არქივი

გაიგე მეტი

44104054426e

კომპიუტერული ვირუსი “წითელი პარასკევი” 13 დეკემბერს პარასკევ დღეს მოდის მოქმედებაში.
კრიკეტი ინგლისური თამაშია, პესაპოლო ფინური, იონა რუმინული.
ტროას ომი 10 წელი გაგრძელდა. ჰომეროსის “ილიადაში” ამ ომის ბოლო 54 დღეა აღწერილი.
ძველ საბერძნეთში ბაზარში მხოლოდ მამაკაცები დადიოდნენ.
“ვეფხისტყაოსანი” იაპონურად იპიე ფუკურუმ თარგმნა.
სათამაშო რულეტის ციფრთა ჯამი 666 უდრის.
ჰანიბალმა 4 ენა იცოდა, მითრიდატე პონტოელმა 22.
უვნებელ გველს თვალის გუგა მრგვალი აქვს, შხამიანს ოვალური.
მამლების ბრძოლას გალიერა ჰქვია.
საჭურისები არ მელოტდებიან.
კვირკველია ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარია.
მორდეხაი ლევი კარლ მარქსის ნამდვილი სახელი და გვარია.
კანიბალთა აზრით, ქალის ხორცი მამაკაცის ხორცზე უფრო გემრიელია.
მარათონის დისტანცია 42 კილომეტრია და 195 მეტრი.
ქალაქი ერევანი ერეკლე მეორეს ყოველწლიურად ხარკის სახით 3.000 თუმანს უხდიდა.
ამერიკელებმა რუსებს ალიასკაში 7 მილიონ 200 ათასი დოლარი გადაუხადეს.
რომაელებს 1 აპრილი სისულესის დღეთ ჰქონდათ გამოცხადებული.
კოღო წამში 600ჯერ აქნევს ფრთებს.
მიქელანჯელომ “დავითი” 26 წლის ასაკში შექმნა.
ჩაის სმის ტრადიცია 4ათასი წლისაა.
ქოლგა ჩინეთში გამოიგონეს.
მონეტის წინა მხარეს ავერსი ჰქვია, უკანას რევერსი, გვერდით მხარეს გურტა.
სილამაზის პირველი კონკურსი 1856 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა.
კიბორჩხალა 4000 სახეობის არსებობს, მათგან საჭმელად ყველა ვარგისია.
ვატიკანს 7 ბორცვი და 44 ჰექტარი ფართობი უჭირავს. ეს სამეფო რომის პაპს 1929 წელს მუსოლინმა აჩუქა.
“წავედით რომის პაპთან სასაუბროდ”  ამბობდნენ ჯვაროსნები ტუალეტში წასვლის წინ. “წავედით ფორუმზე”  ამბობდნენ რომაელები. ინკები “მზის შესახვედრად” მიდიოდნენ, რუსები “დათვზე სანადიროთ”  ვოლტერი კი ამ შემთხვევაში ამბობდა “წავედი მსოფლიო გონს გავესაუბრები”.

მსგავსი ამბები

Back to top button