არქივი

ქართველობა ტეხავს?!

z3bbp

ამ ბოლო დროს გამიჩნდა ეს კითხვა,მინდა გაგანდოთ ჩემი აზრი ამის შესახებ,იმედია არ გამკიცხავთ

ეს კითხვა დამებადა დღეს როცა ჩემ პოსტზე ერთერთი კომენტარი ვნახე და მინდა რომ რაღაც გითხრათ ამის შესახებ..ვეცდები ეს პოსტი ნაკლებად კრიტიკული იყოს,ბევრს არ გავაჭიანურებ და პირდაპირ ვუპასუხებ კითხვას,მე მიტყდება ქართველობა და ეხლავე აგიხსნით რატომაც..მოკლედ 6 წელი ვიცხოვრე სხვა ქვეყანაში,სულ ბავშვი ვიყავი იქ რომ ჩავედი და უკვე დიდი ვიყავი რომ წამოვედი,სკოლაში ვსწავლობდი ჩვეულებრივად და იქაური მეგობრებიც მყავდა,რათქმაუნდა ქართველი მეგობრებიც მყავდა იქ და უმეტეს დროს მათთან ვიყავი..ყველაფერი დაიწყო მაშინ როცა მეექვსე კლასში ვიყავი და სკოლის ბუფეტი “გატეხეს”,მოკლედ იყო ერთი ამბავი და ქურდები რომ დაიჭირეს ქართველები აღმოჩნდნენ,იმის მერე იქაური მეგობრები დავკარგე,უფრო სწორედ დავშორდით ერთმანეთს და ისე ახლო ურთიერთობა აღარ გვქონდა,მარტო ერთთან ვიყავი მაგრად და ის ყველაზე მაგრად მიგებდა,დანარჩენები სახლშიც არ მიშვებდნენ და თუ შემიშვებდნენ ხელებზე მიყურებდნენ,ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მოსაბეზრებელია და აუტანელი..გავიდა რამოდენიმე თვე და 25 დეკემბერს (ახალი კალენდრით შობას) ერთი ქართველი მოკვდა,გაიჩხირა და ბევრი მოუვიდა..იმის მერე კი სულ მესმოდა და ყოველთვის თავში მიტრიალებდა “ქართველები დაიჭირეს”,ქვეყანა რომელშიც კოკა-კოლის მაცივრები ღია იყო და ხალხს იმის არ ეშინოდა რომ მოიპარავდნენ უცბად დიდი ბოქლომები დაედო,მანქანები რომლის მინებიც ღამე ჩაწეული იყო და ზედ გასაღებიც კი ეკეთა უცბად “დაილუქა”,მეზობლები ყველანაირად ცდილობდნენ გაგვრიდებოდნენ და ჩვენთან ახლო ურთიერთობა არ ქონოდათ იმის მიუხედავად რომ ჩვენ არაფერს ვაშავებდით..მოკლედ ქვეყანა აირია და უკვე ადგილობრივებმაც დაიწყეს ქურდობა მაგრამ ქართველებს აბრალებდნენ..მოკლედ ახალ მეგობრებს თუ გავიცნობდი არ ვეუბნებოდი რომ ქართველი ვარ და ეს ტყუილი მარტო იმისთვის მჭირდებოდა რომ ბევრი მეგობარი მყოლოდა..

