გასართობისაკითხავისასარგებლო

პეტრა

bc1d0be9f3db

გვსმენია მითები ადგილებზე რომლებიც მსოფლიოს საოცრებად შერაცხეს.. დღესაც გვაქვს ბევრი ასეთი საოცრება …და თუ რა?!.. მიაჭირეთ გაგრძელებას

პეტრა – ქალაქი, რომელიც თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 900 და სიკის ვიწრო კანიონში არაბიის ველიდან 660 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ველამდე გზა სამხრეთით და ჩრდილოეთით უღელტეხილებით მიდის, დასავლეთსა და აღმოსავლეთისკენ კი კლდეები მოჭრილია და 60-მეტრიან ბუნებრივ კედელს ქმნის.

სწორედ ამ ძველებურ საოცარ ქალაქში გადაიღეს ცნობილი ფილმი ”ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი”, ხოლო 2007 წლის 7 ივლისს პეტრა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა.

პეტრა ორი მთავარი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა: ერთი წითელ ზღვას დამასკოსთან აერთებდა, მეორე კი – სპარსეთის ყურეს და ღაზას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან. სპარსეთის ყურიდან მომავალი ქარავნები კვირები უძლებდნენ უდაბნოს მკაცრ პირობებს, სანამ სიკის კანიონამდე და შემდეგ სანატრელ პეტრამდე არ მიაღწევდნენ, საკვებს, ჭერსა და სასმელ წყალს არ ეღირსებოდნენ.

ყოველწიურად პეტრაში წვიმის ნალექი 15 სანტიმეტრს არ აჭარბებს. წყლის მოსაპოვებლად ადგილობრივები არხებსა და წყალსაცავებს პირდაპირ კლდეში გამოკვეთდნენ. დროთა განმავლობაში წვიმის ყველა წვეთი გროვდებოდა და ინახებოდა. ამ წყლის წყალობით პეტრელები მოსავალს იღებდნენ და აქლემებსაც ინახავდნენ. ამასთან, მათ ქალაქის აშენებაც შეძლეს – სავაჭრო ცენტრის. ქვის არხებში დღესაც წყალი მიედინება.
40c258a08c31
ასობით წლის მანძილზე ვაჭრობას დიდი მოგება და სიმდიდრე მოჰქონდა პეტრასთვის. მაგრამ, როცა რომაელებმა აღმოსავლეთისკენ საზღვაო გზები აღმოაჩინეს, სანელებლებით სახმელეთო ვაჭრობა ჩაკვდა და პეტრე თანდათან ქვიშაში ჩაიკარგა.

პეტრას ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. ჩვ. წ. აღ-ის მე-12 საუკუნეში მისი მფლობელები რომაელები იყვნენ. ახალი დროის ევროპელებიდან პეტრა პირველად ინკოგნიტოდ მოგზაურმა შვეიცარიელმა იოჰან ლუდვიგ ურკჰარდტმა ნახა. ანტიკური თეატრის გვერდით აქ უდემეელების ეპოქის შენობას ნახავთ.

პეტრას მაცხოვრებლები ფლობდნენ ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. თვითონ სახელი ”პეტრაც”, კლდეს რომ ნიშნავს, ქვას უკავშირდება. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელ-ჰაზნე, ”ფარაონის საგანძური”, როგორც მას არაბები უწოდებენ, II საუკუნეში შეიქმნა — შესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ჯერ კიდევ არაა დადგენილი.
9b076ff4ab76

პეტრას დიდი ტერიტორია უჭირავს. ცენტრიდან კილომეტრებზე იშლება. მთავარი ქუჩა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელი ქალაქის გავლით იშლება, რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს. მის ორივე მხარეს დიდებული კოლონადაა. ქუჩის ბოლო – დასავლეთით – დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით – ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ედ-დეირი, რომელიც კლდეში გამოკვეთილი მონასტერია — უზარმაზარი შენობაა სიგანით დაახლოებით 50 მ. და სიმაღლით 45 მ. კედლებზე ამოტვიფრული ჯვრები იმას მოწმობენ, რომ რაღაც პერიოდში ტაძარი ქრისტიანული იყო.
25e94679abb3

დღესდღეობით პეტრას სანახავად იორდანიას ყოველწიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. როცა ტურისტები სიკის ერთკილომეტრიან გრილ კანიონს გადიან, მოსახვევში თვალწინ “საგანძური” იშლება — დიდებული შენობა ფასადით, რომელიც უზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი. ეს ნაგებობა პირველი საუკუნისაა. მას აგვირგვინებს ქვის ურნა, რომელშიც თითქოს ოქროსა და ძვირფას ქვებს ინახავენ. კანიონი თანდათან ფართოვდება და ტურისტები ბუნებრივ ამფითეატრში ხვდებიან, რომლის ქვიშის კედლებში უამრავი გამოქვაბულია. მაგრამ მთავარი, რაც თვალში გხვდება, კლდეში გამოკვეთილი სამარხებია. კოლონადა და ამფითეატრი I და II საუკუნეებში ქალაქში რომაელების ბატონობას მოწმობენ.
9be4446548b1

წყარო: eva.ge

Back to top button