საკითხავისურათები

ობობები

a705fe149c4d
იცოდით, რომ 1.ობობები დედამიწაზე უკვე 350,00 წელია ცხოვრობენ.

2. აღმოსავლეთ აფრიკაში მეტად უცნაური ობობა ბინადრობს. ადგილობრივებმა დაარქვეს თოვლის ობობა, რადგან ის მთლიანად თეთრია. უცნაურია ის ფაქტი, რომ თოვლის ობობა შავ აბლაბუდებს აკეთებს.

3. მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ყველაზე დიდი ობობა ფეხების ჩათვლით სიგრძეში იყო 2,2 მეტრი. ფაქტიურად უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი ობობა მალევე მოკვდა, რადგან მისმა ფეხებმა ვერ გაუძლო თავისივე ტანის სიმძიმეს და მოტყდა.

4. როგორც მოგეხსენებათ, დედალი ობობების უმეტესობა ჭამს მამალს განაყოფიერების შემდეგ. სწორედ ამიტომ ზოგიერთმა მამალმა ობობამ ჭკუა იხმარა: ისინი დედალს ახვევენ აბლაბუდაში . როცა განაყოფიერება დამთავრდება, დედალი საქორწინო სარეცელზე დაბმული აღმოჩნდება და სანამ თავს გაითავისუფლებს მამალი გარბის.

5. გაინტერესებთ საიდან ჩნდებიან სახლში ობობები? ასეთი ობობების უმეტესობა სახლში თქვენი ტანსაცმლის საშუალებით ხვდება. 90% ტანსაცმლისა შეიცავს ობობების კვერცხებს, რომლებიც მათი საწყობში ყოფნის ან გემით გადაზიდვის დროს გაჩნდა. ადამიანების უმეტესობა ახალ ტანსაცმელს არ რეცხავს, სწორედ ამიტომ ობობები იჩეკებიან და თქვენს სახლში იწყებენ ცხოვრებას.

6. ალბათ გაგიგიათ ობობა „შავი ქვრივი“ მას ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ სიცოცხლის განმავლობაში ჰყავს უამრავი პარტნიორი, რომელთაგანაც არცერთს ტოვებს ცოცხალს.

7. ობობებს აქვთ 8 თვალი, 8 ფეხი, გარეგანი ჩონჩხი და ეშვები.

996f48d4b7a6

8. მამრი ობობები უფრო პატარები და სუსტები არიან ვიდრე მდედრები.

9. მსოფლიოში ობობის დაახლოებით 35,000 სახეობაა.

10. შემწვარ ობობას თხილი გემო აქვს.

11. ობობების სახეობებიდან მხოლოდ 27 არის ისეთი, რომლის შხამსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია.

12. ჩინელები ამტკიცებენ, რომ ობობები ფიზიკურად ბუნებრივი მიზეზებით არ იხოცებიან. მათ შეუძლიათ იცხოვრონ ძალიან დიდხანს. ამის დასადასტურებლად გეტყვით , რომ ჩინეთში ჰყავთ „წმინდა“ ობობების კოლექცია, რომლებიც დაიბადნენ საუკუნეების წინ, ჯერ კიდევ მანგ-ცუნის დინასტიის დროს.

13. არაქნიდი – ეს სიტყვა ბერძნული მითის თანახმად წარმოიშვა ახალგაზრდა ბერძენი გოგონას სახელის – არაქნისგან. მას ეხერხებოდა ქსოვა და მთელი დღეების განმავლობაში ქსოვდა და ართავდა. ქალღმერთი ათენა ამან გააბრაზა და გოგონა ობობად გადააქცია, რათა მთელი ცხოვრება ექსოვა. ბერძნულ მითოლოგიაში ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე მითია.

14. ობობის ქსელი თავიდან სითხის სახითაა, მაგრამ წამებში მას ჰაერი ამყარებს.
5244be9dcadd

15. ობობები თავიანთ საკვებს არ ღეჭენ. ისინი მსხვერპლს კბენენ, შხამი შიგნეულობას სითხედ გადააქცევს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ობობები სითხის ამოწოვას.

16. ობობების ფეხები დაფარულია თმით ან ბუსუსებით, ეს არის მათი შეგრძნების ორგანოები. სწორედ ამ ბუსუსების საშუალებით ობობა გრძნობს მისი აბლაბუდის ვიბრაციას როცა მსხვერპლი გაებმება მახეში და ასევე ბუსუსებით აღიქვამს სუნს ჰაერში.

17. მხტუნავ ობობებს ყველა სხვა ობობაზე უკეთესი მხედველობა აქვთ. ისინი ხედავენ 10-30 სანტიმეტრის მანძილზე.
5ddbe936ebd8

18. პატარა(ახალდაბადებული) ობობები ჭყეტელა ფერის არიან
924b361830f6

19. ძალიან საშიში შხამიანი ობობები არიან : შავი ქვრივი, ყავისფერი ქვრივი, წითელი ქვრივი და ყავისფერი „განდეგილი“. ისინი ფლორიდაში ბინადრობენ.

20. მამრი ობობები მხოლოდ ერთხელ ქორწინდებიან. (უკვე იცით, რომ ხშირ შემთხვევაში მათ დედლები ჭამენ)
09c21c200673

მსგავსი ამბები

Back to top button