მსოფლიოს 10 საოცარი, ბუნებრივი თაღი
მსოფლიოში ბუნებისგან შექმნილ უამავ საოცრებას შევხვდებით. თითოეულ მათგანში გვაოცებს სილამაზე, სინატიფე, სიმაღლე. ზოგი ისე დახვეწილი და სრულყოფილია, რომ ეჭვიც კი გვეპარება მის ბუნებრიობაში. გამოცდილ არქიტექტორსაც კი შეშურდება მათი საოცარი ფორმები. მოკლედ, გაგაცნობთ მსოფლიოს 10 საოცარ, ბუნების მიერ შექმნილ თაღს
1. Rainbow Bridge.
Rainbow Bridge (ცისარტყელას ხიდი) მდებარეობს აშშ-ში, სამხრეთ იუტას შტატში.
იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი თაღია, თუმცა მისი ზუსტი აგებულება, სტრუქტურა, მე-20 საუკუნემდე არ იყო გამოკვლეული. მისი სიმაღლე 88 მეტრი, სიგანე -84, ხოლო თვითონ თაღის სისქე 14 მეტრია.
2. Aloba Arch.
ეს თაღი მდებარეობს აფრიკაში, სუდანის ჩრდილოეთ ნაწილში. თაღის სიმაღლე 120 მეტრს აღწევს.
Aloba Arch -ი ათასობით წლის წინ ჩამოყალიბდა. სიმაღლის გარდა იგი ასევე გამორჩეულია უჩვეულო სილამაზითა და დახვეწილი სიმყიფით.
3. Durdle Door.
ეს საოცარი თაღი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში. მისი სახელწოდება “Durble Door” მიღებულია ძველი ინგლისური სიტყვისგან “thirl” , რომელიც ბურღვას ნიშნავს. მის სრულყოფაში დიდი როლი ითამაშა ტალღებმა და ხშირმა მოქცევებმა.
4. Immortal Bridge.
Immortal Bridge (უკვდავი ხიდი) მდებარეობს ჩინეთში. თუკი სამოგზაუროდ წასულნი ამ ადგილის ნახვასაც მოინდომებთ, არ გახვიდეთ ამ “ხიდზე”, თუ არ გინდათ, რომ აქვე დასრულდეს თქვენი მოგზაურობა. :)
აღსანიშნავია, რომ რეგიონში საკმაოდ მძიმე მიწისძვრებმა თაღს ვერაფერი დააკლო, ალბათ სწორედ ამიტომაც ქვია “უკვდავი ხიდი”.
5. Pont d’Arc
პონ-დ’არკი მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში. ის ბუნებრივი კირქვის თაღია, რომელიც მდინარე არდეშმა წარმოქმნა. თაღის სიმაღლე 60 მეტრი, ხოლო სიგანე 45 მეტრია. ქალაქს, სადაც პონ-დ’არკი მდებარეობს მისივე სახელი ქვია. (ვალონ-პონ-დ’არკი).
ეს ადგილი უამრავ ტურისტს იზიდავს, რადგან სამოგზაუროდ ჩასულებს უდავოდ საოცარი ხედები ეშლებათ თვალწინ. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 2 000 კაცს შეადგენს, მაგრამ ეს რიცხი ზაფხულობით საგრძნობლად იმატებს, როგორც უკვე ავღნიშნე ტურისტთა სიმრავლის გამო.
6. Delicate Arch.
იუტას თაღების ნაციონალური პარკი 2 000 მდე ბუნებრივ, ქვის ნაგეგობებს ითვლის. თუმცა 16 მეტრი სიმაღლის Delicate Arch (კოხტა თაღი) ყველაზე პოპულარულია. თუმცა პარკის შემადგენლობაში ის მხოლოდ 1938 წლიდან შევიდა.
7. Moon Hill
მთვარის ბორცვი – ეს ბუნებრივი თაღია სამხრეთ ჩინეთში. შეიძლება ითქვა, რომ ეს ყველაზე პოპულარული ადგილია ამ რეგიონში. მისი დიდი “ფანჯარა” ნამგალა მთვარის ასოციაციას ქმნის.
ეს ადგილი დიდი მოწონებით სარგებლობს ალპინისტებში და უბრალოდ ექსტრემის მოყვარულებში. თავისივე თქმით, მათ დიდი სიამოვნება მიიღეს, როდესაც მთიდან ეშვებოდნენ.
8. London Arch.
ლონდონის თაღი მდებარეობს ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში. ეს თაღი ტალღებისა და მოქცევების სიმძლავრის გამო ზოგჯერ მცირე მანძილით იცვლის ადგილს. ლონდონის თაღი წინათ იყო ლონდონის ხიდის ნაწილი, მაგრამ შემდგომ ის შეუერთდა სანაპირო ზოლს.
1990 წლის 15 იანვარს, სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე თაღი უეცრად ჩამოინგრა. ამ დროს იქ ორი ტურისტი იმფოფებოდა.
9. The Azure Window.
The Azure Window (ლაჟვარდოვანი ფანჯარა) წარმოადგენს ბუნებრივ თაღს, რომელიც მილიონი წლის წინ გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად წარმოიქმნა.
იგი მდებარეობს მალტას რესპუბლიკაში, ხმელთა შუა ზღვის სიღრმეში. მისი სიმაღლე 50 მეტრია.
10. Shipton’s Arch
ეს საოცარი და ულამაზესი თაღი მდებარეობს ჩინეთში. იგი ბრიტანელმა ალპინისტმა ჯორჯ შიპტონმა აღმოაჩინა. მისი სიმაღლე 365 მეტრს აღწევს და ყველაზე დიდი თაღია წინა 9-სთან შედარებით.