არქივი

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სახის კანი (გოგონებისთვის)

410052c24a97
ლამაზი სახის კანი სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მოვლა, ამისათვის კი უმთავრესია ვიცოდეთ რა ტიპის სახის კანი გვაქვს. არსებობს ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური და შერეული ტიპის კანები და ყოველ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება.
იმისათვი რომ გაიგოთ რა ტიპის კანი გაქვთ, არ არის აუცილებელი კოსმეტიკური სალონი, ეს სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. პირველ რიგში, უნდა გაისუფთავოთ სახის კანი ოთახის ტემპერატურის წყლითა და საპნით, 1-2 საათის შემდეგ, რაც ცხიმის ფენა კვლავ წარმოიქმნება, დაიდეთ ტხელი ქაღალდი სახის მთელ ტერიტორიაზე. კანი ცხმიანია იმ შემთხვევაში, თუ ქაღალდზე გაჩნდება ცხიმის ლაქები; ნორმალურია, თუ ოდნავ თანაბრად შეიმჩნევა ცხიმის კვალი. მშრალი ტიპის კანი არავითარ ლაქას არ ტოვებს, შერეული ტიპის კანი კი ქაღალდზე ზოგიერთ ადგილას დატოვებს ცხიმის ლაქებს.
ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის ძალიან ეფექტურია ხილი, თუმცა ისინი სხვადასხვაგვარად მოქმედებს:
-გარგარი ამშვიდებს.
– ბანანი ასწორებს და არბილებს კანს
– მოცვი ავიწროებს ფორებს და კვებავს.
– ატამი ასწორებს კანს და არბილებს, აძლევს სასიამოვნო ფერს.
– ატამი და ჟოლო ატენიანებს და კვებავს.
– ლიმონი ათეთრებს და ფორებს ავიწროებს.
– მოცხარი ავიწროებს ფორებს და კვებავს.
– ქაცვი ახორცებს ჭრილობას, კვებავს და არბილებს.

9dcb4288a457

ცხიმიანი სახის კანი
გაწმენდა
ლ ი მ ო ნ ი – სახეს იწმენდენ ლიმნის წვენითა და ლიმნის ნაჭრით, ასევე ლიმნის წვენითა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).
გ ვ ი რ ი ლ ა- 1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.
მოვლა
ასეთი ტიპის კანი უნდა დაიბანოთ ყოველ დღე თბილი წყლითა და საპნით. ასევე სასურველია ლოსიონის ხმარება, რადგან ის ასუფთავებს კანს. მნიშვნელოვანი დაბინძურების სემთხვევაში კი სასურველია კსმეტიკურ კაბინეთში სახის გაწმენდა.
ნიღაბი
აიღეთ 1 სუფრის კოვზი ლუდის საფუარი და შეურიეთ მაწონს ან კეფირს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა დაიდეთ სახის ყველა ცხიმიან ადგილას და ნარევი გააშრეთ. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით.

ცხიმიანი კანის მოვლისას ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს რძემჟავა პროდუქტების გამოყენება. სასარგებლოა, თუ სახის კანს ყოველ საღამოს ამჟავებულ რძეში დასველებული ტამპონით გაიწმენდთ, გააჩერეთ 2-3 წუთით, რომ გაშრეს, რის შემდეგაც წაისვით მკვებავი კრემი ცხიმიანი კანისათვის -მატონიზირებელი, მადეზინფიცირებელი და ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით.

1514ef6c956d

მშრალი სახის კანი
გაწმენდა
ერთმანეტში ურევენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონს, 1კიტრის წვენს, ½ ჭიქა წყალსა და 1ს/კ არაყს, შემდეგ წურავენ და ინახავენ ცივ ადგილას. მიღებულ მასით სახეს იწმენდენ ყოველდღე.
მოვლა
სასურველია სახის დაბანა მცენარეთა ნაყენებით: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცელი. სასურველია დაბანის ნაცვლად ლოსიონის ხმარება, ასევე 30 წლის შემდეგ მკვებავი კრემების ხმარება.
ნიღაბი
მშრალი კანისთვის სასურველია დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველი ნიღბები, რაც ვიტამინებისა და ლიპიდების(ლეციტინის, ქოლესტეროლის) შეწოვაში ეხმარება. ხმარობენ ზეთის ნირაბს: წაისვით მენარეული ზეთი, დაიფარეთ სახეზე ქარალდი და პირსახოცით შეიფუთეთ. 15 წუთში კი ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.
შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, გაღივებული ხორბლის მწვანე წანაზარდებისაგან დაყენებული ზეთი და ლიმონის წვენი ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. მიღებული მასა სქლად დაიდეთ სახეზე და 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

