არქივი

შავი ქვა და მისი უცნაური ისტორია

Kaaba stone stein

ქააბა – მუსლიმთა, კუბური ფორმის, წმინდა სალოცავი მექაში. ჰაჯის დროს იგი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილს და სიტყვა სიტყვით ითარგმნება, როგორც “წმინდა სახლი”. სწორედ მის აღმოსავლეთ კედელში 1,5 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს შავი ქვა, რომელსაც მეორენაირად შესაძლოა ქააბას ქვაც ვუწოდოთ.

cubeKaabaBlackStone

მუსლიმური გადმოცემების თანახმად შავი ქვა თავდაპირველად სამოთხეში მდებარეობდა, მაგრამ ალაჰმა იგი ადამს აჩუქა. ქვა თავდაპირველად თეთრი იყო, მაგრამ თანდათან გაშავდა, გაიჟღინთა რა ადამიანთა ცოდვებით.

არამუსლიმური ტრადიცია, რა თქმა უნდა, ქვას მეტეორიტად მიიჩნევს, მაგრამ ამის ცალსახად დადასტურება დღემდე ვერ ხერხდება, რადგან მეცნიერებს არ აქვთ მისი გამოკვლევის საშუალება (უფლება).

ისლამის წარმოშობამდე არც ისე დიდი ხნით ადრე, გაჩნდა ქააბას ტაძრის რეკონსტრუქციის საჭიროება, რადგან მისი კედლები ნელ–ნელა ინგრეოდა ხშირი წვიმების გამო. შედეგად შავი ქვა გამოიტანეს კედლიდან და დაიწყეს კედლების აღდგენა. მშენებლობის დასრულების შემდეგ დადგა ქვის თავის ადგილზე დაბრუნების დრო, მაგრამ კურაიშიტებს შორის გაჩაღდა ბრძოლა იმის შესახებ, თუ ვის უნდა დაებრუნებინა ქვა კუთვნილ ადგილზე. თითოეულ გამორჩეულ გვარს სურდა მიეღო მონაწილეობა ასეთ ღირსშესანიშნავ მოვლენაში და საკუთარ თავზე აეღო ქვის დაბრუნების პასუხისმგებლობა. კამათი 5 დღის მანძილზე არ წყდებოდა და იქმნებოდა იმის საშიშროება, რომ ეს ყველაფერი სისხლისმღვრელ ბრძოლაში გადართულიყო.

ყველაზე მოხუცმა და ბრძენმა კურაშაიტმა აბუ უმაია იბნ ალ–მუგირამ გამოთქვა მოსაზრება, რომ კურაშაიტების კამათი ქააბას ტაძრის პირველსავე მომლოცველს უნდა განესაჯა. მოხუცის აზრს ყველა დაეთანხმა და ამის შემდეგ თითოეული მათგანის მზერა ტაძრის შემოსასვლელისკენ იყო მიპყრობილი. უეცრად მათ დაინახეს, რომ ტაძარში მუჰამად იბნ აბდულაჰი შემოვიდა.  როდესაც მუჰამადს აუხსნეს საქმის ვითარება, მან გაიძრო საკუთარი ლაბადა, მიწაზე დააფინა და შავი ქვა მასზე დადო. მუჰამადის თხოვნით თითოეული გვარის მთავარმა მოკიდა ხელი ლაბადის კიდეს, რათა ყველას ერთად აეწია ქვა. ამის შემდეგ მუჰამედმა თავისი ხელით დააბრუნა ქვა კუთვნილ ადგილზე. ყველა გვარი კმაყოფილი დარჩა მუჰამადის გადაწყვეტილებით და ამის შემდეგ ქააბას ტაძრის მშენებლობაც განახლდა.

Mohammed kaaba 1315

930 წელს კარმატებმა დაიპყრეს მექა გაძარცვეს ქააბას ტაძარი და შავი ქვა ბაჰრეინში წაიღეს. მაგრამ 951 წელს, დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ ქვა კვლავ მექაში დააბრუნეს.

Blomkvist

My name is Mikael Blomkvist
Back to top button