არქივი

ინდიელები და მათი ფილოსოფია

a8589e102cdc
ძალიან მიყვარს ეს ხალხი,მათი კულტურა. წეს-ჩვეულებები და სიმბოლოები… ორიოდე სიტყვა მათ შესახებ სრულიადში

კინოფილმებიდან გემახსოვრებათ, რომ ინდიელები ვიგვამში (ხის ტოტების ან ლერწმისგან აგებული, გუმბათისებური ქოხი) ცხოვრობენ და ბუმბულებით მორთული ტყავის ტანისამოსი აცვიათ. სინამდვილეში, თანამედროვე ინდიელებს მაისურები და ჯინსი აცვიათ (ეროვნული სამოსით კი იშვიათად, დღესასწაულისას იმოსებიან).

ზოგიერთ ინდიელს მანქანაც ჰყავს, მაგრამ – დაჟანგული და ხშირად, მწყობრიდან გამოსული. ინდიელების უმეტესობამ წინაპრების ტრადიციები დაივიწყა და სმას მიჰყო ხელი, ხოლო აპაჩების, ხოპის, ნავახოსა და ზუნის ტომის ინდიელები ტრადიციებს არ ივიწყებენ. მათ საკვები – პომიდორი, სიმინდი, გოგრა თავად მოჰყავთ. თამბაქოს მხოლოდ ლოცვის დროს აბოლებენ. მათი აზრით, სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით, თეთრკანიანებს ყოველი მოწევის დროს რომ ელოცათ.
46bbf6ec2f8a

ინდიელების ტერიტორიაზე ამერიკული კანონები არ მოქმედებს, ყოველ ტომს თავისი კანონები აქვს. ნებართვის გარეშე, მათ სურათსაც ვერ გადაუღებთ. ყბედობა არ უყვართ, ლაკონიურად ლაპარაკობენ. ყველაზე გავრცელებული ფრაზაა: “მზეს უყურე და ჩრდილებს ვერ დაინახავ”. რჩევას უწინდებურად, უხუცესს ეკითხებიან. ნავახოს ტომში უხუცესი 82 წლის ჯონსია, რომელსაც ნებისმიერ კითხვაზე ორი პასუხი აქვს: კი ან არა. მასთან მისვლის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ.

ქალები ობობა-ქალს სულს ეთაყვანებიან, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, მათ ქსოვა და კერვა ასწავლა. ობობა და ობობას ქსელი ინდიელებისთვის საფიცარია, მათ ქსელის ამულეტებიც კი აქვთ. მაგალითად, “სიზმრების ხაფანგი”, რომელსაც ფანჯრის რაფაზე კიდებენ, სახლში ბოროტი ძალები რომ არ შეიჭრან და მძინარეს სიმშვიდე არ დაურღვიონ.
76cbaa5d193d

ინდიელებს სწამთ, რომ “მიწა არავის ეკუთვნის, ადამიანები ეკუთვნიან მას”. ამერიკის კონტინენტზე ჩასულ თეთრკანიანებს წითელკანიანებმა ხელი გაუმართეს, დააპურეს, შეიკედლეს და უპატრონეს. ინდიელებისადმი პატივისცემის ნიშნად, ამერიკელები “მადლიერების დღეს” ახლაც აღნიშნავენ, მაგრამ თეთრკანიანებმა მათ ტერიტორიები შემოუღობეს და მიწის გამო, ლამის გაწყვიტეს კიდეც.

b86a811af8f8

ნავახოს ტომის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ეკლესიაც არსებობს. ტომის წევრების აზრით, იესო ინდიელი იყო. ლოცვაც კი აქვთ: “იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, უფროსო ძმაო, დაგვიფარე ჩვენ…”

სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ერთმანეთს ყოველწლიურ დღესასწაულზე – “პაუ ვაუზე” ხვდებიან და მძივებით, ბუმბულებით გალამაზებულ ტანისამოსში გამოწყობილები ტრადიციულ ცეკვა-თამაშობებს მართავენ.
ინდიელები ბავშვებს უცნაურ სახელებს არქმევენ და ჩვილის დაბადების დღედ მიიჩნევა დღე, როცა ის პირველად გაიცინებს – ამ დღეს მამა ქუჩაში გადის, ბუნებას აკვირდება და ჩვილს სახელს ურჩევს: მოცეკვავე კოიოტი, ორი დათვი, ცელქი სიო და ა.შ.

44c4f7332707

ინდიელებს საკუთარი ფილოსოფია აქვთ:

– როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ ჩიტს მოკლავ და უკანასკნელ მდინარეს მოწამლავ, მიხვდები, რომ ფულის ჭამით ვერ გაძღები;

– სიმართლის სათქმელად ბევრი სიტყვა საჭირო არაა;

– ქორწინების პირველ წელს წყვილი ხვდება, ერთად ცხოვრებას შეძლებს თუ სხვა მეუღლე უნდა მოძებნოს. წყვილს ერთად ცხოვრება რომ ვაიძულოთ, ისეთივე ბრიყვები ვიქნებით, როგორიც თეთრი ადამიანია.

44c667cd27f3

– სიბრძნე თითოეულ ნივთშია თავმოყრილი. ოდესღაც სამყარო დიდი ბიბლიოთეკა იყო;

– ყველაზე მეტს ის ლაპარაკობს, ვისაც სიტყვის თქმის უფლებაც კი არა აქვს;

– უმჯობესია, მტერი ჩემზე ძლიერი და საშიში იყოს. მისი დამარცხების შემდეგ სირცხვილის გრძნობა არ შემაწუხებს;

– დაბადებისას ტიროდი, სამყარო კი იცინოდა, ისე იცხოვრე, რომ სიკვდილის წინ შენ იცინოდე, სამყარო კი ტიროდეს.

bb6363374b9e

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button