1823a587b00c

ნორმალური სახის კანი
ნიღაბი
კანის გამოსაცოცხლებლად და გამოსაკვებად, ჭრიან ფორთოხალს ბრტყელ ნაჭრებად და იდებენ სახეზე.
სახის გამოსაკვებად ათქვეფილი კვერცხის გულს უმატებენ თითო ჩაის კოვზ ყურძნის წვენს, მცენარეულ ზეთს, ქერის ფქვილსა და არაჟანს. ნიღაბს ისვამენ 15-20 წუთი და იბანენ ჩაის სუსტი ნაყენით.
მოვლა
ყველაზე ადვილი მოსავლელი ნორმალური ტიპის კანია. დილიტ ასეთი ტიპის კანი უნდა დაიბანოთ ოთახის ტემპერატურის წყლით ან ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობით.პირის დასაბანად შეიზლება სხვადასხვა საპნის ხმარება (კოსმეტიკური,საბავშვო,სპერმაცეტული ,პალმის)დაბანის შემდეგ სახე კარგად უნდა შეიმშრალოთ და წაისვათ დამარბილებელი კრემი.

070510059b3a

კომბინირებული კანი
მოვლა
მოვლისას უნდა გავითვალისწინოთ მისი შერეული ტიპი და კანის სხვადასხვა ნაწილზე მოვლის სხვადასხვა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. წლებთან ერთად იგი მუდმივად გარდაიქმნება ნორმალური ტიპის კანად. კანის ბიოლოგიური დაბერება იწყება 14-15 წლის ასაკში, 28-30 წლის ასაკში ჩნდება ჭკნობის პირველი ნიშნები: 50 წლისთვის კი ასაკობრივი ცვლილებები უკვე კარგად შესამჩნევია. ხანშიშესულ ასაკში, როდესაც კანის ცხიმიანობა და ტენიანობა მცირდება, ნორმალური კანი (ცხიმიანიც კი) შეიძლება მშრალ ტიპის კანად გარდაიქმნას. ამასთან ერთად მას ახასიათებს `ძველი~ ტიპის ნაკლოვანებები და იღებს ახალსაც – მშრალი კანისას. ასეთ კანს არ აქვს ცხიმი და ტენი და გამოიყურება როგორც მშრალი, გაყვითლებული პერგამენტი. ახალგაზრდობში ცხიმიან კანს, შემდგომში ახასიათებს ფორიანობა და უხეშად გამოიყურება.
ნიღაბი
ცხიმიანი ადგილებში კიტრის, ხოლო დანარჩენზე პამიდორის ნიღაბი.
თანაბარი რაოდენობით გახეხილი ხენდროს,მარწყვის და ჟოლოს ნიღაბი, როცა ამათი სეზონია.

არსებობს კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალებები:
კომბინირებული და ცხიმიანი კანისათვის სასურველია საფუარის ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან იოგურტი, 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და 1 სუფრის კოვზი თბილი წყალი ერთმანეთში კარგად აურიეთ და გაწმენდილ სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთს. ნიღბის გაშრობას არ დაელოდოთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით უცხიმო დამატენიანებელი კრემი (მაგალითად, “აჰავას“ დამატენიანებელი კრემი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის).
მშრალი და ნორმალური კანისათვის- გრეიპფრუტის ნიღაბი
2 სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარი ფინჯანი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი გრეიპფრუტის ცედრა წაისვით გაწმენდილ სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 15-20 წუთს. ჩამოიბანეთ 1 ფინჯანი შავი ჩაის ნაყენით.

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის სახის კანის ნაოჭები, რისთვისაც უამრავი საშუალება არსებობს, ერთ-ერთი მათგანი ასეთია : ერთმანეთში აურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი არაჟანი და მწიკვი მარილი. ნარევი 15-20 წუთით წაისვით სახეზე. ნიღაბი მოიცილეთ ცივ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით.
აიღეთ თანაბარი რაოდენობის საფუარი და თბილი რძე, კარგად აურიეთ ერთმანეთში და სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 30 წუთს. ეს ნიღაბი არბილებს კანს და ასწორებს ნაოჭებს.

წყარო:gelatin.ge

მსგავსი ამბები

Back to top button