რატომ ტეხავს ქართველობა?მე ამ კითხვაზე ერთი პასუხი მაქვს: იმიტომ რომ სადაც წავიდნენ ცუდი სახელი დატოვეს..ეს სიმართლეა?რამდნეი ადამიანი გვყავს ვითაც შეგვიძლია ვიამაყოთ,შოთა რუსთაველი,ვაჟა-ფშაველა,ილია ჭავჭავაძე,აკაკი წერეთელი,მიხეილ ჯავახიშვილი,ექვთიმე თაყაიშვილი და ა.შ..დამიჯერეთ ამ ხალხით მარტო საქართველოში თუ იტრაბახებთ რადგან უცხოეთში ძალიან ცოტა ადამაინმა იცის ამათ შესახებ,ისიც უფროსებმა და ჩემი თაობის ახალგაზრდობა ვაბშე აზრზე არაა,ამიტომ იქ შოთა რუსთაველით ვერ ვიტრაბახებდი..ძალიან ბევრს ვიცნობ ისეთშ ვინც პატიოსნად შრომობდა და ისე შოულობდა ფულს და იმათაც ვიცნობდი ვინც იპარავდა ან წამალს იკეთებდა,სწორედ მაგ “ქართველების” გამო მიტყდებოდა ქართველობის და არ მინდოდა ჩემზეც ეფიქრათ ქურიაო,ყველასთან მეგობრულ ურთიერთობას ვიჭერდი მაგრამ მარტო ერთი ადამიანის სურვილი არაა საკმარისი ურთიერთობისთვის..ბევრთან უსიამოვნებაც მომივიდა მაგრამ რა მიპასუხეს იცით? “ქართველებზე სულ ცუდი მესმის,იპარავენ,კლავენ და ნარკომანები არიან,შეგიძლია მითხრა რომელიმე კვიპროსელი ვინც იპარავს ან ნარკომანია?” ამ დროს რა უნდა მეპასუხა არ ვიცოდი,უბრალოდ ვჩუმდებოდი,რომ ვფიქრდებოდი მართლებიც იყვნენ,ქვეყანა რომელშიც არაფერი იკარგებოდა უცბად ყველაფერი დაიკარგა..ერთ მაგალითს გეტყვით,სკოლაში ერთმა ბავშმა 20 ლირა (კვიპროსული და არა თურქული,დაახლოებით 78 ლარია) იპოვა,დირექტორს მისცა და ირექტორმაც ბავშვები ეზოში შეგვკრიბა,ამ ფულს კი პატრონი გამოუჩნდა და ერთი ქართველისგან გავიგე “მე ამის ადგილას ჯიბეში ჩავიდებდი”..ხომ ხედავთ განსხვავებას?ჩამოვედი და ვეცადე იგივე კამეკეთებინა,ერთხელ მაღაზიაში ლუდი და რაღაცეები ვიყიდე,20 ლარიანი მივეცი და იმის მაგივრად რომ 15 მოეცა 25 მომცა ხურდა,ანუ 10 ლარი შეეშალა და უკან დავუბრუნე,მლოცა მაგრამ ლოცვა გულიდან უნდა მოდიოდეს და არა პირიდან,2 თუ 3 დღე გავიდა და ხურდაში 20 თეთრი მომატყუა,უბრალოდ გამიტყდა და თავი იდიოტად ვიგრძენი..

სულ იმას ვიხსენებ რომ დიდი ისტორია გვაქვს,რამდენი იმპერია არსებობდა და ქართველები დღემდე არსებობენ,გვყავდა უდიდესი მეფეები და უდიდესი მწერლები,ქართველი პირველი ევროპელი ადამიანი იყო და ვერ ვხვდები რატომ ვართ ესეთი საცოდავი ქვეყანა?თუნდაც კვიპროსი სადაც 6 წელი მაქ გატარებული,დამოუკიდებლობა 70 წელს მოიპოვა,ფაქტიურად მაშინ იწყება მათი ისტორია და სანამ კრიზისი დაიწყებოდა ეს ერთი პატარა კუნძული საქართველოს ბევრად ჯობდა,ქვეყანას რომელსაც რამოდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს როგორ შეიძლება ესეთი დაქცეული იყოს?ან რატომ უნდა იყოს სხვა პატარა ქვეყნის წარმომადგენლები უფრო დალაგებულები ვიდრე დიადი ისტორიის მქონე ქართველი?ალაბთ მიხვდით რატომაც მიტყდება ქართველობის და სანამ გამაკრიტიკებთ ან რამე ისეთს დაწერთ თქვენ თავს დაუსვით კითხვა: თქვენ რომ ჩემს ადგილას იყოთ,არ გემეგობრებოდნენ,პატივს არ გცემდნენ და ხელებზე გიყურებდნენ,ეს კი მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ხარ,არ გაგიტყდებოდათ?შეიძლება ეს პოსტი არაპატრიოტულად ჩათვალოთ მაგრამ თუ დაფიქრდებით მიხვდებით რომ ეს არაპატრიოტული კი არა პატრიოტულია,ილია ჭავჭავაძესაც აქვს დაწერილი “ბედნიერი ერი” სადაც ქართველ ერს ანადგურებს სარკაზმით მაგრამ პატრიოტი იყო..ილია ჭავჭავაძეს არც ვედრები და არც ვცდილობ მას დავემსაგვსო,უბრალოდ იმიტომ დავწერე ეს პოსტი რომ დაფიქრდეთ და ეცადოთ სხვა დიდი ქართველებივით ასახელოთ საქართველო,მე ვეცადე ქართველების ღირსება დამეცვა მაგრამ ფაქტები ჩემ წინააღმდეგ იყო,ამიტომ ბედს შევეგუე…

Luka Japaridze | Create Your Badge
100001108967378.1923.875278685

მსგავსი ამბები

Back to top button