არქივი

კურიოზები აინშტაინზე ;)

b9c758a054e3
,,ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე.;) ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს“-ცნობილი ფიზიკოსის აინშაინის სიტყვებია. ამ ფრაზიდანაც ჩანს, რომ ამ დიდ მეცნიერს შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. და მართლაც, მისი ცხოვრებიდან უამრავი კურიოზული ფაქტია ცნობილი:

• მერლინ მონროს თურმე ძალიან მოსწონდა აინშტაინი, ერთხელაც, როდესაც ამ ცნობილ მსახიობ ქალს მიეცა საშუალება ახლოს გაეცნო ეს გენიოსი, დარცხვენის გარეშე უთხრა : “პროფესორო, რას იტყვით, შვილი ხომ არ გაგვეჩინა მე და თქვენ , რა ბავშვი გამოვა ხომ იცით – ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება !” , აინშტაინმა კი სერიოზულად მიუგო :” ბავშვის შექმნის პროცესის წინააღმდეგი არ ვარ, მაპატიეთ, მაგრამ პირიქით რომ გამოვიდეს ბავშვი : ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება, ამას ვერიდები”. :lol:

• როდესაც აინშტაინი ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მისი მძღოლი მუდამ ესწრებოდა თან. იმდენჯერ, რომ უკვე ზეპირადაც იცოდა აინშტაინის ლექციები. ერთხელაც, როდესაც მორიგი ლექციის წასაკიTხად მიყავდა მას ეს დიდი ფიზიკოსი, აინშტაინმა მანქანაში განაცხადა, რომ ძალიან ეზარება ახლა ლექციის წაკითხვა. მძღოლმა კი შესთავაზა, მოდი შენს მაგივრად მე წავიკითხავ, ტანსაცმელი გავცვალოთო. აინშტაინი ბუნებით იუმორისტი იყო და დაეთანხმა.
მართლაც, კოსტიუმში გამოწყობილი მძღოლი და მის უნიფორმაში ჩაცმული აინშტაინი შევიდნენ აუდიტორიაში. მძღოლმა მშვენივრად წაიკითხა ლექცია, თვით აინშტაინი კი მძღოლის ამპლuაში იჯდა.

როცა დაასრულა ფსევდო-აინშტაინმა ლექცია, აუდიტორიის მსმენელმა მას რაღაც კითხვა დაუსვა ლექციის ირგვლივ და განმარტება თხოვა. მძღოლი არ დაიბნა და მას გასცა ასეთი პასუხი:

-თქვენი კითხვა იმდენად მარტივია, რომ ამაზე ჩემი მძღოლიც კი გიპასუხებთ! და მიმართა ხელი აინშტაინისაკენ. მძღოლ-აინშტაინს კი ისღა დარჩენოდა დეტალურად გაეცა პასუხი (რა დააპოლეს ის ფიზიკოსი :aaa: )

• აინშტაინი ძალიან ამაყობდა, რომ ვიოლინოს კარგად უკრავდა. ერთხელ როდესაც ის ერთ სალონში პუბლიკის წინ ვიოლინოს უკრავდა, სადაც პირველ რიგში დრამატურგი ფრანც მოლნარი იჯდა. მოლნარმა სიცილი ვერ შეიკავა აინშტაინის დაკრულს უსმენდა რა და უკვე ხარხარიც დაიწყო. შეწუხებულმა ფიზიკოსმა შეწყვიტა ვიოლინოზე დაკვრა და გულნატკენი მიმართა მას :” ბატონო მოლნარ, რა გაცინებთ ასე თავგამოდებით ? განა მე გინახივართ რომ ვიცინოდე, როცა თქვენს კომედიებს ვკითხულობ???” :dasja: :D

• ერთ დღეს აინშტაინი შეხვდა თავის კოლეგას ეზოში და ეუბნება: “დღეს საღამოს აუცილებლად მოდით ჩემთან, პროფესორი სმითსონიც იქ იქნება!”, კოლეგა გაკვირვებული უყურებს და პასუხობს: “კი მაგრამ,სმითსონი მე ვარ“

აინშტაინი_“არაუშავს, მაინცმოდით!“ :dabneuli:

• აინშტაინმა 10000დოლარიანი ჩეკი წიგნის სანიშნად გამოიყენა და შემდგომ ის წიგნი დაკარგა? :armjera: :ae: :lol:

• აინშტაინს ორიანი ჰყოლია ფიზიკაში სკოლის პერიოდში :lol2: (გვიხაროდეს იქნებ რამე გვეშველოს :D )

იმედი მაქვს იხალისეთ :D

წყარო: gelatin.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button