საკითხავისაქართველოუკატეგორიო

ქართული ტელეკომპანიები.

0ffd20eeff6a

არ შემეძლო ორი სიტყვა არ მეთქვა ქართული ტელეკომპანიების შესახებ. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით!!

4c157d60254d

პირველი რომელზეც დავწერე ინპორმაცია ეს რუსთავი 2.სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. რუსთავი 2 კერძო კომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.

რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს ქართულ ენაზე. რუსთავი 2-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში. რუსთავი 2 გამოირჩევა ასევე სერილების სიმრავლით :dzili: რომელებიც ყველაზე უინტერესო და მომაბეზრებელია..!! კარგი მაგრამ რუსთავი 2 დაკარგა ჩემი აზრით ის დიდი რეპუტაცია რაც მას კონდა 5-4 წლის წინ,, მას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ადანაშაულებს დეზინპორმაციებში და სახელისუფლებო ბლოკის მიმხრობლობაში. ოპოზიციური ფრონტი დღემდე ცუდად არის განწყობილი ამ ტელეარხის მიმართ. ისინი ამ ტელევიზიას ხელისუფლების ჯიბის არხს უწოდებენ.. არ ვიცი ეს ეს არის თუ არა მაგრამ ის კი ვიცი რომ რუსთავი 2 სი გარეშე ქართული მედია სივრცე არ წარმომიდგენია ეს ტელეკომპანია იყო და არის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია საქართველოში

27f0bec28d06

ტელეკომპანია “იმედი” დაარსდა 2001 წელს. არხი მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. არხისადმი მაყურებლის ერთგულებას განაპირობებს: სწრაფად, ზუსტად და ამომწურავად გაშუქებული ახალი ამბები; პოლიტიკურ-სოციალური თოქ-შოუები; შემეცნებით-გასართობი, საგანმანათლებლო, ისტორიული, რელიგიური, სპორტული, იუმორისტული პროგრამები; ქართული და უცხოური სერიალები; მაღალი ხარისხის ადაპტირებული ფორმატები.

2007 წელს “ტელეიმედი” მაყურებელთა ყურებადობის მიხედვით, პირველ ადგილზე დამკვიდრდა და დღემდე საქართველოს სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად რჩება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ბაზა ტელეკომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დაფარვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაუწყებლობა. არხის შემოქმედებითი ჯგუფები გამართულ სტუდია-პავილიონებში აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან პროდუქციას. პირველად ქართულ ტელესივრცეში სწორედ “იმედმა” დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება.

“ტელეიმედი” სთავაზობს მაყურებელს პოპულარულ ტელესერიალებსა და ტელენოველებს; კინოჰიტებსა და კინოკლასიკას; დოკუმენტურ-შემეცნებით ფილმებს; ანიმაციურ სერიალებს. “იმედი” ახორციელებს პრესტიჟულ კინო და მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიებისპირდაპირ ტრანსლაციას.

“იმედი” აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას

“იმედი” არაერთი ჯილდოს მფლობელია

“იმედი” დაკომპლექტებულია პროფესიონალებით

ითვალისწინებს რა დღევანდელი ცხოვრების რიტმს – მოვლენების სწრაფ განვითარებას და საზოგადოების დაკვეთას, “ტელეიმედი” მუდმივი განახლებისადა ძიების პროცესშია. (ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის საიტიდან გადავწერე). ტელეკომპანია იმედმაც დაკარგა მოსახლეობის ნაწილის ნდობა,, ეს განსაკუთრებით ოპოზიციური ფრონტის მხარდამჭერებში. ამ ტელეკომპანიაზეც ანალოგიურად საუბრობენ როგორაც რუსთავი 2 ზე..!! იმედმა 13 მარტის იმიტირებული ქრონიკის შემდეგ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაუკარგა სურვილი ამ ტელეკომპანიას უყუროს.. (ეს გადაცემა არ უნდა ეკადრებინა იმედს ქართველი ხალხისთვის). ტელეკომპანია იმედში 2007 წელს სპეც დანიშნულების რაზმი შეიჭრა .. არხი გათიშული იყო საკმაო ხანი მაგრამ შემდეგ აღადგინა მაუწყებლობა..ასეა თუ ისე იმედიც ქართული მედია სივრცის ლიდერად კვლავ რჩება ( შორენას შოუს გამო ეს რა თქმა უნდა ხუმრობით :lol: ;) )

