საკითხავისასარგებლო

პეტრე ჩაიკოვსკი 170

ef1234d552a4
ალბათ ყველას გაგიგიათ პეტრე ჩაიკოვსკის შესახებ…დღეს მისი 170 წლის იუბილეა…

დღეს არის ყველასთვის ცნობილი რუსი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის 170 წლის იუბილე.. მართლაც რომ გენიალური შედევრები დატოვა მან.. მინდა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ მის შესახებ…

პეტრე ჩაიკოვსი ,კომპოზიტორი რომლის მუსიკა ყველასთვის ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად რუსული ხასიათის, მდიდარის ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვინემ მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსი დაიბადა ვოტკინსკში,1840 წლის 7 მაისს.

მამამისი – ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე – ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახევარდა ზინადა, უფროსი ძმა ნიკოლოზი და უმცროსი ალექსანდრა, იპოლიტი და ტყუპები: მოდესტი და ანატოლი.

პეტრეს მშობლებს უყვარდათ მუსიკა. დედამისი უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში ედგათ მექანიკური ორგანი, რომლის მეშვეობით პატარა პეტრემ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა “დონ ჟუანი”.იმ დროს, როდესაც ოჯახი ვოტკინსკში ცხოვრობდა მათ საღამოობით ხშირად უწევდათ მოესმინათ რუსული ხალხური სიმღერები, ნამღერი ქარხნის მუშებისა და გლეხების მიერ.

მას ეკუთვნის ოპერები : “ვოევოდა,უნდინა,ორპიჩნიკი ,მჭედელი ვაკულა ,ევგენი ონეგინი ,ორლეანელი ქალწული ,მაზეპა ,ჩერვიჩკი ,პიკის ქალი ,იოლანტა”…ბალეტები : “გედების ტბა ,მძინარე მზეთუნახავი ,მაკნატუნა”

b81972614c99

მაკნატუნა

ჩაიკოვსკი იმყოფებოდა ბორჯომში 13/25 ივნისიდან 6/18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმა ანატოლისთან ერთად. ექიმის რჩევით ის დარჩა ბორჯომში ჯანმრთელობის გამოკეთებისთვის. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სუიტა “მოცარტიანა”ს გაორკესტრებაზე. და დაასრულა ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები “Бпажен, кто улыбается” და გააკეთა სექსტეტი Souvenir de Florence-ს ჩანაწერები.
ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ წერა: “ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში”

22ea105b5655

გედების ტბა

e079a90727d7

ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, ”პათეტიკური” სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო.სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო. დღეისათვის ”პათეტიკური” ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად.
ტრადიციულად ჩაიკოვსკის სიკვდილს მიაწერენ ქოლერის ეპიდემიას, რომელიც მაშინ ქალაქში მძვინვარებდა. თუმცა ალტერნატიული ვერსიით ითვლება რომ თავი მოიკლა..

55a7f55a3195

გთავაზობთ მის მის მიერ წარმოთქმულ რამდენიმე ფრაზას :

1.ერთადერთი ინტერესი, რომელიც მაკავშირებს ცხოვრებასთან, ეს ჩემი შემოქმედებაა.
2.სილამაზე მუსიკაში მდგომარეობს არა ეფექტებისა და ჰარმონიული დახვავებაში, არამედ უბრალოებისა და ბუნებრიობაში.
3.გახსოვდეთ, გენიოსობის ნიშნით აღბეჭდილი ადამიანიც ვერაფერს შექმნის არამცთუ დიდებულს, საშუალოსაც კი, თუ იგი ჯოჯოხეთურად არ შრომობს. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს მინიჭებული, მით უფრო მეტს უნდა შრომობდეს იგი.
4.ჰაიდნი აუცილებელი და მტკიცე რგოლია კომპოზიტორ-სიმფონისტების ჯაჭვში… მან უკვდავყო თავისი სახელი თუ გამოგონებით არა, ყოველ შემთხვევაში სონატისა და სიმფონიის იმ ჩინებული, იდეალურად გონივრული ფორმით, რომელიც შემდეგში სისრულის და სილამაზის უმაღლეს ხარისხამდე აიყვანეს მოცარტმა და ბეთჰოვენმა.
5.შუმანის მუსიკა გადაგვიშლის ახალი მუსიკალური ფორმების მთელ სამყაროს, ეხება სიმებს, რომლებსაც არ შეეხებიან მისი დიდი წინამორბედები.
6.მე ვლაპარაკობ მუსიკალურ ენაზე იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს რაიმე სათქმელი.
7.მგონია, რომ მე დაჯილდოებული ვარ თვისებით – მართლად, გულწრფელად და უბრალოდ გამოვხატო მუსიკით ის გრძნობები, განწყობილებები ან სახეები, რომლებსაც შთამაგონებს ტექსტი. ამ გაგებით მე რეალისტი და ჭეშმარიტი რუსი ადამიანი ვარ.
8.მხოლოდ იმ მუსიკას შეუძლია გულში მოხვედრა და აღელვება, რომელიც შემოქმედის სულის სიღრმიდან მოედინება.
9.ღმერთო ჩემო! რა მოკლეა სიცოცხლე! რამდენი რამ უნდა გავაკეთო ვიდრე ვიგრძნობ, რომ დროა შევჩერდე!
10.ჩემი რწმენა მომავლის სამართლიან განაჩენში ურყევია. მე წინასწარ სიცოცხლეშივე ვტკბები დიდების იმ მცირედი ნაწილით, რომელსაც რუსული ხელოვნების ისტორია მომანიჭებს.
11.ჩემი ღრმა რწმენით, მოცარტი არის უმაღლესი, კულმინაციური წერტილი, რომელსაც მუსიკის სფეროში მიაღწია სილამაზემ.
12.იმას, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას შევწირე , მოცარტს უნდა ვუმადლოდე. მან მისცა ბიძგი ჩემს მუსიკალურ ძალებს, მან მაიძულა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე შემყვარებოდა მუსიკა.
13.გენიალური მოხუცი ვერდი “აიდასა” და “ოტელოში” იტალიელ მუსიკოსებს ახალ გზებს უკვლევს.

0adf7034c8cd

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button