არქივი

“რენჯ როვერ სენტინელი” AVO’s პირველი შეჯავშნული მანქანა

239714960127

“ლენდ როვერის” SVO-მ (მანქანების სპეციალური ოპერაციების დივიზიამ) წარმოადგინა პირველი შეჯავშნული მანქანა “რენჯ როვერ სენტინელი”. მანქანა დაფუძვნებულია სტანდარტულ მოდელზე და მიღებული აქვს VR8 კლასის დაცვის სისტემა. VR8 დონე უძლებს 7.62 მმ და ცეცხლგამჩენ ვაზნებს. ამასთანავე DM51 ტიპის ხელყუმბარას (ასევე იატაკი) და 15 კგ ტროტილის აფეთქებას. ეს ყველაფერი კი შეკვეთით დამზადებული პროგრამის “6 ნაწილიანი მგზავრის ჯავშანის” დამსახურებაა რომელიც ეკუთვნის “Super high-strenght steel-ს”. სტანდარტული შუშები შეცვლილია მრავალ-ფირფიტოვანით რომელიც უძლებს ინტენსიურ ცეცხლს მძღოლისთვის და მგზავრებისთვის.

06c34d73bdc4

“სენტინელის” VR8 ასევე უძლებს ბალისტიკურ საფრთხეს რომელიც “QinetiQმა” დაამზადა. კომპანია არის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი კვლევის საააგენტო.

სავალი ნაწილი განახლებულია რომელიც უზრუნველყოფს “რენჯ როვერის” ლეგენდარულ კონფორტს, ამის გამო მართვა არის საკმაოდ შეკავებული. “სენტინელს” აქვს იგივე ტესტირება გავლილი რაც სტანდარტულს აქედან გამომდინარე “ოფ-როუდის” სისტემა ისეთივეა რითაც “ლენდ როვერია” განთქმული.

3ea9844f28e5

მას გააჩნია ანტი-ფალსიფიცირების მქონე გამოსაბოლქვი სისტემა, ასევე თვით-შემაჩერებელი საწვავის ავზი(მანქანის დაზიანების შემთხვევაში სისტემა ხელს უშლის ბენზინის გადინებას და აალებას. სისტემა გამოიყენება 2 მსოფლიო ომიდან მოყოლებული), სათადარიგო ბატარიით და გაყოფილი დატენვის სისტემით. მძღოლის შუშა იწევა 100მმდე ისიც იმიტომ რომ საბუთები გადასცეს/გადასცენ. მანქანის კარკასს შიგნიდან “აკრავს” ანტი-მსხვდევადი შუშა რომელიც მანქანას უფრო დაცულს ხდის.

მანქანას გააჩნია 20 ინჩის მქონე დისკები და შენადნობი საბურავები რომელიც უზრუნველყოფს მანქანის სიარულს თუკი იგი ჩაიფუშა. მას ასევე გააჩნია სარადარიგო 3.0 ლიტრი მოცულობის V6 ძრავი 340 პონით რომელიც გადაბმულია სპეციალურად-დაკალიბრებულ 8 სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან. ასევე მისი 380მმ წინა და 365მმ უკანა დისკის დამჭერები მაღალ სიმჭიდროვეს უზრუნველყოფს დამუხრუჭებისას როდესაც საჭიროა.

7789259c453b

ჩვეულებრივ მთავარი კარებები დაბლოკილია, ამისთვის არის საავარიო გასასვლელი უკანა კარებების სავარძლებთან რომელიც უზრუნველყოფს მგზავრის და მძღოლის გამოსვლას.

“სენტინელი” ხელმისაწვდომია გაერთიანებულ სამეფოში, ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში და შუა აღმოსავლეთში VR8 ტიპის დაცვის სისტემით.

შეკვეთა შესაძლებელი იქნება 2015 წლის სექტემბრიდან, ფასი კი 400.000 ევრო იქნება და გარანტია 3 წელი ან 50.000 მილი

 

წყარო – cobrasautozone.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button