3eecd2f62439

შემდეგი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია . რომელიც აშკარა კრიზისშია ყოველ შემთხვევაში გარეადან ესე ჩანს ვინაიდან საკმაოდ მცირე მაყურებელი ყავს.. ( ესე არის ნამდვილად არც მიჩნდება სურვილი ამ ტელეარხს უყურო ვინაიდან ალბათ საინტერესო და კარგი არაფერია არ გადის) . საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის განსჯის საგანია. იქ უამრავი არჩევნები ჩატარდა არხის ხელმძღვანელის პოსტზე და დღემდე არულობა არის ამ არხის გარშემო.. ამ არხსაც აბრალებენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხელისუფლების მიმხრობლობაში..! საზოგადოებრივი მაუწყებელ ხალხის არხია და ის ხალხის მსახური უნდა იყოს და არა რომელიმე პირის თუ პარტიის ეს ჩემი სუბიექტური აზრია..! ჩემი აზრით ეს არხი მალე თავის ადგილზე დაბრუნდება და სათანადო ადგილს დაიკავებს ქართულ მედია სივრცეში!

81d514d6b221

შემდეგი ტელეკომპანია კავკასიაა არის. რომელიც არ გამოირჩევა დიდი ბიუჯეტით და უახლესი ტექნიკით მაგრა ამ არხს საკმაოდ დიდი რაოდენობის მაყურებელი ყავს..ეს არხი უმეტესად პოლიტიკური გადაცემებით არის დატვირტული . ეს არხი მკაფიოდ არის გადახრილი ოპოზიციური ფლანგისკენ. მაგრამ მე პირადად ამ არხს ხშირად უყურებ რადგან ჩემი აზრით ისინი ობიექტურად აშუკებენ მიმდინარე მოვლენებს

c6028c144961

შემდეგი Real-TV არის რომელიც მთლიანად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ამ არხსაც ხელისუფლების არხად მიიჩნევენ საზოგადოების ნაწილი.. სიმართლე გითხრათ არასოდეს არ გამჩენია სურვილი ამ არხს უყურო რადგან პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესბს. მართალი რო ვთქვათ ეს არხი არ გამოირჩევა დიდი ყურებადობით.

4c49c00ec64e

შემდეგი ტელეკომპანია მაესტრო ასევე პოლიტიკური ტელეკომპანია რომელიც ასევე ოპოზიციური ტელეკომპანია არის.. არ ტელეარხს საკმაოდ დახვეწილი საინპორმაცია გადაცემააა რომელიც (უკომენტაროდ )გადის. ასევე ამ ტელეკომპანიას მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებს. ამ არხის გარშემოც არის დიდი აჟიოტაჟი..მაგრამ არხი განაგრძობს მაუწყებლობას.

a3f05f959715

შემდეგი ტელეკომპანია მზე არის რომელიც სპორტულ შემეცნებით ხასიათს ატარებს. აქ ხშირად საფეხბურთო მატჩებს და სპორტულ გადაცემებს გადაცემენ.. ამიტომაც მსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უყურებს …

საერთო ჯამში ვერ გაიგებ კაცი ვერაფერს .რა ხდება ქართულ მედია სივრცეში მაგრამ ერთი კი არის რომ ამ საკითხში ძალიან ჩამოვრჩებიტ ევროპულ ქვეყნებს.. საქართველოში არხების უმრავლესობის გარშემო სულ დაძაბულობაა და არეულიბა… მაგრამ ერთი კი უნდა ითკვას ტელეკომპანიას ევალება მოსახლეობისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და არხი სრულიად ნეიტრალური უნდა იყოს რაც საქართველოში ნაკლებად არის!!!

წყარო ტელეარხების გვერდი(ჩვენს შესახებ)

მსგავსი ამბები

Back to top button