საკითხავისასარგებლოსაქართველო

დიდი აღმოჩენები (ნაწილი 4)

83680588cc26

ინფორმაცია ბედიის ბარძიმზე

“უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისმის, ყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მეფობისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიის ეკლესიისა” – გვაუწყებს “ქართლის ცხოვრება”. ესე ერთადერთი მაგალითია, როცა მეფობის სიდიადის განმსაზღვრელად გვევლინება ბაგრატ III მიერ ბედიის ტაძრისადმი შეწირული სამკაული, რაც ეჭვს გარეშეა თავისი მხატვრული ღირსებებით საკმაოდ მაღლ დონეზე უნდა მდგარიყო. ამის შესანიშნავი დადასტურებაა ბედიის სამკაულიდან ჩვენამდე მოღწეული ოქროს ბარძიმი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის მუდმივ ექსპოზიციაშია.

ბარძიმი ნაკლული სახითაა დაცული. მისგან გადარჩენილია მხოლოდ ზევითა ნაწილი. ბარძიმის პირის გარშემო ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერის თანახმად, იგი ბაგრატ III და მის დედას – გურანდუხტს შეუწირავთ, მათ მიერვე აშენებული ბედიის ტაძრისათვის. ისტორიული წყაროს ცნობით, 999 წელს “ბაგრატ, ძემან გურგენ მეფისამან კურაპალატმან ბედია აღაშენა”. ბარძიმის საქტიტორო წარწერა ბაგრატს მხოლოდ აფხაზთა მეფედ იხსენიებს და არა კურაპალატად, ან ქართველთა მეფედ, როგორც იგი 1001 წლის შემდეგ მოიხსენიება. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ ბედიის ოქროს ბარძიმის შესრულების ზედა ქრონოლოგიური ზღვარია ბედიის ტაძრის მშენებლობის დამთავრებსი დრო – 999 წელი.

ბარძიმის ზედაპირი შემკულია თაღედში განაწილებული რელიეფური ფიგურებით. ეს თაღედი ბარძიმსი მთელ პერიმეტრს უწყვეტ რიტმულ ზოლად შემოუყვება. თაღედით დანაწილებულ რელიეფურ გამოსახულებათა უწყვეტ ზოლში გამოიყოფა ორი კომპოზიციური და აზრობრივი აქცენტი: ასეთებია ურთიერთსაპირისპირო მხარეს განაწილებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საყდარზე მჯდომი ფიგურები. კომპოზიციუირ აღნაგობის თვალსაზრისით, უპირატესობა ქრისტეს გამოსახულებას აქვს მინიჭებული, საქტიტორო წარწერაც აქედან იწყება; მაგრამ წარწერაში მიმართვა ღვთისმშობლისადმია. გარდა ამისა, “თავნი მოციქულთა” – პეტრე და პავლეც ღვთისმშობლის ორივე მხარეს დგანან, რითაც მხატვარმა ღვთისმშობლის გამოსახულება შიანარსობრივად მაცხოვრის სიმაღლეზე დააყენა. აქ ოსტატმა ეს ორი გამოსახულება აზრობრივად გაათანაბრა, რაც მიუღებელი იყო შუასაუკუნეების ხელოვნებაში. მხატვარმა შინაარსი დაუმორჩილა ორნამენტული დეკორის მხატვრული აგებულების მოთხოვნილებას ფოგურათა რიტმული განლაგებითა და ორი კომპოზიციური და შინაარსობრივი აქცენტის შექმნით. ბარძიმის ზედაპირზე განაწილებულ მოციქულთა და მახარებელთა გამოსახულებებს. ისევე როგორც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ფიგურებს, ოსტატი პლასტიკური თვალსაზრისით გაიაზრებს. ფოგურები შესრულებულია საკმაოდ მაღალი რელიეფით , რაც უპირატესად თავების და, ზოგ შემთხვევაში, ხელების მოდელირებაში ვლინდება. ექსპრესიულობას მოკლებული სტატისტიკურობით ხასიათდება მოციქულთა ფოგურები, რომლებიც ცენტრალური ფოგურებისადმი მიმართებას ამჟღავნებენ თავების ოდნავი მიბრუნებითა და ფეხის ტერფების მიმართულებით.

35ceafc6d472

ბედიის ბარძიმზე გამოსახულ ფიგურათა სამოსი ტრადიციულად დადგენილ იკონოგრაფიულ სქემებს ითვალისწინებს. მხატვრულ ეფექტს ოსტატი აღწევს სამოსის დაპირების არაერთგვაროვნებით, ხაზების ჭარბი დინების დეკორაციულობით.

ბედიის ბარძიმზე დეკორაციული ამოცანებიც სხვაგვარადაა გადაწყვეტილი. ლითონზე პლასტიკის ადრეული ნიმუშებისაგან განსხვავებით, ოსტატი პლასტიკურ – დეკორაციულ სისტემას ქმნის რიტმულად განაწილებული თაღედისა და მათ ზემოთ გავლებული თაღედის უწყვეტი ზოლით.

ბედიის ბარძიმი X საუკუნის ერთ–ერთი ბრწყინვალე ნიმუშია ქართული ჭედური ხელოვნების განვითარების ისტორიაში.

წყარო:www.saunje.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close