ ნაკლებ კუნთოვანი და ძლიერია. როდესაც ამ ორი სახეობის გავრცელების ზონები ერთმანეთს კვეთს, პუმები საშუალოზე პატარები იზრდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ლეოპარდისა და პუმას საშუალო წონა თითქმის ერთნაირია, ამ უკანასკნელს დიდ კატებს არ მიაკუთვნებენ, რადგან ვერ ღრიალებს. შინაური კატების მსგავსად, პუმები დაბალ, სისინის მაგვარ ხმას გამოსცემენ. ისინი ასევე ცნობილი არიან თავიანთი უცნაური ”ყვირილით”, თუმცა ამ ხმას ზოგჯერ სხვა ცხოველების ხმაში ურევენ.

პუმას ბეწვი ერთი ფერისაა, მაგრამ სხვადასხვა ინდივიდებში შეიძლება იცვლებოდეს მოვერცხლისფრო-ნაცრისფრიდან მოწითალომდე. ახალშობილებს ლურჯი თვალები და კუდის ბოლოს ზოლები აქვთ, ხოლო მათი ბეწვი დაწინწკლულია. მელანიზმის შემთხვევები პუმებში არასოდეს დაფიქსირებულა. ტერმინი ”შავი პანთერა” ხშირად გამოიყენება მელანისტურ კატებთან, ძირითადად იაგუარებსა და ლეოპარდებთან მიმართებაში.

პუმას საკმაოდ მოზრდილი თათები და პროპორციულად ყველაზე დიდი უკანა ფეხები აქვს კატების ოჯახში. ეს გრძელ დისტანციაზე ხტომის საშუალებას აძლევს. ყველაზე დიდ ნახტომად დაფიქსირებულია 5.4 მეტრი ვერტიკალურად, ხოლო ჰორიზონტალური ნახტომი შეიძლება 6-12 მეტრი იყოს. პუმა 55-72 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, მაგრამ იგი ხტომისთვის უფროა ადაპტირებული, ვიდრე დიდ მანძილებზე დევნისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ პუმა წყალთან არ არის ასოცირებული, იგი კარგად ცურავს.

ი რ ე მ ი

ირემი (Cervus), წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი – ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის “სარკე”. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს – პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.

გ ვ ე ლ ი

გველები (Serpentes ან Ophidia) ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.

გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არა აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა.

ს პ ი ლ ო

სპილოსებრნი (Elephantidae) ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანების რიგისა. ტანად დიდი ცხოველები არიან. მათი სიმაღლე 3,5 მ, ხოლო მასა -4-5 ტ აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. ოჯახობა სპილოს ორი სქესის სამ სახეობასა მოიცავს.

აფრიკული სპილოები, Loxodonta

აფრიკული სავანის სპილო, Loxodonta africana

აფრიკული ტყის სპილო, Loxodonta cyclotis

ინდური სპილოები, Elephas

ინდური სპილო, Elephas maximus

დანარჩენი სახეობები, მათ შორის, მამონტები (Mammuthus), გამყინვარების პერიოდში ამოწყდნენ, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინათ დასრულდა. ვარაუდობენ, რომ სპილოები მეოთხეულ პერიოდში გაჩნდნენ. სპილოებზე ნადირობენ მათი ეშვების მოსაპოვებლად, რომელიც მორთულობებსა და სამკაულებში გამოიყენება. სპილოსებრთა საბოლოო გადაშენებისგან დასაცავად, ისინი საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანეს. ინდური სპილოები ადვილი გასაწრთვნელია. მათ ტრანსპორტის სახითაც გამოიყენებენ რთულად მისადგომ ადგილებში მორების გადასაზიდად. ინდურ სპილოს შევხვდებით ცირკშიც. აფრიკული სპილოები არ იწრთვნება.

პირველად ვდებ პოსტს და კიდევ!-გაგრძელება შემდეგში ;) ბოდიშით, რომ სურათები არაა, მეორე ნაწილში იქნება :)

წყარო: ვიკიპედია

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Back to top button