გასართობისასარგებლო

“რა? სად? როდის?”

0a1f6595115f
რა? სად? როდის? კითხვების მორიგი კრებული

1.ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში “ოდისევსის დაბრუნება” ნოდარ დუმბაძემ აღწერა თუ როგორ იმოგზაურა ა.შ.შ-ში. ამერიკაში არსებული რასისტული დაპირისპირებები მან შეადარა ერთ თამაშს.რომელ თამაშს?

2.1922 წელს ამ ადგილს გადაუფრინა ამერიკულმა თვითმფრინავმა,რომლის პილოტმაც პირველმა აღმოაჩინა ამ ადგილის თავისებურება და უცნაურობა.დღეს ამ ადგილის შესახებ უამრავი აზრი არსებობს.ერთ-ერთი ამ აზრთაგანი კი ამ ადგილს არაპლანეტური სიცოცხლის არსებობის დამამტკიცებელ საბუთადაც მიიჩნევს.დაასახელეთ ქვეყანა სადაც ეს ადგილი მდებარეობს.

3.დღეს ბევრს ჰგონია,რომ X შექმნა Y-მა.სინამდვილეში კი X ვინმე იუბ აივერქსმა შექმნა,რომელიც ცნობილი იყო იმით,რომ ძალიან სწრაფად და ლამაზად ხატავდა ცხოველებს .Y-მა მხოლოდ “აალაპარაკა X”.პირველად X-ის შესახებ მსოფლიომ 1928 წელს შეიტყო.მე არ გეკითხებით ვინ იყო Y.დაასახელეთ X.

4.დაასახელეთ ტექნოლოგიური მოწყობლობა,რომელიც იწვევს ე.წ. “ვამპირის ეფექტს”.ეს მოწყობილობა დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს ექნება და ხშირად იყენებს კიდეც.

5.ცნობილია რომ ჯ.კამერონის ფილმში “”ტიტანიკი” დაშვებულია რამდენიმე შეცდომა. მაგალითად 1912 წელს (როცა ტიტანიკი ჩაიძირა) X იყო თეთრი და არა მწვანე,როგორც ეს “ტიტანიკშია” ნაჩვენები.X მწვანედ “ტიტანიკის” ჩაძირვიდან დიდი ხნის შემდეგ შეღებეს.რა არის X ?

6.ანტიკურ სამყაროში-კართაგენი, ესპანეთში-ვილა ნოვა, პორტუგალიაში- ვილა ნუევა, გერმანიაში- ნოიშდადტი.ასეთი სახელწოდების ქალაქი საქართველოშიც არის.თუმცა ყველაზე ცნობილი ასეთი სახელწოდების ქალაქი იტალიაშია.დაასახელეთ ეს ქალაქი.

7.”ამბობენ, რომ სამყაროს ერთ ნაწილში პეპლის მიერ მოქნეულმა ფრთამ შეიძლება ტაიფუნი გამოიწვიოს სამყაროს მეორე ნაწილში”.დაასახელეთ ფილმი რომელიც იწყება ამ სიტყვებით.

8.ხანდახან საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობაში მყოფ განსაკუთრებით დიდი სიგრძის მქონე ტრაილერებს წინ და უკან მიკრული აქვთ ამ შინაური ცხოველის გამოსახულება.დაასახელეთ ეს ცხოველი (აბსოლუტურად ზუსტად და კონკრეტულად)

პ.ს. არცერთი კითხვა არცერთი საიტიდან არაა დაკოპირებული.ყველა ჩემი დაწერილია და არ დაიწყოთ ეს კითხვები ვიციო.შეიძლება იცოდეთ მხოლოდ ფაქტი,კითხვები კი ჩემი დაწერილია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close